x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
რატომ ესალმებიან ხელის ჩამორთმევით?...

imageშეხვედრისას ხელის ჩამორთმევის ჩვეულება დიდი ხნის წინათ დამკვიდრდა. ეს გამოწვეული იყო სიფრთხილით ! დიახ ადამიანმა არ იცოდა, რა განზრახვით მოდიოდა მასთან მეზობელი ან ნათესავი, მშვიდობიანად, მეგობრულად, თუ მტრულად ან საჩხუბრად .
მარჯვენა ხელს კაცი ვერ გაგარტყავს, თუ ეს ხელი შენ გიჭირავს ხელში . გაშლილი ნები კი საშიში არ არის, იმიტომ, რომ მასში არაფერი იმალება.
ამიტომ მისალმებისას ადამიანები გაშლილი ხელისგულებით ეხებოდნენ ერთმანეთს და არა მუშტით, ხელს იმ ზომამდე გამოსწევდენენ წინ, რომ შეუძლებელი ყოფილიყო ტანსაცმელში დამალული იარაღის ხმარება . იმ დროიდან დღემდე შემორჩა ზოგჯერ უსიამო ჩვეულება -ხელთათმანის წაძრობა ხელის ჩამორთმევისას, გაცნობისას ხელის გაწოდება .
ამავე მიზეზით არ ვესალმებით, როცა კარის ზღურბლს გადავაბიჯებთ .ზოგჯერ ზღურბლის მიღმა წყვდიადი იყო, რომელიც მოსულს მუხანათურად შეეძლო გამოეყენებინა -ბნელით დაეფარა ავი განზრახვა, ამიტომ კეთილი ინებე და ლამპის შუქზე დამენახვე, მიჩვენე, რომ ხელის გული გაშლილი გაქვს, მასში არაფერი გიჭირავს, დამიმტკიცე რომ სასიკეთოდ ხარ მოსული.
ხელის ჩამორთმევა, როგორც პატიოსნებისა და წმინდა განზრახვის სიმბოლო სპორტშიც შემორჩა ; ხელის ჩამორთმევის შემდეგ იწყება რინგზე კრივი . სასაცილო არაფერია, შეჯიბრების დაწყების წინ მოკრივენი ერთმანეთს ხელს ართმევენ, ხოლო ერთი წუთის შემდეგ მუშტებით უსწორდებიან ერთმანეთს, ამით მოწინააღმდეგენი პირობას დებენ, რომ შეჯიბრი პატიოსნად წარიმართება.

0
423
4-ს მოსწონს
ავტორი:მაგნოლია
მაგნოლია
423
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0