x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
პაატა სალია: თანამშრომლების ნაწილის სხვა არხზე გადასვლა არასწორად მიმაჩნია
image


გუშინ შევიტყვე განცხადებებიდან, რომ თანამშრომელთა ნაწილი სხვა არხზე გადადს, ვთვლი, რომ არ არის სწორი მოქმედება ჩვენი შეთანხმებიდან გამომდინარე - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა. სალიას თქმით, მას ოფიციალური გადაწყვეტილება ტელეკომპანიაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით არ მიუღია.


სალია ასევე ადასტურებს, რომ ტელეკომპანია რუსთავი2-ის ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა არხი დატოვა და მისი განცხადება უკვე არსებობს.


„ჩვენ პირველივე დღიდან განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებდით არავის გათავისუფლებას. მათი არჩევანია და მე ვერავის იძულებით ვერ დავაკავებ ამ არხზე. ყველა იღებს თავის გადაწყვეტილებას. ამ ეტაპზე მე ოფიციალური განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე, გარდა ერთი იურისტისა, არ მიმიღია.



„ჩემთვის მნიშვნელოვანია, არხი იყოს კრიტიკული, უბრალოდ ჩემი სურვილია, ეს კრიტიკა იყოს მაქსიმალურად დასაბუთებული და არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ სიტყვები. საუბარი მაქვს პროფესიონალურ კრიტიკაზე. მე ვთვლი, რომ ჩვენი არხი უნდა იყოს გამორჩეული მაღალი პროფესიონალიზმით. ვგულისხმობ იმას, რომ მაქსიმალური კრიტიკა, მაგრამ მაქსიმალური ობიექტურობის და მაქსიმალური სიმართლის ფარგლებში, ანუ ეს კრიტიკა არ უნდა დაემსგავსოს რაღაც ტყუილების გავრცელებას, „ფეიკ ნიუსი“ არ უნდა იყოს „რუსთავი 2“- ზე“, – განაცხადა პაატა სალიამ.

0
445
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
445
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0