x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
ათი სულისშემძვრელი მისტიკური თრილერი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ !

image

ისტიკის მოყვარულებო, ზებუნებრივი და ამოუცნობი ამბები გელოდებათ !

ვარდის ქვეშ

ფილმი თრილერის და მისტიკის ჟანრს მოიცავს.
პატარა გოგონას გატაცება ოჯახის ბედს სამუდამოდ
შეცვლის.

image


დიგნიდადის კოლინია

პოლიტიკური აქტივისტისა და სტიუარდესას სიყვარულს, ჩილეში მომხდარი
გადატრიალება თავდაყირა აყენებს.
ლენა სამხედრო დაჯგუფების მიერ გატაცებულ
შეყვარებულს ეძებს.
ძიება მას წარმოუდგენელად საშინელ ადგილას მიიყვანს.
ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული.

image


წმინდა ირმის მკვლელობა

მისტიკური ჟანრის ფილმი ექიმის შესახებ, რომელიც ერთი შეხედვით ბედნიერია
ოჯახთან ერთად, თუმცა საშინელ საიდუმლოს ინახავს..

image


წამალი სიცოცხლისთვის

მსხვილი ორგანიზაციის ახალგაზრდა თანამშრომელს, კომპანიის უფროსის
ჩამოსაყვანად გამაჯანსაღებელ ცენტრში აგზავნიან. კლინიკაში მისული ლოკარტი
თანდათან ხვდება ის მისტიკურ წრეში აღმოჩნდა და
არავინ იცის დააღწევს თუ არა თავს.

image


რეინკარნაცია

ენი გრეჰემის დედის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახში საშინელი ამბები ხდება.
ენი ცდილობს იმ საშინელ საიდუმლოს ჩასწვდეს,
რომელიც მისი ოჯახის წყევლად იქცა.

image



სუსპირია

მოცეკვავოებაზე მეოცნებე გოგონა ევროპაში, ერთ-ერთ პრესტიჟულ ცეკვის აკადემიაში ჩადის. თუმცა, მალე აღმოაჩენს რომ აკადემია შემზარავ ზებუნებრივ საიდუმლოს ინახავს.

image



ბუნკერი

ორკესტრის ახალგაზრდა რეჟისორის შეყვარებული მოულოდნელად უჩინარდება.
უშედეგო ძებნის შემდეგ კაცს სხვა გოგონა უყვარდება, თუმცა წარმოდგენაც არ აქვს, რომ დაკარგული ყოფილი შეყვარებული ყველაფერს ხედავს.

image



გაიხედე

თანატოლებისგან გარიყული 18 წლის გოგონა სარკეში საკუთარ ანარეკლს
ესაუბრება.
ერთ დღესაც აღმოაჩენს რომ მისი ანარეკლი მხოლოდ ანარეკლი არ არის.

image


მისტერ ბრუქსი

წარმატებული შუახნის მამაკაცი ავადმყოფურადაა შეპყრობილი მკვლელობებით.
მას მკვლელობაში საკუთარი ალტერ ეგო ეხმარება.

image



მეზობელი ბიჭი

შუა ასაკის ქალი ერთი დანახვით იხიბლება მეზობელი არასრულწლოვანი ბიჭით. მათ შორის დაწყებული საიდუმლო რომანი საშინელელ კოშმარად იქცევა.

image


0
406
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
406
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0