x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"არ მომცა"- დაღესტნელმა ჯიგიტმა ქალზე დახარჯული ფულის უკან დაბრუნება მოითხოვა

image
37 წლის დაღესტნელმა ქალს მოთხოვა მორალური კომპესაცია, მასთან დაწოლაზე უარის გამო და კაპიკ-კაპიკ დაუთვალა ყველა გაწეული ხარჯი, ეს იქნებოდა რესტორანი, კინო თუ ყვავილები, მთლიანად 148 000 რუბლი.

ისინი ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს, ერთად გაიზარდნენ სოფელ კასუმკეტში, გოგონა სოფლის თვალი იყო, თან მასზე 5 წლით უფროსი, რომელიც ბავშვობიდანვე მიუწვდომელი იყო მისთვის, შემდეგ გოგონა დედაქალაქში გადავიდა საცხოვრებლად და დაუტოვა ბიჭს აუხდენელი ოცნებები, გოგონა ხანდახან ჩამოდიოდა სოფელში მშობლების მოსანახულებლად, შემდეგ ქალაქში ბრუნდებოდა.


გავიდა წლები, შარშან მამაკაცმა სოციალურ ქსელში იპოვა თანასოფლელი და წერილი მიწერა, იმანაც უპასუხა, შემდეგ ერთმანეთს შეხვდნენ, დადიოდნენ კაფეში, რესტორანში კინოში და ა.შ., თუმცა ეს ურთიერთობა "ხელიხელ ჩაკიდებას" არ გაცდენია, ერთხელაც მამაკცს ყელში ამოვიდა ასე "მეგობრული ხეტიალი" და ქალს მასთან დაწოლა მოთხოვა' რაზეც ასეთი პასუხი მიიღო:"ჩვენ მხოლოდ მეგობრობა გვაკავშირებს", რამაც მამაკაცი გააცოფა და დაგეგმა როგორ ეძია შური, მან კაპიკ-კაპიკ დაუთვალა 1 წელიწადში დახარჯული ფული-148 000 რუბლი(დაახლოებით 2200აშშ$) და უკან დაბრუნება მოთხოვა, რაზეც ცივი უარი მიიღო.

ამის შემდეგ მამაკაცი დაემუქრა ქალს, რომ მშობლიურ სოფელში გაუვრცელებდა ხმებს მის "გარყვნილ ცხოვრებაზე", რამაც 42 წლის ქალი სრულად არ შეაშინა და აქეთ უჩივლა "მიჯნურ ჯიგიტს", როგორც КП-Северный Кавказ იუწყება, მამაკაცზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სტატიით-"გამოძალვა" და "შანტაჟი", რომელიც ოთხწლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

0
778
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
778
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0