x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ქალი, რომელსაც ცოლის სტატუსისთვის ერაყის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა

აბდულა, ზეიფულა და ზეინაბი მეცხრე თვეა რაც სახლში, საქართველოში, დედის მშობლებთან საცხოვრებლად ჩამოვიდნენ.

image

მანამდე რამდენიმე წელი მშობლებთან ერთად ერაყში, ისლამური სახელმწიფოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გაატარეს.

მამა 2007 წელს მოსულში დაეღუპათ, 25 წლის დედა კი ბაღდადში საპყრობილეში აღმოჩნდა, ბავშვებმა დედასთან ერთად ერთი წელი ასევე საპყრობილეში გაატარეს.

image

მათი ბაბუა ყვება, რომ ბავშვებს დღემდე ეშინიათ ხმების, რომლებიც მათ სროლას აგონებთ. თვითმფრინავი, რომ გადაიფრენს ბავშვები ყვირიან დედა მოდის, დედა მოდისო. გოგონა კი ძილშიც ბუტბუტებს, დედა აქ ვარო.

image

აკიფ სამადოვის ქალიშვილი შალალა 2012 წელს გათხოვდა. ქორწილის შემდეგ ქმართან ერთად საცხოვრებლად ეკატერინბურგში გადავიდა. მას მერე აკიფს ქალიშვილი აღარ უნახავს.

image

ერთხელაც შალალამ სახლში დარეკა და თქვა, რომ ერაყში ე. წ. ისლამურ სახელმწიფოში იმყოფებოდა. ქმარმა უფროსი შვილის, აბდულას თან წაყვანაც გადაწყვიტა და დედაც მცირეწლოვანი შვილის გამო ქმარს თან გაჰყვა.

შიგადაშიგ შალალა მშობლებს ეხმიანებოდა, ბავშვებთან ერთად გადაღებულ მოკლე ვიდეოებს უგზავნიდათ.

image

2017 წელს მოსულის განთავისუფლების შემდეგ ერაყის სასამართლომ მისი ქმარი ერორისტად მიიჩნია. შალალას კი როგორც ტერორისტის ცოლს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. რა თქმა უნდა შვილებიც დედასთან ერთად იყვნენ ციხეში.

საქართველოს ერაყის ციხიდან ბავშვების დასახსნელად ერთი წელიწადი დასჭირდა. ხელისუფლებას “ იუნისეფი" და “ წითელი ჯვარი" ეხმარებოდნენ. მოლაპარაკებას იუსტიციის სამინისტრო აწარმოებდა.

image

მინისტრი თეა წულუკიანი ერაყის მთავრობასთან მოლაპარაკების პროცესში ბაღდადის ციხეში შალალასაც შეხვდა.

აკიმ სამადოვს, რომელმაც ქართულ დელეგაციასთან ერთად ბავშვების ჩამოსაყვანად ერაყში ჩაფრინდა, ერაყის ხელისუფლებამ ქალიშვილთან შეხვედრის უფლება არ მისცა.აბდულა, ზეიფულა და ზეინაბი პირველი ბავშვები არიან, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ ერაყიდან და სირიიდან სახლში დააბრუნა.

შალალა არის ის პატიმარი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ცოლობის სტატუსისთვის აქვს მისჯილი უვადო პატიმრობა.

უცნობია საქართველოს რამდენი მოქალაქე იხდის სასჯელს ტერორიზმთან კავშირის გამო ერაყისა და სირიის ციხეებში.

ისპაჰანი - ქალაქი მუზეუმი, მასჯედ- ე ჯამე _საკრებულო მეჩეთი

image

15 ჯადოსნური დღე წინანდლის ჯადოსნურ მამულში

image

იცოდით, რომ ქალები...

image

ვაჰაბისტები, არავითარი წმინდა ადგილები, მათი დებულებაა“ საღვთო ომი "

image

ვის ეკუთვნის ღაზას სექტორი ისრაელს თუ ჰამასს

image

ღაზას დასახლებულ ტერიტორიაზე, პალესტინამ საჰაერო რაკეტები ჩამოყარა

image

0
148
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0