x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
"მის ინგლისი 2019" -ის კონკურსანტმა ჟიური თავისი "საცურაო კოსტიუმით" გააოცა

image


მართალია, საკუთარმა არჩევანმა გოგონას ქულები არ დააკლო, უფრო მეტიც, სწორედ ამ შესარჩევი ეტაპის შედეგად 21 წლის აიშა ჰანი 20 ფინალისტთა შორის აღმოჩნდა. მუსლიმი გოგონა "მის ინგლისის" სილამაზის კონკურსში მონაწილე 49 კონკურსანტ შორის ერთადერთი იყო, ვინც დეფილეზე საცურაო კოსტიუმში გასვლაზე უარი განაცხადა და შესარჩევ ტურში, მის ნაცვლად არჩევანი ჰიდროკოსტიუმზე შეაჩერა.


image


"ამაყი ვარ, რომ საკუთარი თავის ერთგული მთელი კონკურსის განმავლობაში დავრჩი და ისეთი არაფერი გავაკეთე რაც ჩემს მორალურ პრინციპებს შეეწინააღმდეგებოდა, - აღნიშნა ჰანმა "The Sun" -ისთვის მიცემულ ინტერვიუში.


image


მან განმარტა, რომ გაშიშვლებაზე უარი სწორედ რელიგიური რწმენის გამო თქვა. ჰანის თქმით, მის არჩევანს მხარი არა მხოლოდ კონკურსნატებმა, არამედ სოციალურ ქსელში მრავალათასიანმა გამომწერებმაც დაუჭირეს. გოგონა თვლის, რომ საცურაო კოსტიუმის ჩაცმაზე მისმა უარმა მას არათუ ქულა დააკლო, არამედ პირიქით, ჟიურის წინაშე სხვა კონკურსანტებისგანაც გამოარჩია. ჰანი ოცეულში მოხვდა, თუმცა კონკურსის გამარჯვებული სამწუხაროდ ვერ გახდა. წლევანდელი, "მის ინგლისი 2019" - ის საპატიო გვირგვინი 23 წლის ინდოელმა ბხაშა მუკჰერჯიმ მოირგო.


image













0
391
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
391