x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ ცხოვრობს გოგონა, რომელმაც 16 წლის ასაკში 2 მილიონი დოლარი მოიგო
image
კალი როჯერსი(Callie Rogers)16 წლის იყო, როდესაც ბედნიერმა ლატარიის ბილეთმა მილიონერი გახადა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასეთი მოვლენების განვითარებისთვის გოგონა მზად არ იყო.ახლა ახალგაზრდა ქალი მოუწოდებს ხელისუფლებას შემოიღოს ასაკობრივი შეზღუდვა აზარტულ თამაშებზე და მსხვილ მოგებებზე.
image

კალი როჯერსი კამბრიას საგრაფოდან ისტორიაში შევიდა, როგორც ჯეკპოტის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული, როდესაც იგი 16 წლის იყო, მოიგო ჯეკპოტი 1, 8 მილიონი ფუნტი სტერლინგი(2, 1 მლნ.აშშ $), თუმცა გოგონამ ვერ შეძლო ამ ასტრონომიული თანხის სათანადოდ გამოყენება, რომლის მიმოფანტვაც მოგებისთანავე დაიწყო, დაურიგა საჩუქრები ოჯახის წევრებს და მეგობრებს, ამასთანავე გაიდიდა მკერდი.


"მოგებისთანავე მომენტალურად ბავშვობიდან ზრდასრულ ცხოვრებაში მოვხვდი, ძალიან ბევრი ბევრი მეგობარი გამიჩნდა, ისინი მთხოვდნენ ფულს ვალად ახალი მანქანის შესაძენად, მე კი ჩემი მიამიტობით არ შემეძლო უარის თქმა, რასაკვირველია არავინ არაფერი დამიბრუნა."-ამბობს კალი.

image

საკუთარი შვილების მომავალი მამა მოგებიდან ორ კვირაში გაიცნო, ანუ მას შემდეგ, როცა გამდიდრდა, მანამდე კალი მაღაზიაში მუშაობდა, სადაც საათში 3, 5 ფუნტ სტერლინგს უხდიდნენ, ფულის მოგების შემდეგ წყვილი 180 000-ად ღირებულ კოტეჯში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა ოჯახი 5 წლის შემდეგ დაინგრა, ერთ-ერთი მიზეზი იყო სუიციდის მცდელობა, რომელიც ნარკოტიკებზე დამოკიდებულობის ფონზე განვითარდა.
image
აკრძალულ ნივთიერებებზე, როგორც თავად კალი ამბობს, 250 000 ფუნტი სტერლინგი დახარჯა, იყო მომენტი, რომ მას შვილებიც კი ჩამოართვეს, შემდეგ საკუთარ თავში რომ უფრო თვითდაჯარებული ყოფილიყო, 17 000 ფუნტი სტერლინგი მამოპლასტიკაში დახარჯა.
image
ამჟამად კალი საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობს, მუშაობს ძიძად, თვეში 1000 ფუნტ სტერლინგად, მაგრამ ამბობს, რომ ახლა უფრო ბედნიერია.


როგორც Camelot-ის(ლატარიის კომპანია) წარმომადგენლები აცხადებენ, თავის დროს გოგონამ არ გამოიყენა შეთავაზება კომპანიის მხრიდან ფინანსურ დ იურიდიულ კონსულტაციებზე, "მიუხედავად ამის, მას დავხმარეთ და მომავალშიც მხარს დავუჭერთ საჭიროების შემთხვევაში"-ნათქვამია კომპანიის განცხადებში.


image


image

ასევე იხილეთ

ამერიკელი პოლიტიკოსის, რობერტ კენედის შვილიშვილი და აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის ჯონ კენედის ნათესავი, 22 წლის სირშა კენედი-ჰილი(Saoirse Kennedy Hill) ნარკოტიკის ზედოზირებისგან გარდაიცვალა. როგორც The New York Times-ი იუწყება, გოგონა მასაჩუსეტსის შტატში, საგვარეულო მამულში იპოვეს გარდაცვლილი, სადაც სირშას ბებიამ, რობერტ კენედ...

კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტმა გახსნა თვითმფინავის კარი და 1500 მეტრის სიმაღლიდან გადმოხტა, მისი მეგობარი გოგონა და პილოტი ფეხებზე დაეჯაჯგურნენ გოგონას, ბრძოლა რამდენიმე წუთი გაგრძელდა თუმცა უშედეგოდ.შემთხვევა მადაგასკარში მოხდა. ბიოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი19 წლის ალანა კატლანდი(Alana Cutland) გარდაიც...

ამერიკელი კრისტალ პრესტონი მარტოხელა დედაა სამი შვილით და სამი ძაღლით, ამჟამად კრისტალს ძალზე რთული პერიოდი უდგას ცხოვრებაში, თვიდან თვემდე ძლივს გააქვს თავი, ავტომობილის შესაძენ ფულზე, რომელიც ასე ძალიან საჭიროა ნევადაში მცხოვრებისთვის, ვერც იოცნებებს, მაგრამ სამაგიეროდ ჰყავს 13 წლის ვაჟი უილიამი, რომელმაც დედას ნამდვილი სიურპრიზი გაუკეთ...

თეთრი საცურაო კოსტუმი სრულიად გამჭვირვალე გახდა მას შემდეგ, როდესაც ბრიტანელმა გოგონამ საზოგადოებრივ აუზში იცურავა. 25 წლის ემილი შარლოტა-სმიტმა სტრატფორდიდან ესპანეთში დასასვენებლად წასვლის წინ ბიკინი ონ-ლაინ მაღაზია PrettyLittleThing-ში შეუკვეთა, თუმცა, როდესაც აუზში იბანავა და ამოვიდა, იგი...

0
1067
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1067
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0