x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133848
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
როგორ შევარჩიოთ კედლის ქვაბი? - რჩევები "თერმოინდუსტრიასგან"
image
კედ­ლის ქვა­ბის შერ­ჩე­ვა საკ­მა­ოდ რთუ­ლი ამო­ცა­ნაა. სწო­რედ ამი­ტომ, შე­იქ­მნა „თერ­მო­ინ­დუსტრი­ას“ სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა მომ­ხმა­რებ­ლის­თვის, გათ­ბო­ბის სის­ტე­მე­ბის შე­სა­ხებ, სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას.

ქვა­ბის შე­ძე­ნი­სას უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ 5 ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რი:

1. სიმ­ძლავ­რე

ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, მომ­ხმა­რე­ბე­ლი ცდი­ლობს, და­ა­მონ­ტა­ჟოს იმა­ზე უფრო დიდი სიმ­ძლავ­რის ქვა­ბი, ვიდ­რე მის გა­სათ­ბობ ფართს სჭირ­დე­ბა. სა­შუ­ა­ლოდ, 10 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თის გა­სათ­ბო­ბად 1 კვტ თბუ­რი ენერ­გი­აა სა­ჭი­რო. ეს ციფ­რი მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლია. რე­ა­ლუ­რად კი, თი­თო­ე­ულ შე­ნო­ბას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა. უნდა და­ან­გა­რიშ­დეს შე­ნო­ბის სით­ბო­და­ნა­კარ­გე­ბი და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შე­ვარ­ჩი­ოთ ქვა­ბის სიმ­ძლავ­რე.


2. წვის კა­მე­რის ტიპი

წვის კა­მე­რის ტი­პის მი­ხედ­ვით არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვა­ბის შერ­ჩე­ვა. კედ­ლის ქვა­ბე­ბი არ­სე­ბობს და­ხუ­რუ­ლი და ღია წვის კა­მე­რი­ა­ნე­ბი. ღია წვის კა­მე­რი­ა­ნი კედ­ლის ქვა­ბი, წვის­თვის სა­ჭი­რო ჟანგბადს იმ გა­რე­მო­დან ღე­ბუ­ლობს, სა­დაც ის არის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, გა­მო­ნა­ბოლ­ქვის გა­დი­ნე­ბა ბუ­ნებ­რივ გა­წო­ვა­ზეა დამ­ოკი­დე­ბუ­ლი.

და­ხუ­რუ­ლი წვის კა­მე­რი­ა­ნი აგ­რე­გა­ტე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბა არის საკ­ვამ­ლე მი­ლის სწრა­ფი და მარ­ტი­ვი მონ­ტა­ჟი, ასე­ვე, ამ ტი­პის ქვა­ბე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბა შე­იძ­ლე­ბა რო­გორც გა­რეთ, ოღონდ და­ხუ­რულ სივ­რცე­ში, ასე­ვე სამ­ზა­რე­უ­ლო­ში და ა.შ.

image

3. კონ­ტუ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა

შემ­დე­გი, რა­საც ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ, კონ­ტუ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაა. კედ­ლის ქვა­ბე­ბი არ­სე­ბობს ერთ და ორ­კონ­ტუ­რი­ა­ნე­ბი. ერ­თკონ­ტუ­რი­ა­ნი ქვა­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბა მხო­ლოდ გათ­ბო­ბის სის­ტე­მას. ორ­კონ­ტუ­რი­ა­ნი კი ცხელ­წყალ­მო­მა­რა­გე­ბა­საც. ანუ ერ­თდრო­უ­ლად გათ­ბო­ბის სის­ტე­მა­საც და ცხელ­წყალ­მო­მა­რა­გე­ბა­საც. ასე­თი ქვა­ბე­ბი სა­სურ­ვე­ლია და­მონ­ტაჟ­დეს ისეთ შე­ნო­ბებ­ში, სა­დაც სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ორს არ აღე­მა­ტე­ბა. მა­გა­ლი­თად, სა­ა­ბა­ზა­ნო და სამ­ზა­რე­უ­ლო. თუკი შე­ნო­ბა­ში სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა უფრო მე­ტია, სა­სურ­ვე­ლია და­მონ­ტაჟ­დეს ერ­თკონ­ტუ­რი­ა­ნი ქვა­ბი და მო­ცუ­ლო­ბი­თი თბომ­ცვლე­ლი, ცხე­ლი წყლი­სათ­ვის.

