x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
ათი ცვლილება ორგანიზმში, რომელიც ასაკზე უფრო მეტს მეტყველებს, ვიდრე უბრალო ციფრები პასპორტში

სიბერის შიში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფობიაა ადამიანებში. საქმე იმაშია, რომ ადამიანის ორგანიზმი გამუდმებით იცვლება, ასაკის მატებასთან ერთად მასში ძირეული გარდაქმნები მიმდინარეობს. ექიმების აზრით, ერთადერთი სწორი მიდგომა ამ დროს ისაა, ზუსტად ვიცოდეთ, რა სახის ცვლილებებია ამ დროს ნორმალური და რომელი - ანომალიური.



image



გთავაზობთ სპეციალისტების რჩევებს, თუ რა უნდა შეიცვალოს ორგანიზში ასაკის მატებასთან ერთად და რა უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთი მეტამორფოზის დროს კვლავ კომფორტულად და ახალგაზრდულად ვიგრძნოთ თავი.



მცირდება კბილების მგრძნობელობა



image


ასაკის მატებასთან ერთად კბილები გაცილებით ნაკლებად მგრძნობიარე ხდება ცივი და ცხელი საკვების მიმართ. ერთი შეხედვით ეს არც თუ ისე ცუდი ჩანს, მაგრამ საქმე არც ისე მარტივადაა: ამერიკული სტომატოლოგიის ასოციაციის გამოკვლევით, წლების განმავლობაში კბილების ნერვები თანდათან განილევა და სწორედ ეს იწვევს მგრძნობელობის კლებას. სამწუხაროდ, ეს არც ისე კარგია, რადგან ადამიანი ვერ აფიქსირებს კბილების დაავადებებს, მათ შორის კარიესს, ამიტომ საჭიროა პერიოდული კონსულტაცია სტომატოლოგთან, რათა რაიმე არ გამოგვეპაროს.


დიდდება ცხვირი



image



ზოგადად მიღებულია, რომ ადამიანი იზრდება 18-20 წლამდე, თუმცა მისი სხეულის ზოგიერთი ნაწილი, მაგალითად, ცხვირი, ზრდას მთელი სიცოცხლის მანძილზე აგრძელებს. ეს ხდება რბილ ქსოვილებში, კუნთებსა და ხრტილებში მიმდინარე ცვლილებების გამო, რომლებიც ცხვირის ძირითად სტრუქტურას წარმოადგენენ. ძვლებისაგან განსხვავებით, ხრტილი მთელი ცხოვრების განმავლობაში იზრდება, განსაკუთრებით სწრაფად მიმდინარეობს ზრდა 50-60 წლის ასაკში. გარდა ამისა, ასაკის მატებასთან ერთად ცხვირის წვერი თანდათან ძირს ეშვება.



ვიწროვდება თეძოები



image



ორგანიზმის უჯრედებში არსებული სითხის დაკარგვა, რომელიც ასაკთან ერთად მატულობს, იწვევს საგრძნობ მეტამორფოზას ფიგურაში. ძალიან ხშირი შემთხვევაა ქალებში, როცა სხეულის ფორმა მსხლიდან (წვრილი წელი, ფართო თეძოები) გადადის "ვაშლის ფორმაში'' (ვიწრო თეძოები, ფართო წელი). მამაკაცების შემთხვევაში ასაკის მატებასთან ერთად შეიმჩნევა ტესტოსტერონის შემცირება, რაც დიდ გავლენას ახდენს ცხიმების გადანაწილებაზე სხეულში და მათაც აღენიშნებათ თეძოების დავიწროება.



წამწამები უფრო მოკლე ხდება



image



ქუთუთოების ირგვლივ არსებული კანის არასწორი მოვლა, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, ორგანიზმის ალერგიული რეაქცია- ყველაზე გავრცელებული ფაქტორებია, რომლებიც გავლენას ახდენს წამწამების სიგრძესა და სიხშირეზე, თუმცა ამ პრობლემების არსებობის მიუხედავად, ასაკის მატებასთან ერთად, მათი რაოდენობა და სიგრძე ნელ-ნელა კლებულობს. ქალების 60% და მამაკაცების 50 % აღნიშნავს, რომ 50 წელს ზემოთ მათი წამწამების სიხშირე საგრძნობლად შემცირდა.



