x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კენედების საგვარეულო წყევლა გრძელდება-გარდაიცვალა 22 წლის სირშა კენედი
image

ამერიკელი პოლიტიკოსის, რობერტ კენედის შვილიშვილი და აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის ჯონ კენედის ნათესავი, 22 წლის სირშა კენედი-ჰილი(Saoirse Kennedy Hill) ნარკოტიკის ზედოზირებისგან გარდაიცვალა.

image

როგორც The New York Times-ი იუწყება, გოგონა მასაჩუსეტსის შტატში, საგვარეულო მამულში იპოვეს გარდაცვლილი, სადაც სირშას ბებიამ, რობერტ კენედის ქვრივმა, ეტელ კენედიმ სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა.


image

"ჩვენი გული დამწუხრებულია საყვარელი სირშას დაკარგვის შემდეგ"-ნათქვამია ნათესავების განცხადებაში, როგორც ცნობილი გახდა, ბოლო ხანებში გოგონა დეპრესიით იტანჯებოდა.დაწყებულია გამოძიება.

image

სირშა კენედის გარდაცვალების შემდეგ აშშ-ში ისევ ალაპარაკდნენ "კენედების საგვარეულო წყევლაზე".



ამბობენ, რომ კენედების საგვარეულო წყევლა მე-19 საუკუნიდან მოდის: ტეხასში პატრიკ კენედის ბანდა სერ მაკნორმანის დილიჟანსს დაესხა თავს. ლედი მაკნორმანს თავისი ქალიშვილი ქორწილში მიჰყავდა. ნადავლი ძვირფასი იყო - დილიჟანსი მდიდარი საპატარძლოს მზითევით იყო დატვირთული, მაგრამ ბანდიტები ნაქურდალს არ დასჯერდნენ. ჯერ მეეტლე და მთელი ამალა ამოჟლიტეს, შემდეგ ქალებიც მოკლეს. თუმცა, სიკვდილის წინ ლედი მაკნორმანმა და მისმა ქალიშვილმა მკვლელები დაწყევლეს... რვა წლის შემდეგ პატრიკ კენედი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შემდეგ კენედების საგვარეულოს ყველა მამაკაცი სიცოცხლეს ტრაგიკულად ასრულებდა, თუმცა არც ქალები დაინდო


1-ჯოზეფ კენედი უფროსის ოთხი შვილი ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში გარდაიცვალა.



2-ჯონის და რობერტის უფროსი ძმა პატრიკ კენედი 1944 წელს, რომელიც სამხედრო მფრინავი იყო, მეორე მსოფლიო ომის დროს ავიაკატასტროფაში დაიღუპა.


3-აშშ-ს პრეზიდენტი ჯონ კენედი 1963 წელს მოკლეს 35 წლის ასაკში. თავად პრეზიდენტ ჯონის პირველი შვილი დაბადებისთანავე, სამშობიაროში გარდაიცვალა.



4-1968 წელს სასტუმრო „ამბასადორის“ ბუფეტში ჩაცხრილეს პრეზიდენტის უმცროსი ძმა რობერტ კენედი.



5-რობერტ კენედის შვილი დევიდი 1984 წელს კოკაინის ზედოზირებით გარდაიცვალა.



6-რობერტის კიდევ ერთი შვილი, მაიკლ ლემუან კენედი 1997 წელს თხილამურებით სრიალის დროს დაიღუპა.




7-1999 წელს ჯონ კენედის შვილი ჯონ კენედი-უმცროსი ცოლთან და დასთან ერთად ავიაკატასტროფის დროს გარდაიცვალა.


image

არსებობს თუ არა საგვარეულო წყევლა?

image

0
1031
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1031
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0