x
image
ნათია ჩხობაძე
როგორ იტაცებენ  ბავშვებს სათამაშო მოედნებიდან და როგორ დავიცვათ ისინი?
მკვლევარების ჯგუფმა "ლიზა ალერტ" 2019 წლის ზაფხულში ჩაატარა სოციალური ექსპერიმენტი: სადაც უცნობები ცდილობდნენ ბავშვების წაყვანას, მათი ასაკი 3 დან 12 წლამდე იყო. მშობლები ამ ყველაფერს ეკრანზე უყურებდნენ და ისინი თავიანთ შვილებში დარწმუნებულები იყვნენ, რომ არ გაყვებონენ უცნობებს.
შედეგმა აჩვენა, რომ 17 დან 15 ენდო უცნობ ადამიანებს და მხოლოდ ორი 6 წლის ბავშვი არ გაჰყვა უცნობს.

დიდ ბრიტანეთში 0, 5 მლნ ბავშვი იკარგება ყოველწლიურად, ეს იმაზე მეტია ვიდრე ისლანდიის მოსახლეობაა.

რატომ ხდება ასე? და როგორ მიყავთ ბავშვები სათამაშო მოედნებიდან? რა უნდა ვასწავლოთ მათ?

image

ბავშვების უმეტესობა ხალხმრავალი ადგილებიდან ქრება, ისე რომ ეჭვი გარშემომყოფებს არაფერში შეაქვთ.


როგორ მოქმდებენ დამნაშავეები?


  • «მოდი, მე შენ გიყიდი ბამბის ნაყინს, ხომ გიყვარს?»
  • «წავიდეთ, მტრედებს ვაჭამოთ?»
  • «გაინტერესებს ციყვების თამაში?. მოდი ჩუმათ ვუთვალთვალოთ?»
  • «მამაშენმა შენთან გამომგზავნა დღეს მე წაგიყვან, წავიდეთ?»
  • დანაშავეები ძირთადად ამ სქემით მუშაობენ. ასევე ადვილად მოქმედებს ბავშვებზე "დახმარების თხოვნა: მოდი კნუტების ამოყვანაში დამეხმარე".
ხშირად გამტაცებლები თავს მეხანძრედ, პოლიციელად ან ექიმად ასაღებენ. მათდამი ნდობა ხომ ასე დიდია?

გამტაცებლების მოტივაცია სხვადასხვაა, თუმცა ამ ყველაფერს კარგი არ მოსდევს. image

მაინც რა არის მიზეზი იმისა, რომ ბავშვები უცნობებს მიყვებიან?

ხშირად გამტაცებლის როლს თამაშობს მოზადრი ან ქალი, მათ ბავშვები მეტად ენდობიან. მეორე მხრივ გამტაცებლები/ ბოროტი ადამიანები-ბავშვებს წარმოუდგენიათ მაღალი მამაკაცი, შავებძი ჩაცმული, მკაცრი სახით, ხელჯოხით და ა.შ.

აუცილებელია ბავშვებს აუხსნათ, რომ უცნობებს არავითარ შემთხვევაში არ გაყვნენ, ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ უდი ადამიანი შეიძლება იყოს :ბებია თავსაფრით, ან გოგონა ბაფთით და სულაც არაა აუცილებელი მათ მკარი სახე ქონდეთ. ბავშვებმა ასევე უნდა იცოდნენ, რომ უცნობებისგან არ უნდა აიღონ არც ტკბილეული არც სათამაშო, არ უნდა გაყვნენ მათ მშობლის ნებართვის გარეშე, არ უნდა მისცენ შეხების უფლება და ყველა ამ ჩამოთვლილ შემთხვევაში ხმამაღლა დაუძახონ "დედას" ან "მამას".
ეხლა კი იხილეთ სოციალური ექსპერიმენტი, სადაც ბავშვებს უცნობები გაყოლას თხოვენ.


N1

N2

0
128
3-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0