x
მეტი
  • 08.12.2019
  • სტატია:97197
  • ვიდეო:344049
  • სურათი:459144
ნესვი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის მცენარეა, ბახჩის კულტურა, ცრუ ნაყოფი. სხვაგვარად მას “სამხრეთის ლამაზმანს” უწოდებენ. ნესვის სამშობლოდ შუა და მცირე აზიას, აფრიკასა და ინდოეთს მიიჩნევენ. ცნობილია, რომ მას ძველ ეგვიპტეშიც ზრდიდნენ. ევროპაში ეს კულტურა ანტიკურ პერიოდში მოხვდა. ველური ნესვი დღეს პრაქტიკულად აღარსად გვხვდება, კულტურული ჯიშები კი გადარჩევის გზით არის მიღებული აზიური საველე სახეობებიდან. ნესვს ძირითადად უმს, გათლილს მიირთმევენ, თუმცა მისი ქერქი და თესლი რბილობზე არანაკლებ სასარგებლოა. არ შეიძლება ნესვის მირთმევა სხვა საკვებთან ერთად! ის აუცილებლად ჭამიდან ჭამამდე, შუალედში უნდა მიირთვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა მონელება გაგიჭირდეთ. არ არის სასურველი ნესვის ჭამა უზმოზე.


image




ნესვი შეიცავს B1, B2, PP, A, C ვიტამინებს. განსაკუთრებით მდიდარია რკინით. ამ ელემენტის მასური წილი ნესვში 17-ჯერ აღემატება რძეში არსებულს. ნესვში უხვად არის კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი და ქლორიც. ამიტომაც ურჩევენ მას ანემიის (სისხლნაკლებობის) და ორგანიზმის გა­ნლევის, აგრეთვე ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს.


image





ნესვი, როგორც ნაწლავის მეგობარი - ნევსი დაბალკალორიული და მრავალბოჭკოვანია, 150 გრამ ნესვში 1, 5 გრამი ბოჭკოა, რაც ნაწლავების უკეთ მუშაობას ნიშნავს. უზმოზე ჭამა რეკომენდებული არაა, თუმცა საუზმეზე მირთმევა პრობლემას არ შექმნის.

image





ბეტა კაროტინი - ამ ნივთიერებას შეიცავს ყვითელი და ნარინჯისფერი ხილის სახეობები, ამ კომპონენტს შეუძლია A ვიტამინად გადაქცევა. გამოდის, რომ ნესვი შეიცავს იგივე A ვიტამინს და აქედან გამომდინარე, უფრო ძლიერი იმუნური სისტემა ჩამოგიყალიბდებათ. გარდა ამისა, ბეტა კაროტინი მხედველობასაც აუმჯობესებს.

image





თითქმის ყოვლისშემძლე - ის შეგიძლიათ მიირთვათ საჭმლის მონელების ნებისმიერი დარღვევის დროს, ოღონდ, როგორც უკვე მოგახსენეთ, არავითარ შემთხვევაში სხვა საკვებთან ერთად! ექიმები ნესვს გვირჩევენ ღვიძლის ნებისმიერი პათოლოგიის, ასევე თირკმელებისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადების დროს. ის მაღლა სწევს ჰემოგლობინის დონეს და აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს გარეგნობას. ნესვის თესლი პოტენციის ასამაღლებელი უძველესი საშუალებაა. ამ მიზნით უმი თესლის დაღეჭვაა რეკომენდებული, უმჯობესია, თაფლთან ერთად და აუცილებლად ზომიერების დაცვით - არა უმეტეს დღეში ორი გრამისა. სხვაგვარად შესაძლოა ელენთა გაგიღიზიანდეთ.



image

გემრიელად მიირთვით! გისურვებთ ჯანმრთელ ცხოვრებას!























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<



რა უნდა მივირთვათ აგვისტოში?

image


საზამთრო - რა ვიცით და რა არ უნდა დაგვავიწყდეს ამ გოგრისებრთა მცენარის შესახებ?!

image


ჭერამი - ხილის სახეობა, რომლის შესახებაც არ გსმენიათ ბევრი რამ - ეს უნდა იცოდეთ!

image


თუთა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

image


გრეიფრუტი - ეს უნდა იცოდეთ!

image


ისპანახი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

image


სატაცური - ეს უნდა იცოდეთ!

image


დიდგულა(ანწლი) - გაზაფხულის მიწურულს ყვავილობს, ზაფხულში აუცილებლად მიირთვით!

image


პიტაჰაია (დრაკონის ნაყოფი) - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

image


ნუში - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

image


მუჰამედ ბინ სალმანი - პრინცი, რომელიც არაბეთის შეცვლას გეგმავს!

image


11 წლის ბიჭუნამ სანაპიროს ქვიშაში ცოცხლად ჩამარხული გოგონა იპოვა... მისმა მოქმედებამ ადამიანებს იმედი დაუბრუნა....

image


გადარჩენილი კაცობრიობა: მინოსის აფეთქება!

image


5 განსაკუთრებული ზომის სატვირთო მანქანა, რომელიც გაოცებულს დაგტოვებთ

image





1
404
3-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
404
  
2 ოქტომბერი, 2:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1