x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
შანსონი ბრაიტონ-ბიჩიდან-გარდაიცვალა ვილი ტოკარევი
image

გარდაიცვალა საბჭოთა და ამერიკელი ავტორ-შემსრულებელი ვილი ტოკარევი, ინფორმაციას ამის შესახებ მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ.მომღერალი 84 წლის იყო.




ვილი ტოკარევი 1974 წელს აშშ-ში გადასახლდა.მპმღერალმა სახელი გაითქვა უპირველეს ყოვლისა რუსულენოვანი შანსონებით.


დაიბადა 1934 წელს ადიღეს რესპუბლიკაში, ბავშვობიდანვე ხულიგნობის გამო სკოლიდან გარიცხეს, თუმცა ბავშვობიდანვე წერდა მუსიკას და ლექსებს, ფლობდა რამდენიმე ინსტრუმენტს.


ტოკარევს მეზღავურობა სურდა, ბათუმის საზღვაო სასწავლებელში სცადა ჩაბარება, თუმცა უშედეგოდ, ამის შემდეგ ჯერ ბათუმის პორტში დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი გემზეც მოეწყო.


სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემდეგ ლენინგრადის კონსერვატორიაში ჩააბარა კონტრაბასის განხრით, პარალელურად დაინტერესდა ჯაზით, უკრავდა რესტორნებში და სხვადასხვა ჯგუფებში, წერდა სიმღერებს, რომელსაც ცნობილი შემსრულებლები ასრულებდნენ, 1974 აშშ-ში გაიპარა და იქვე დარჩა, ჯუბესი გროშის გარეშე.ტოკარევი ხან ტაქსისტად მუშაობდა, ხან სხვადასხვა შავ სამუშაოებს ასრულებდა, რომ პირველი ალბომის ჩაწერისთვის ფული შეეგროვებინა.


პირველი ალბომი "А жизнь, она всегда прекрасна"(1979) შეუმჩნეველი დარჩა მსმენელს, აი მეორე ალბომი კი-"В шумном балагане» ნამდვილი ჰიტი გახდა იქაური ემგირანტებისთვის, რომლებიც ძირითადად ბრაიონ-ბიჩის რესტორნებში იკრიბებოდნენ.მალე მისი სახელი საბჭოთა კავშირსაც გადმოწვდა.


1990-იან წლებში ის სამშობლოში ბრუნდება, რა დროსაც მოსკოვში გახსნა საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია.

ვილი ტოკარევის უამრავი სიმღერა სახალხო ჰიტებად იქცა, ისეთები როგორიცაა, "шумном балагане", "небоскрёбы", "тётя хая" და მრავალი სხვა.


0
278
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
278
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0