x
ჯენიფერ ლოპესის რჩევები, როგორ გამოვიყურებოდეთ ახალგაზრდულად
image


თუ ჯენიფერ ლოპესის 50 წლის საიუბილეო დღეს გადაღებულ სურათებს დააკვირდებით, აღფრთოვანებას ვერ დამალავთ მისი ფიზიკური ფორმების გამო, ასევე კანის გამო, როგორც სახეზე, ასევე ტანზე. რა უნდა გააკეთოთ, რომ 50 წლის ასაკში დარჩეთ განუმეორებელ ფორმაში? პასუხობს თავად მომღერალი.


1. არ ჭამოთ გადამუშავებული საკვები


აუცილებელია რაციონიდან ამოვიღოთ ისეთი საკვები, რომელიც ღრმა გადამუშავება გაიარა. ეს კი ნიშნავს, რომ არანაირი კონსერვი, გაყინული ნაგეთსები და ფასთფუდები რაციონში. ჯენიფერი, მაგალითად, უპირატესობას ანიჭებს ახალ ორგანულ პროდუქტებს: ვარსკვლავის სადილი ძირითადად ლოსოსისგან და ბროკოლის სალათიგან შედგება, ასევე წიწაკა, ყაბაყი და ნატურალური წვენები. ხოლო ვახშამი- ღორის ან ქათმის ხორცი კინოასთან ერთად ან ბატატის ორცხობილაა.



2. უარის თქმა არაჯანსაღ წახემსებაზე


ლოპესი რეგულარულად გასტროლებშია, ასევე დიდ დროს ატარებს გადასაღებ მოედანზე, ამიტომ მისთვის კარგად ნაცნობია "გადარბენაზე ჭამა". რადგან ეს იცის, მას მუდამ თან დაააქვს ახალი ხილი და ბოსტნეული, რომ რამე "გავსინჯო რამე გემრიელობა" სურვილი არ გაუჩნდეს.


3. რაციონში აქცენტის ცილებზე გაკეთება


ცილოვანი საჭმელი ორგანიზმს ძალას აძლევს: თქვენ აღარ გრძნობთ თავს მშიერად და დაღლილად, ჩნდება სურვილი წინსვლის. ზუსტად ამიტომ, ჯეი ლო თავის დილას იწყებს პროტეინების კოქტეილით, რომელიც შედგება კენკრისგან, იოგურტისგან და თაფლისგან.


4. ზოგჯერ თავს უფლებას აძლევს ჭამოს რამე "აკრძალული"


ლოპესის საყვარელი სასუსნავი არის ორცხობილა შოკოლადის ნატეხებით და ნაყინი. ცნობილი ვარსკვლავი ცდილობს ასეთ საკვებს არ მიეჩვიოს, მაგრამ დრო და დრო თავს ახარებს. საჭიროა არ დავივიწყოთ, რომ ზოგჯერ ჩიტმილიც აუცილებელია.


5. გამოვრიცხოთ ცხოვრებიდან ალკოჰოლი, მოწევა და კოფეინი


ჯენიფერმა არაერთხელ აღიარა, რომ საზიანო ჩვევებზე უარის თქმამ მისი ორგანიზმი მნიშვნელოვნად ჯანმრთელი გახადა, ამტანი და ენერგიული.



ჩვენ კი ისღა დაგვრეჩენია, ჩავინიშნოთ!!






ასევე ნახეთ

ეს პროდუქტები არ უნდა ჭამოთ 40 წლის მერე


ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიში ფაფები


5 პროდუქტი, რომელიც კბილებს გაგითეთრებთ


ცელულიტის მოსაშორებელი 5 მეთოდი ადგილიდან გაუნძრევლად


მაგნიტებს ნუ მიაკრავთ მაცივარზე!!! გაიგეთ რას ამბობენ ექსპერტები

0
212
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
212
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0