x
image
ელენე გუმა
10 საშინელი ფოტო, რომელიც ტრაგედიამდე წამით ადრეა გადაღებული (ნაწილი III)
ყველა ჩვენგანს გვინახავს ტრაგიკული შემთხვევების დროს გადაღებული ფოტოები. ისინი უსიტყვოდ არასასიამოვნო შეგრძნებებს იწვევენ ჩვენში, თუმცა არსებობს ფოტოები, რომლებიც მათზე უფრო საშიშად გვეჩვენება, ეს არის ფოტოები, რომლებიც სიკვდილამდე წამით ადრეა გადაღებული.


ჩვენ მოვიძიეთ ფოტოები, რომელიც ამ ადამიანებმა სიკვდილამდე რამდენიმე წუთით, ან საათით ადრე გადაიღეს, ან გადაუღეს მათ.


თუ კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, რომ არის მასში რაღაც საშიში და მისტიური.


image



ფრიდაივერი ნიკოლას მევოლი თავისი ბოლო ჩაყვინთვის შემდეგ. ის რეკორდის დამყარებას შეეცადა - 72 მეტრზე, ლასტებისა და დამატებითი ჟანგბადის გარეშე, ერთი ჩასუნთქვით ჩაყვინთა. ამოყვინთვის შემდეგ მან ხელით ნიშანი „ოკ“ გააკეთა, რის შემდეგაც გრძნობა დაკარგა და იმავე დღეს გარდაიცვალა.


image


წყვილი წინა პლანზე ამ სტატიასთან არაფერ შუაში არიან.ეს არის უკანასკნელი ფოტო 20 წლის აიანო ტოკუმასოსი (წითელში), რომელიც შემთხვევით მოხვდა კადრში. წამის შემდეგ ის თავის მოკვლის მიზნით ნიაგარას ჩანჩქერში გადახტა.


image


ერცგერცოგ ფერდინანდი და მისი მეუღლე სოფია 1 საათით ადრე, ვიდრე მათ სერბი ნაციონალისტი გავრილო პრინციპი მოკლავდა.


image

იაპონიის საჰაერო ავიახაზების Boeing 747- ის ჩამოვარდნის შემდეგ აღნიშნული ფოტო აღადგინეს. ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი 520 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები ემსხვერპლნენ, 4 ადამიანი კი სასწაულით გადარჩა.


image


ამერიკელი მოგზაურის კრისტოფერ მაკკანდლესას უკანასკნელი ფოტო. მისი გვამი 1992 წელს მონადირეებმა იპოვეს.


image


პარკურისტ პავლა კიშინის უკანასკნელი ფოტო. მორიგი ტიურკის შესრულების დროს მან წონასწორობა დაკარგა, სიმაღლიდან გადავარდა და სასიკვდილოდ დაიმტვრა.


image

ჯეიმს დინი საკუთარ პორშესთან. ცოტა ხნის შემდეგ ის საშინელ ავტოკატასტროფაში დაიღუპა.


image


ერთ-ერთი უკანასკნელი ფოტო ცნობილი "ტიტანიკის".


image


პოლ უოკერი ჯდება Porsche Carrera GT-ში, რომელმაც მისი სიცოცხლე იმსხვერპლა. ცოტა ხანში ის როჯერ როდასთან ერთად სასიკვდილოდ დაიმტვრა.


image


პრინცესა დიანა, მცველი ტრევორ რის ჯონსი და მძღოლი ჰენრი პოლი. ფოტო გადაღებულია საფრანგეთში, ტრაგედიის ღამეს და ის პრინცესა დიანას უკანასკნელ ფოტოდ ითვლება.


image



ასევე დაგაინტერესებთ:


15 საშინელი ფოტო, რომელიც სიკვდილამდე წამით ადრეა გადაღებული (ნაწილი II)


7 საშინელი ფოტო, რომელიც სიკვდილამდე წამით ადრეა გადაღებული

1
1990
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1990
  
2019, 10 აგვისტო, 0:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1