მატულობს ლიბიდო



image



მენოპაუზის მოახლოებასთან ერთად ქალის ორგანიზმის ჰორმონალური ფონი არასტაბილური ხდება. მეცნიერები თვლიან, რომ ბუნება ამგვარად ცდილობს შვილოსნობის და მშობიარობის ხანგრძლივობა გაზარდოს: რეპროდუქტიული ფუნქცია იკლებს, ხოლო ლიბიდო, პირიქით-მატულობს. ფსიქოლოგების აზრით, 40 წელი - ესაა სექსუალურად ყველაზე გაწონასწორებული პერიოდი, რომელიც სულიერი სიმშვიდის წყალობით მიიღწევა: შვილები უკვე ზრდასრულები და დამოუკიდებლები არიან, კარიერა სტაბილურია და რაც მთავარია, ნაკლებია შანსი არასასურველი ფეხმძიმობისა.



იზრდება ფეხის ზომა



image



ორთოპედები ამტკიცებენ, რომ ასაკის მატებასთან ერთად ფეხის ტერფი უფრო ბრტყელი ხდება, ესე იგი, ის იზრდება სიგანეში და სიგრძეშიც. ეს ხდება იმის გამო, რომ მყესები და შემაერთებელი ქსოვილი დროთა განმავლობაში განილევა. შესაბამისად, ადამიანი იძულებულია 1-2 ზომით დიდი ფეხსაცმელი ატაროს, ვიდრე 10-15 წლის უკან.



ქრება ჭორფლი



image



ჭორფლი ყველაზე ხშირად აქვთ თეთრი კანის და წითურთმიან ადამიანებს. როგორც წესი, ჭორფლი ჩნდება ბავშვობაში ან ყმაწვილობის ასაკში. სპეციალისტების აზრით, ადამიანის ასაკის მატებასთან ერთად ჭორფლის რაოდენობა ნელ-ნელა იკლებს, ზოგ შემთხვევაში კი ის საერთოდ ქრება.



იცვლება თითების ანაბეჭდები


image



უამრავი წლის მანძილზე კრიმინალისტები თვლიდნენ, რომ ადამიანის თითების ანაბეჭდი უნიკალურია და ის ყოველ ინდივიდს სიცოცხლის ბოლომდე ერთნაირი აქვს, თუმცა 2015 წელს მეცნიერებმა ჩაატაარეს გლობალური ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 20 ათასზე მეტმა ადამიანმა. კრიმინალისტების გასაოცრად გამოირკვა, რომ თითის ანაბეჭდს ცვლის არამარტო ტრავმა (ნაიარევი), არამედ მისი მეტამორფოზა ხდება ასაკის მატებასთან ერთად.



იცვლება ფერების აღქმა


image



ასაკში შესვლასთან ერთად ადამიანს უქვეითდება ფერების აღქმის უნარი. ამ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები, რომლებმაც გამოიკვლიეს 52-102 წლის 9 000-მდე ადამიანი. გამოირკვა, რომ ასაკობრივი ცვლილებები ქმნის თვალში ყვითელი ფილტრის ეფექტს. ეს კი ხელს გვიშლის ფერების ერთმანეთისაგან გარჩევაში: ლურჯის და იასამნისფერის, ყვითლის და ნარინჯისფერის, მწვანის და შაბიამნისფერის.



იცვლება საკვების გემო



image



ასაკის მატებასთან ერთად ენის გემოვნებითი რეცეპტორების განახლების პროცესი ქვეითდება. ექსპერტების დასკვნით, ეს გავლენას ახდენს საკვების გემოს აღქმაზე. ამიტომ ხშირია შემთხვევა, როცა რომელიმე პროდუქტი ადამიანს ახალგაზრდობაში უგემური ეჩვენება, ასაკში კი - გემრიელი. კულინარიული ვნებების ცვლილება მამაკაცებში 60 წლიდან იწყება, ქალებში კი-50 წლის ასაკიდან. გამოკვლევების მიხედვით, ხანდაზმულების ყველაზე გემრიელი საჭმელია თხის ყველი, ლობიო და კიტრის მწნილი.


მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებისა, ადამიანების დიდი ნაწილი ასაკში შესვლისას თავს უფრო ბედნიერად გრძნობს, ვიდრე ახალგაზრდობაში. სან დიეგოს უნივერსიტეტის კვლევების შედეგების მიხედვით, რომელშიც 10 000-მდე ქალი და მამაკაცი იღებდა მონაწილეობას, აღმოჩნდა, რომ წლების მატებასთან ერთად, მიუხედავად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებისა, ადამიანები ცხოვრებას ბევრად უფრო პოზიტიურად უყურებენ, ვიდრე ახალგაზრდობისას.

ასე რომ, არ შეუშინდეთ ასაკს- ჩათვალეთ, რომ ის მხოლოდ არაფრისმთქმელი ციფრებია პასპორტში. იყავით მომხიბვლელები, ბედნიერნი; ხალისით და იმედიანად უყურეთ მომავალს და დატკბით დღევანდელი დღით.


1
454
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
454
  
11 აგვისტო, 23:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1