4) სა­მონ­ტა­ჟო ტიპი

ქვა­ბე­ბი არის რო­გორც კედ­ლის, ანუ კე­დელ­ზე და­სა­მონ­ტა­ჟე­ბე­ლი, ასე­ვე და­სად­გმე­ლი ე.წ. სტა­ცი­ო­ნა­ლუ­რი. ამ უკა­ნას­კნელ­ში, ძი­რი­თა­დად თუ­ჯის თბომ­ცვლე­ლი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ექ­სპლო­ა­ტა­ცი­ის ხან­გრძლი­ვო­ბაც უფრო მეტი აქვს ვიდ­რე კედ­ლის ქვაბს, მაგ­რამ ღია წვის კა­მე­რი­ა­ნე­ბია და სივ­რცეც გა­ცი­ლე­ბით მეტი სჭირ­დე­ბა. ამი­ტომ, არ­ჩე­ვანს მომ­ხმა­რე­ბე­ლი მა­ინც კედ­ლის ქვაბ­ზე აკე­თებს.

5) ფუნ­ქცი­ო­ნა­ლი

არ­სე­ბობს ტრა­დი­ცი­უ­ლი და სა­კონ­დენ­სა­ციო ქვა­ბე­ბი. სა­კონ­დენ­სა­ციო კედ­ლის ქვა­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე და ეკო­ნო­მი­უ­რია. თუკი ტრა­დი­ცი­უ­ლი ქვა­ბის საკ­ვამ­ლე მი­ლი­დან გა­მო­ნა­ბოლ­ქვის სით­ბოს ენერ­გია უსარ­გებ­ლოდ იკარ­გე­ბა, სა­კონ­დენ­სა­ციო ქვა­ბის საკ­ვამ­ლე მი­ლი­დან გა­მოს­რო­ლი­ლი წარ­მა­ვა­ლი აი­რე­ბის ენერ­გია გათ­ბო­ბას ხმარ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რი და ეკო­ნო­მი­უ­რია.

image

სა­კონ­დენ­სა­ციო ქვა­ბის მე­ო­რე უპი­რა­ტე­სო­ბა: ასე­თი ტი­პის ქვაბ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სან­თუ­რა, რო­მელ­საც აქვს ალის მო­დუ­ლი­რე­ბის საკ­მა­ოდ დიდი დი­ა­პა­ზო­ნი.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ქვაბს შე­უძ­ლია, იმუ­შა­ოს ნო­მი­ნა­ლუ­რი სიმ­ძლავ­რის 10%-იან დატ­ვირ­თვა­ზე, მა­შინ, რო­დე­საც ტრა­დი­ცი­უ­ლი ქვა­ბის­თვის ეს ციფ­რი 30%-ზე ქვე­მოთ ვერ ჩა­მო­ვა. კი­დევ ერთი უპი­რა­ტე­სო­ბა - სა­კონ­დენ­სა­ციო ქვა­ბე­ბის თბომ­ცვლე­ლე­ბი უჟან­გა­ვი ლი­თო­ნის­გა­ნაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ტრა­დი­ცი­ულ ქვა­ბებ­ში კი სპი­ლენ­ძი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

ზე­მო­ჩა­მოთ­ვლი­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არას­წო­რად შერ­ჩე­უ­ლი გათ­ბო­ბის ქვა­ბის შემ­თხვე­ვა­ში მი­ვი­ღებთ:

გა­ზის და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­და­მე­ტე­ბულ ხარჯს, არა­კომ­ფორ­ტულ სით­ბოს შე­ნო­ბა­ში, ქვა­ბის ცვე­თის ხა­რის­ხის დაჩ­ქა­რე­ბას და ვა­და­ზე ადრე მწყობ­რი­დან გა­მოს­ვლას.

„თერ­მო­ინ­დუსტრია“ გირ­ჩევთ, რომ, სის­ტე­მის მონ­ტა­ჟის და­წყე­ბამ­დე, და­უ­კავ­შირ­დეთ კვა­ლი­ფი­ცი­ურ სპე­ცი­ა­ლის­ტებს და და­გეგ­მოთ სწო­რად.

იხი­ლეთ მეტი

0
220
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0