x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ადეიშვილი: „მერაბიშვილის ადგილას, გირგვლიანის საქმის გამო გადავდგებოდი“
image


იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ამბობს, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დროს ვანო მერაბიშვილის ნაცვლად თვითონ რომ ყოფილიყო შინაგან საქმეთა მინისტრი, ის თანამდებობიდან გადადგებოდა.

ამის შესახებ ადეიშვილმა მის ყოფილ მოადგილესთან, ნიკა გვარამიასთან, ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც ბუდაპეშტში გაიმართა, სადაც ყოფილ ჩინოვნიკს პოლიტიკური თავშესაფარი აქვს.


"ალბათ, კი [გადავდგებოდი]. კი. კი, მაგრამ ასევე აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ვანო იყო ერთერთი ყველაზე სერიოზული კადრი. უფრო მეტ საშუალებას მივცემდი ჯერ ერთი სამართალდამცავ ორგანოებს მუშაობისთვის და მეორე მხრივ საკუთარ თავს მივცემდი საშუალებას, რომ არ აეღო იმაზე მეტი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ვიდრე უნდა აიღო ასეთ სიტუაციაში ადამიანმა. მაშინ მე ვთვლიდი, რომ ვანოს გადადგომა იყო ძალიან დიდი საფრთხე ქართული საზოგადოებისთვის, " - ამბობს ადეიშვილი.



გვარამიას კიდევ ერთ შეკითხვაზე, არის თუ არა მისი შეცდომების ბრალი, რომ ის ახლა უნგრეთში იმყოფება და არა საქართველოში, ადეიშვილი პასუხობს, რომ კი, ეს მეტწილად მისი და წინა ხელისუფლების შეცდომების ბრალია.


"რა თქმა უნდა, დავუშვი შეცდომები, ბუნებრივია. ბევრი შეცდომა იყო. ამ გადმოსახედიდან ეს შეცდომები უკეთესად ჩანს და ვფიქრობ, რომ ბევრი რამ ყველას ერთად სხვაგვარად რომ გაგვეკეთებინა, შანსი იყო ჩვენი ქვეყნის სხვანაირი განვითარების, მაგრამ იმის თქმა, რომ რაღაც კონკრეტული შეცდომის გამო მოხდა ეს, ძნელია. მოხდა გლობალური, კატაკლიზმა ასე ვთქვათ, რომელიც იყო, ჩემი აზრით, რუსული სპეცოპერაცია საქართველოში 2012 წელს, თუმცა ამას დაერთო ისიც, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელი ბუნებრივი პროცესია ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან. ეს აბსოლუტურად ბუნებრივი და ჯანსაღი პროცესია, "- ამბობს ადეიშვილი.

0
281
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
281
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0