x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
მითხარი შენი სისხლის ჯგუფი და გეტყვი ვინ ხარ შენ

image



სისხლის ჯგუფი


0 (I) "მონადირე": ამ ჯგუფის სისხლი 40 დან 50 % - მდე ადამიანს აქვს


ხასიათის თვისებები



ჩვეულებრივ, I - სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანებს ძალიან ძლიერი ხასიათი აქვთ. ისინი საკმაოდ ფეთქებადი, იოლად აღგზნებადი და უზომოდ ენერგიულები არიან. ასევე, ამ სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანები კრიტიკას საკუთარი მისამართით ვერ იტანენ და სურთ, რომ გარშემომყოფები ყოველთვის, ყველაფერს ისე აკეთებდნენ როგორც მათ სურთ. ამ სისხლის ჯგუფის მქონე მამაკაცები გამოცდილი საყვარლები, ხოლო ქალები კი ძალიან ეჭვიანები არიან.



სისხლის ჯგუფი


(II) "მიწათმოქმედი": ამ ჯგუფის სისხლი ადამიანების 30 - 40 % აქვს


ხასიათის თვისებები



როგორც წესი, II ჯგუფის ადამიანები ძალიან გულწრფელები და კომუნიკაბელურები არიან, ისინი დანარჩენებისგან იმით განსხვავდებიან, რომ სხვადასხვა გარემოში ადაპტაციას საკმაოდ მარტივად ახერხებენ, ამიტომ მათთვის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის შეცვლა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. თუმცა, ხანდახან მათ გარკვეული სიჯიუტის გამოჩენაც შეუძლიათ. ეს ადამიანები წყენასა და უსიამოვნებას საკმაოდ რთულად იტანენ. ამ სისხლის ჯგუფის მქონე მამაკაცები მორცხვები და ყველაზე დიდი რომანტიკოსები არიან, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში, ცხოვრების თანამგზავრად ასაკით უფროს ქალებს ირჩევენ, ხოლო ქალები კი შესანიშნავი, მოსიყვარულე ცოლები და მზრუნველი დედები არიან.



სისხლის ჯგუფი


ბ (III) "მომთაბარე": ამ ჯგუფის სისხლი ადამიანების 10 - 20 % აქვს


ხასიათის თვისებები


ამ ჯგუფის ტიპის ადამიანები საკმაოდ მეგობრულები და ოპტიმისტები არიან. მათ ყველაფერი სწრაფად სწყინდებათ, ამიტომ ყველანაირი სიახლისთვის, ყოველთვის სრულ მზადყოფნაში არიან და შანს ხელიდან არ უშვებენ ცხოვრებაში რამე რომ არ შეცვალონ. "მომთაბარეები" თავისუფლებისმოყვარეობითა და დამოუკიდებლობით გამოირჩევიან. ისინი უსამართლობას არასდროს ითმენენ, განსაკუთრებით კი, საკუთარი მისამართით, ასე რომ, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე საყვარელ სამსახურსაც კი შეელევიან, თუკი ხელმძღვანელი მათ არასათანადოდ მოეპყრობა. კაცები, ძირითადად მექალთანეები არიან - ისინი, როგორც წესი, საკუთარი ვნების ობიექტისთვის ორიგინალური სიურპრიზების კეთებასაც არ ერიდებიან და გადამეტებული მზრუნველობით ხშირადაც ანებივრებენ. ხოლო ქალები - რაორდინარულობით გამოირჩევიან, რომლებსაც თავიანთი ექსტრავაგანტულობით მომავალი პარტნიორის დაშინებაც კი შეუძლიათ, თუმცა, დროთა განმავლობაში, ისინი კარგი დიასახლისები და იდეალური ცოლები ხდებიან.



სისხლის ჯგუფი


აბ (IV) "გამოცანა": ამ ჯგუფის სისხლი მოსახლეობის 5 % აქვს


ხასიათის თვისებები


IV სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანები ყველაზე იშვიათად გვხვდება, როგორც ცნობილია, ისინი საკმაოდ რბილი ხასიათით და მრავალმხრივი ნიჭით გამოირჩევიან, რომლებიც ყოველთვის მზად არიან გაჭირვებაში მყოფს მოუსმინონ და გაუგონ. მამაკაცებს, სხვა ჯგუფების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, მახვილი გონება და საკმაოდ მიმზიდველი გარეგნობა აქვთ, ამ თვალსაზრისით, მათ არც ქალბატონები ჩამორჩებიან, რომლებიც საპირსპირო სქესის არჩევაში საკმაოდ ფრთხილები და მომთხოვნები არიან.





0
748
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
748