x
image
მაია 24
თუ ლოცულობ და ეშმაკი გეწვია, ეშმაკიც აიძულე, ილოცოს - გურჯიევის რჩევები ქალიშვილს
image


ალბათ, ყველას გსმენიათ ცნობილი მისტიკოსის, ეზოთერიკოსის, ოკულტისტისა და სულიერი მასწავლებლის - გიორგი გურჯიევის შესახებ. იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა და თავის მოწაფეებთან ერთად მოღვაწეობდა საქართველოში. ამ პერიოდში შექმნა "ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი" (მეოთხე გზა). შემდეგ შემოიარა მთელი დასავლეთ ევროპა, კითხულობდა ლექციებს ბერლინსა და ლონდონში. ის მიიჩნევდა, რომ ადამიანები იმყოფებიან ერთგვარი "ფხიზელი ძილის"ფაზაში, რომ ვერ აღიქვამენ რეალობას და ვერ მართავენ საკუთარ ცხოვრებას, ისევე, როგორც ვერ ვმართავთ საკუთარ სიზმრებს. ამბობდა, რომ უძველეს რელიგიებში არის დაფარული უდიდესი ცოდნა, რომელიც ადამიანებმა დროთა განმავლობაში დაამახინჯეს, თავად კი ამ ცოდნას თავი მოუყარა და შემოგვთავაზა ალტერნატიული გზა ჭეშმარიტებისაკენ.


მის ცხოვრებაში ბევრი რამ ბურუსით არის მოცული, უცნობია მისი ზუსტი წარმომავლობა და ბიოგრაფია. ერთ-ერთი ვერსიით, ვოლანდის პროტოტიპიც კი გახლავთ ცნობილი რომანიდან "ოსტატი და მარგარიტა".


გთავაზობთ გიორგი გურჯიევის წერილს ქალიშვილისადმი:




image



მთელი ყურადღება საკუთარი თავისკენ მიმართე.


გააცნობიერე შენი ნებისმიერი ფიქრი, გრძნობა, სურვილი და ქმედება.


რასაც დაიწყებ, ყოველთვის დაამთავრე.


რასაც აკეთებ, გააკეთე საუკეთესოდ.


არავითარ შემთხვევაში არ გახდე დამოკიდებული იმაზე, ვისაც შენი განადგურება შეუძლია.


სულგრძელობა მოწმეების გარეშე გამოიჩინე.


ყოველ ადამიანს ისე მოექეცი, როგორც უახლოეს ნათესავს.


შენი დასვრილი, შენვე მოწმინდე.


ისწავლე მიღება და ნებისმიერი საჩუქრისთვის იყავი მადლიერი.


უარი თქვი ყველა თავდაცვით მექანიზმზე.


არ მოიტყუო, არ მოიპარო და თუ მაინც ამას გააკეთებ, იცოდე, რომ საკუთარ თავს ატყუებ, საკუთარ თავს პარავ.


ისე დაეხმარე ახლობლებს, რომ შენზე დამოკიდებულები არ გახდნენ.


ნუ დაიკავებ ძალიან დიდ სივრცეს.


ნუ იხმაურებ და ზედმეტ ჟესტიკულაციასაც მოერიდე.


თუკი ჯერ კიდევ არა გაქვს რწმენა, გააკეთე ამის იმიტაცია.


image


იოლად ნუ მოიხიბლები ძლიერი პიროვნებებით.


ნუ დაეპატრონები ნურაფერს და ნურავის.


გაანაწილე თანაბრად.


არ ცდუნდე.


ზუსტად იმდენი იძინე და ჭამე, რამდენიც გჭირდება.


არ ილაპარაკო პირად პრობლემებზე.


არ განსაჯო და არ გაარჩიო, სანამ ფაქტების უმრავლესობა არ გეცოდინება.


ნუ შექმნი უსარგებლო მეგობრულ კავშირებს.


არ აჰყვე საერთო ტენდენციას.


არ გაყიდო საკუთარი თავი.


პატივი ეცი ნებისმიერ შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოაწერე.


იყავი პუნქტუალური.


ნუ შეგშურდება სხვისი ქონება და მიღწევები.


თქვი მხოლოდ ის, რაც საჭიროა.


არასოდეს იფიქრო იმ სარგებელზე, რომელიც შენმა ქმედებებმა შეიძლება მოგიტანოს.


არ დაიქადნო.


შეასრულე დანაპირები.


როდესაც კამათობ, თავი მოწინააღმდეგის ადგილას წარმოიდგინე.


აღიარე, როცა ვინმე გაჯობებს.


დაამარცხე შიშები.


დაეხმარე სხვებს, რომ დაეხმარონ საკუთარ თავს.


დაამარცხე ზიზღი და სიძულვილი და ეცადე იმათ დაუახლოვდე, ვისზეც უარის თქმა გსურს.


აქციე სიამაყე კეთილშობილებად, სიბრაზე - შემოქმედებად, სიხარბე - სილამაზის პატივისცემად.


გარდაქმენი შური აღტაცებად, სიძულვილი - თანაგრძნობად.


ნურც აქებ და ნურც აძაგებ საკუთარ თავს.


ისე მოუფრთხილდი იმას, რაც არ გეკუთვნის, თითქოს შენი იყოს.


არ შეიცოდო საკუთარი თავი.


image


განივითარე წარმოსახვა.


არ გასცე ბრძანება, დამორჩილების სიამოვნებისთვის.


ყველას გადაუხადე იმ სამსახურისთვის, რასაც გიწევენ.


ნუ მოახდენ შენი იდეებისა და შრომის პროპაგანდას.


არ ეცადო, სხვებში გააღვიძო შენ მიმართ ისეთი გრძნობები, როგორიცაა: სიბრალული, თანაგრძნობა, აღტაცება, თანამზრახველობა.


ნუ ეცდები წარმოჩინდე შენი გარეგნობით.


არ შეეწინააღმდეგო, უბრალოდ გაჩუმდი.


არ აიღო სესხად, თუ რაიმეს ყიდულობ, მაშინვე გადაიხადე.


თუკი საჯაროდ შეურაცხყოფ, საჯაროდვე მოიბოდიშე.


თუკი აღმოაჩენ, რომ არასწორად თქვი რამე, სიამაყის გამო იმავეს ნუ გაიმეორებ.


ნუ დადგები შენი ძველი იდეების სადარაჯოზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ოდესღაც საქვეყნოდ გაქვთ გაცხადებული მათ შესახებ.


არ შეინახო უსარგებლო ნივთები.


ნუ გაიფორმებ თავს სხვისი იდეებით.


ნუ გადაიღებ ფოტოებს ცნობილ ადამიანებთან.


იყავი საკუთარი თავის მსაჯული.


ნურასოდეს განსაზღვრავ საკუთარ თავს იმის მიხედვით, თუ რას ფლობ.


დარწმუნებული იყავი, რომ ყველაფერი შენია.


თუკი ლოცულობ და ეშმაკი გეწვია, ეშმაკიც აიძულე, რომ ილოცოს.



ასევე დაგაინტერესებთ:



"ნუ შეაფასებ ადამიანს სხვათა ლაპარაკის მიხედვით" - გიორგი გურჯიევის 10 მცნება


5 დიდი ებრაელი იმის შესახებ, თუ რატომ არიან ადამიანები ცუდად


"როცა ღმერთებს ჩვენი დასჯა სურთ, ლოცვებზე გვპასუხობენ" - ციტატების მეფის, ოსკარ უაილდის საუკეთესო ფრაზები

1
4706
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
4706
  
2019, 3 აგვისტო, 0:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1