x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კოსმოსში დაფრინავს ასტეროიდი, რომელსაც შეუძლია დედამიწის ყველა მცხოვრები მილიარდერი გახადოს
image
ფსიხეა-16 შედგება ნიკელის და რკინისგან. მას შეუძლია მილიარდები მოუტანოს ყველა ადამიანს. საქმე მარტივია: საკმარისია ლითონის მოპოვება და ტრანსპორტირება დედამიწაზე. ამის მერე კი თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ მოგების დათვლა.

ასტეროიდი ფსიხეა-16 ერთერთი ყველაზე მასიური კოსმოსური ორგანოა ასტეროიდების სარტყელში. ის მდებარეობს სადღაც მარსსა და იუპიტერს შორის. ასტეროიდზე წარმოუდგენელი რაოდენობის ღირებული სიმდიდრეა, მძიმე მეტალების უზარმაზარი კონცენტრაციით.

რკინა, ნიკელი, ოქრო და სხვა ელემენტები ასტეროიდ ფსიხეაზე ფულადი თვალსაზრისით დაახლოებით კვინტილიონი დოლარის ოდენობისაა, ანუ, მილიონი ტრილიონი. ეს საკმარისია იმისათვის, რომ დედამიწაზე უზრუნველყოფილ იქნეს კომფორტული ცხოვრებით ყველა ადამიანი, ასევე იქნება საკმარისი ფული, რომ პლანეტის ყველა მცხოვრები გახდეს მილიარდერი.

ეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში: თქვენ უნდა იპოვოთ გზა ასტეროიდის მაღაროდ გადაქცევისთვის, ისწავლოთ ლითონების მოპოვება იქ და როგორღაც მოახერხოთ ტრანსპორტირება დედამიწაზე.


ნასა გეგმავს სერიოზულად დაიწყოს მუშაობა ამ ასტეროიდთან 2022 წელს. ხალხი იქ არ დაფრინავს, იმიტომ, რომ ძალიან შორია. ასე რომ, გეგმავენ დისტანციური სისტემების აწყობას, რომლებსაც თავად შეუძლიათ ლითონის წარმოება და დედამიწაზე ტრანსპორტირება.

საჭიროა მხოლოდ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, შემდეგ კი შესაძლებლობები თითქმის უსაზღვრო იქნება… მათ, ვისაც გამბედაობა ეყოფა შეუძლიათ მიიღონ ასტრონომიული თანხა.
ტექნოლოგიის შემუშავებას და მის პრაქტიკაში გამოყენებას შეიძლება ათწლეულები დასჭირდეს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ სახელმწიფო ინვესტიციების შემოდინება და კოსმოსური ტექნოლოგიის მიღწევები დაეხმარებათ ასტეროიდის სიმდიდრეს უფრო სწრაფად დაეუფლონ.

მსოფლიო კოსმოსური ბაზარი უკვე ასობით მილიარდი ღირს ... ეს ყველაფერი მხოლოდ ინფრასტრუქტურის საკითხია და მალევე მოვაგვარებთ მას. - ამბობენ მკვლევარები.

1
1723
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
1723
  
2019, 6 აგვისტო, 5:47
ქალბატონა თამილა!
კოსმოსში არაფერი არ დაფრინავს!
ფრენა შესაძლებელია მხოლოდ თხევად ან აირეულ ნივთიერებებში.
კოსმოში ანუ დედამიწის ატმოსფეროს გარეთ: გალაქტკიები, ვარსკვლავები(მზე), პლანეტები(დედამიწა), პლანეტების სატელეტები(მთავერე), კომეტები, და ეგრეთ წოდებულ ასტეროიდები არ მოძრაობენ და არც არან აირში და არც არანაირ თხევად ნივთიერებებში. მათ აქვთ სისწრაფე.
ძირითად მათგანი არიან თავისუფალ ვარდნის სტადიაში ანუ ორბიტა.
0 1 1