x
მეტი
  • 19.08.2019
  • სტატია:93655
  • ვიდეო:342155
  • სურათი:455882
ირანი პოლიტიკის,აკრძალვების და სანქციების გარეშე (ფოტოები)

image

ირანის ტერიტორია ალიასკას შტატზე მცირედით პატარაა, მისი მოსახლეობა 82, 5 მლნ. ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ ირანში ბევრი საინტერესო ადგილია როგორც მუსლიმებისთვის, ისე სიძველეების მოყვარულთათვის, ირანს მაინც ვერ ვუწოდებთ ტურისტებისთვის პოპულარულ ქვეყანას, რასაც თავისი მიზეზები აქვს.

ამ სტატიაში ირანს სხვა კუთხით გაჩვენებთ, პოლიტიკის, აკრძალვების და სანქციების გარეშე.


1.ისფაჰანის ბაზარი, სიდიდით მესამე ქვეყანაში

image

2.შაჰ-ჩერაჰის მავზოლეუმი შირაზში, აგებულია მე-14 საუკუნეში

image

3.შეიხ სეფ ად დინის მავზოლეუმი, რომელიც მისმა ვაჟმა ააშენა მე-14 საუკუნეში. მავზოლეუმი შუასაუკუნეების ისლამური არქიტექტურის იშვიათ ნიმუშადაა მიჩნეული.

image

4.მამაკაცი ხელის საფეიქრო დაზგასთან, ქალაქი იეზდი, რომელიც ირანის ერთერთი უძველესი ქალაქია და ჩვენს წ. აღ-მდე მესამე ათასწლეულით თარიღდება.

image

5.ნასირ ოლ მოლქის მეჩეთის უნიკალური ინტერიერი. მეჩეთი მე-19 საუკუნეში აშენდა შირაზში და ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობდა ითვლება.image

6.ირანის სამხრეთის ხედი

image

7.ჩაის სახლი ქალაქ ქერმანში

image

8.ქალაქი ისპაჰანი, მეჩეთი, რომლის მშენებლობა 771 წელს დაიწყო, თუმცა საბოლოო სახე მეჩეთმა მე-20 საუკუნეში მიიღო.

image

9.ისფაჰანის დიდი ბაზარი

image

10.ქალები იმამის მეჩეთში, პარასკევის ლოცვებზე. მე-17 საუკუნეში აგებული ეს მეჩეთი იმითაა უნიკალური, რომ უმცირესი ჩურჩულიც კი შეგიძლიათ ყველაზე დაშორებულ კუთხეში გაიგოთ, რადგან ნებისმიერი ბგერა 12-ჯერ მეორდება.

image

11.ქურთების სოფელი პალანგანი. აქ სახლი წინა სახლის სახურავზეა აგებული, ან ისეა მოწყობილი, რომ წინა სახლის სახურავს ეზოდ იყენებენ.

image

12.შაჰ-ჩერაჰის მავზოლეუმი, შირაზი

image

13.ქალაქ პერსეპოლის სასახლის ნანგრევები, რომელიც ჩვ.წ. ა-მდე VI-V სს დაარსდა

image

14.ქალები რამადანის დასრულების შემდეგ ლოცულობენ, თეირანი

image

15.თუთიყუშები მორიგ კლიენტს ელიან, რომ ჰაფიზის მიხედვით უმკითხაონ. ჰაფიზ შირაზი მე-14 საუკუნის პოეტი იყო, რომელიც დღესაც ძალიან უყვართ ირანში. მის მავზოლეუმთან ასეთი მკითხავები მრავლად არიან. მკითხაობის არსი ისაა, რომ თუთიყუშმა კონვერტი ამოირჩიოს, რომელშიც ციტატაა ჰაფიზის შემოქმედებიდან.

image

16.თეირანი, გოლესტანის სასახლე, რომელიც მე-16 საუკუნეში აიგო. მას მარმარილოს სასახლესაც უწოდებენ, პირდაპირ თარგმანში კი გოლესტანი ვარდების სასახლეს ნიშნავს.image

17.სულთან ამირ აჰმადის აბანოების ტრადიციული სახურავი, ქალაქი ქაშანი, მე-16 საუკუნე.

image

18.სამთო სათხილამურო კურორტი დიზინი

image

19.მე-17 საუკუნეში აგებული ხიდი მდინარე ზაიანდეზე, რომელიც ირანის ყველაზე წყალუხვ მდინარედ ითვლება.

image

20.სომხების გუნდი, ისფაჰანის გარეუბანი ჯულფა

image

21.მაცხოვრის ეკლესია, ასევე ცნობილი, როგორც ვანქი. სომხურად ვანქი მონასტერს, სავანეს ნიშნავს. ისფაჰანი.

image

22.ოჯახი ამირ ჩაჰმაგის კომპლექსთან, რომელიც მეჩეთის ფასადს წარმოადგენს და მრავალრიცხოვანი თაღებითაა გაფორმებულიimage

23.სფინქსის რელიეფი პერსეპოლის შემორჩენილ კედელზე

image

24.თეირანის სიმბოლო-თავისუფლების კოშკი, რომელიც 1971 წელს აშენდაimage

25.ხედი უძველეს ქალაქ ბამზე

image

26.საჩილიმე, ისფაჰანი

image

27.კიბე ქალაქ პერსეპოლში

image

0
180
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0