x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
9 გასაოცარი რამ, რასაც მხოლოდ ტაილანდში იხილავთ
image


ტაილანდში ყავის სმა, ნამდვილად გართობის დონეზეა აყვანილი. კაფეში სახელად KC Selfie Coffee, თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ყავა საკუთარი გამოსახულებით.

იმ შემთხვევაში, თუკი გსურთ მსგავსი ყავის დალევა, საჭიროა კაფეში გაგზავნოთ წინასწარ თქვენი სურათი, შემდეგ კი მიაკითხოთ შეკვეთას წამოსაღებად. image


დედამიწაზე არსებული 300 სახეობის ბანანიდან, 22 სახეობა ტაილანდში მოდის. იმისათვის, რომ ტაილანდელებს მსგავსი გაბარიტების ბანანი მიეღოთ, მრავალწლიანი მუშაობა და სხვადასხვა სახეობათა შეჯვარება მოუწიათ.


image


ბანგკოკის რესტორანში, რომელსაც საკმაოდ უხერხული დასახელება აქვს, პრეზერვატივებით შემკული მანეკენი დგას. რესტორნის მთავარი დევიზია “ჩვენი საკვები არ დაგაორსულებთ". ეს უცნაური დაწესებულება მიიჩნევს, რომ ადამიანების მიერ პრეზერვატივის ყიდვა უხერხული არ უნდა იყოს და ხალხს შეუძლია იგი ისევე, შეიძინოს, როგორც კომბოსტოს ყიდულობენ.

image


აღნიშნული სასტუმრო საშუალებას მოგცემთ ციხეში ყოფნა გამოსცადოთ. დაწესებულებაში შესვლამდე თქვენ იღებთ პატიმრის ფორმას, შემდეგ შედიხართ ოთახში, სადაც რამდენიმე ადამიანთან იზიარებთ საპატიმრო დაწესებულების მსგავს ოთახს.

image

აღნიშნული ბაზარი კი ბედის ნამდვილი გამოცდაა. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ახალი ხილი და ბოსტნეული პირდაპირ ვაგონიდან, საჭიროების შემთხვევაში გადაადგილდეთ ლიანდაგებს შორის, თუმცა ამ შემთხვევაში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რათა მაღალმა ძაბვამ ან დაძრულმა მატარებელმა არ მოგკლათ.

image

ეს არაჩვეულებრივი, ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში მყოფი სასტუმრო კი საშუალებას მოგცემთ თავი ბუნების ნაწილად იგრძნოთ. აღნიშნული დაწესებულება გამოირჩევა მრავალფეროვანი აუზებით, ადგილობრივი მზარეულის მიერ მომზადებული ბოსტნეულის კერძებით და ულამაზესი გარემოთი.

image

წარმოუდგენელი დიზაინის ანტიკური ქალაქი, რომელიც ტაილანდური კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, დაახლოებით 1300 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული. თავად ქალაქი მინი რესპუბლიკას წარმოადგენს. აქ 116 ულამაზეს ძეგლს შეხვდებით, რომლებიც ტაილანდის მდიდრულ, ანტიკურ კულტურას უსვამენ ხაზს. ქალაქი გარშემორტყმულია გიგანტური თევზის ფორმის ზღუდით.

image

ტაილანდი ნამდვილად რიტუალებისა და თილისმების ქვეყანაა. აღნიშნული თოჯინა, რომლის სახელიც ითარგმნება როგორც ანგელოზი ბავშვი, ძალიან ბევრ ოჯახსა და დაწესებულებაში შეგხვდებათ. ტაილანდელებისთვის ის იღბლის მომტანი თილისმაა. ისინი იმდენად უფრთხილდებიან თოჯინებს, რომ ყოველგვარი საჭიროებებით უზრუნველსაყოფად ცალკე ოთახი, მრავალფეროვანი ტანსაცმელი და ძიძებიც კი ჰყავთ.

image

ეს კი სპილოს ფეკალიებია, მათი მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა სუვენირის დამზადება. აღსანიშნავია, რომ ფეკალიის მოძიებისა და დამუშავების პროცესში, ტურისტებიც დიდ სიამოვნებას იღებენ.

image

0
209
1-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0