x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ბეითსის მოტელი“ - მინი-სერიალი, რომელიც არ უნდა გამოტოვო
image


სათავგადასავლო მძაფრსიუჟეტიანი ფილმების მოყვარულებს საინტერესო მინი-სერიალს გთავაზობთ. „ბეითსის მოტელი“ სათავგადასავლო დეტექტიური ჟანრის ტრილერია. სერიალმა ყველა რეიტინგი მოხსნა და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ფილმი ისეა აწყობილი, რომ მაყურებელთა იმ კატეგორიასაც ჩაითრევს, რომელთაც სერიალების ყურება საერთოდ არ უყვართ. ზოგადად, გადაღების სტილითა თუ შინაარსით, სერიოზული სიუჟეტით სხვა სერიალებს არ ჰგავს და ერთი ამოსუნთქვით ყურებადია. თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ, გირჩევთ მისი ყურება ახლავე დაიწყოთ.


ამერიკული სერიალი "ბეიტსების მოტელი" გადაღებულია ალფრედ ჰიჩკოკის საკულტო ფილმის "ფსიქოს" ლაიტმოტივის მიხედვით. სერიალში ასახულია მოზარდისა და მოსიყვარულე დედის ცხოვრება. მათი შინაგანი განცდები, შიში. ქალაქში, რომელიც ბევრ საიდუმლოს ინახავს, ბურუსით არის მოცული მოტელის ისტორიაც ...


მინი-სერიალის სიუჟეტი ჰიჩკოკის ცნობილი ფილმის "ფსიქო"-ს ერთგვარ გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს. 60-იან წლებში გადაღებულ „ფსიქოში“ ბეითსების მოტელი მცირე ეპიზოდშია ნაჩენები, ამჯერად კი ახალი სერიალის მოქმედება მთლიანად გზაზე მდებარე ამ მოტელში ვითარდება და ათეულობით წლების შემდეგ მის თანამედროვეობას გვიჩვენებს.


საოცრად შერჩეული არაჩვეულებრივი გადასაღები გარემო, მსახიობების წარმოუდგენელი ოსტატობა და ბეითსის საცხოვრებელი სახლის რეტრო სტილი სერიალს თავისებურ ხიბლს მატებს.



სერიალი სულ 5 სეზონსა და 50 მოკლე სერიას მოიცავს. ყველაზე ხანგრძლივი დრამის ჟანრის სერიალი ტელეარხ A&E-ის ისტორიაში. მისი შემქმნელები კარლტონ კიუზი, კერი ერინი და ენტონი კიპრიანო არიან.


image


სერიალი ოჯახის “ტრაგიკული შემთხვევით” იწყება. ნორმანი და დედამისი ნორმასანაპიროს პატარა ქალაქში გადადიან და მოტელს ისაკუთრებენ. საუბედუროდ, ქალაქი არ აღმოჩნდება ისეთი წყნარი, ჩუმი და იდილიური, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა და ბეიტსების ხელებზეც მალევე ჩნდება სისხლის კვალი.


imageქალაქიც, სადაც დედა შვილი გადასახლდა იდუმალ შემთხვევებს მალავს. ნორმანი საიდუმლოებით მოცულ ჩანახატების წიგნაკს პოულობს, რასაც სექს-ტრეფიკინგის აღმოჩენამდე მიჰყავს. რამდენიმე ეპიზოდის შემდეგ კი ვიგებთ, რომ ქალაქი კანაფის ბიზნესიდან ფინანსდება. ბეიტსის ოჯახს უწევს ურთიერთობა კორუმპირებულ პოლიციასთან, უზნეო ადგილობრივ მოსახლეობასთან და მოტელის მისტიკურ სტუმართან, რომელიც მყუდროების დარღვევაზე ძალიან მძაფრად რეაგირებს. საინტერესოა, რომ შოუს ცენტრალური ფიგურა არა ნორმანი, არამედ ნორმაა. ჩვენ ვიცნობთ ნორმანს, მის წარსულს და მისი დაზიანებული ფსიქიკის სიღრმეებს, თუმცა ნორმაზე ბევრი არაფერი ვიცით. ნორმა ბეიტსი ამოუცნობ არსებად რჩება. ჰიჩკოკის ფილმისა და რობერტ ბლოხის წიგნის გავლენით, ნორმა ჩვენს ცნობიერებაში სიტყვებისგან შექმნილი პერსონაჟია. ნორმანი ფსიქიატრთან მას ისე აღწერს, როგორც მომთხოვნ და ჩაკეტილ ქალს და ჩვენი ქვეცნობიერიც ნორმას წარმოიდგენს მე-19 საუკუნის, ცივ ქალად, რომელიც ნორმანზე ბატონობს და აზიანებს მას ფსიქოლოგიურად და სექსუალურად.


მიუხედავად იმისა, რომ სცენარი და სიუჟეტის განვითარება ძალიან საინტერესოა, მისი წარმატების ძირითადი მიზეზი მაინც ორი მთავარი მსახიობის გამორჩეული შესრულებაა. ფრედი ჰაიმორის თამაში (ბრწყინვალე და შემაძრწუნებელი) იმ მონსტრის გამოჩენას მოასწავებს, რომელიც შემდგომ თავადვე გახდება. ნორმანს ყვავილები მიაქვს თავის კლასელთან, როდესაც მამამისი საავადმყოფოში გარდაიცვლება, მაგრამ ამავდროულად აცნობიერებს, რომ მის თავს რაღაც უცნაური ხდება. ხანდახან შენ გესმის და ხედავ იმას, რაც არ არსებობს – განმარტავს ნორმა, – ეს რაღაც ტრანსის მსგავსია.

ჰაიმორიზე შთამბეჭდავი კი ვერა ფარმიგაა. მისი ქცევები, ნიუანსები მის ემოციურად არამყარ მდგომარეობაზე მიანიშნებენ. მერყეობასთან და ცვალებადობასთან ერთად, ნორმა მჩაგვრელი, იმპულსური და უგუნურია. ის ნორმანს მანქანიდან აგდებს, მას შემდეგ, რაც ნორმანი მას ციხიდან დაიხსნის… ამავდროულად კი, ნორმა მფარველი, მზრუნველი და მგრძნობიარე დედაა, რომელსაც ნამდვილად უყვარს თავისი ვაჟი. თუმცა მათი ურთიერთობა არაჯანსაღია და მათ შორის ინცესტური ტონებიც შეიმჩნევა. ერთ-ერთ სცენაში ნორმა ამზადებს რომანტიკულ სადილს, სხვა სცენაში კი “შემთხვევით” შიშვლდება შვილის წინაშე. მე დედაშენი ვარ, – ამბობს ის, – ამაში უცნაური არაფერია.

მათი არეული და ჩახლართული ურთიერთობა საყურებლად ჩამთრევია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბალანსი დაირღვევა ნორმანის უფროსი ნახევარძმის, დილანის გამოჩენით. დილანი “ცუდი ბიჭია”, რომლის საქმიანობაც კრიმინალს უკავშირდება, თუმცა ის მაინც ერთადერთია, ვინც ცდილობს, ნორმანის საჭე ნორმალურობისკენ მიმართოს.


რეჟისორები არიან როქსან დაუსონი, მაქს ტირიოტი და ფრედი ჰაიმორი. მთავარ როლებში: ვერა ფარმიგა, ფრედი ჰაიმორი, მაქს ტირიოტი, ოლივია კუკი, ნესტორ კარბონელი, კენი ჯონსონი


0
44
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0