x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ტერორისტულმა ორგანიზაციამ თემირლან მაჩალიკაშვილის სახელობის წყარო გახსნა
image


ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი სოციალურ ქსელში ტერორისტებისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახის კავშირის შესახებ წერს. ზაქარეიშვილი ასევე ავრცელებს დოკუმენტებს, რომელიც ამ კავშირს ადასტურებს. წყაროსთან გაკრულია სპეციალური აბრა, რომელზეც მინიშნებულია ფონდის სახელწოდება, რომლებიც ტერორისტებს უკავშირდება.


“კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი (vaakh terloev) და მისი ოჯახის წევრები მყარად არიან დაკავშირებული ტერორისტებთან და ტერორისტულ ორგანიზაციებთან!.. მალხაზ მაჩალიკაშვილო (vaakh terloev) – შე ნაცტერორისტო, ეხლა რაღას იტყვი?!

* * *



ბანგლადეშში თემირლან მაჩალიკაშვილის სახელობის წყარო გაიხსნა. დამკვეთი: “საქველმოქმედო ორგანიზაცია – ფონდი – Ассоциация помощи и просвещения «Живое Сердце» (იგივე мусульманские организации «Мухаджирун») – ფონდს ხელმძღვანელობს აბუ უმარ სასიტლინელი, იგივე – ისრაილ საიდახმედის-ძე ახმედნაბიევი. (Абу Умар Саситлинский, Исраи́л Сайидахме́дович Ахмеднаби́ев) – რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერ გამოცხადებულია ტერორისტად და საერთაშაშორისო ძებნაშია ტერორიზმის ბრალდებით. ისლამის მქადაგებელი აბუ უმარი დაიბადა 1980 წელს დაღესტნანში. 2001 წლიდან სირიის დედაქალაქ დამასკოში “ფათ-ხუ-ისლამის” უნივერსიტეტში სწავლობდა შარიათის ფაკულტეტზე. ამჟამად ცხოვრობს ნიგერიაში და იქედან ხელმძღვანელობს “საქველმოქმედო ფონდის” საქმიანობას, რომელშიც აკუმულირდება ტერორისტული საქმიანობისთვის შეგროვილი თანნხები და გადაეცემა “ისლამურ სახელმწიფოს” თუ სხვა ტერორისტულ ორგამნიზაციებს. აბუ უმარი ცნობილია როგორც უძლიერესი გადამბირებელი და ამ გზით იმიერ და ამიერკავკასიის რეგიონის მცხოვრებთაგან “ისლამური სახელმწიფოს” რიგების შემავსებელი.
დასკვნები თქვენთვის მომინდია…” – წერს ზაქარეიშვილი

შეგახსენებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სახელობის წყარო ბანგლადეშში ტერორისტულმა ორგანიზაციამ და ფონდმა გახსნა, თავად მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალური ქსელით მადლობას უხდიდა ტერორისტებს და ტერორისტულ ფონდს თემირლან მაჩალიკაშვილის სახელობის წყაროს გახსნისათვის.

0
239
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
239
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0