x
image
alex999
Mediator image
რეინკარნაციის რეალური ისტორია - ტიტუ

რეინკარნაცია - რელიგიური ან ფილოსოფიური კონცეფცია ადამიანის ფიზიკური გარდაცვალების შემდეგ დედამიწაზე დაბადების გზით მისი სულის ხელახლა მოვლინების შესახებ. რეინკარნაციის კონცეფცია გულისხმობს, რომ სულს დაბადებისთანავე ავიწყდება წინა ცხოვრებების შესახებ. ის, ასევე, გულისხმობს სულისთვის საშუალების მიცემას შემდგომ ცხოვრებაში მიიღოს ახალი გამოცდილება და შეასრულოს კარმა, რაც საბოლოო ჯამში სულიერი ევოლუციისთვის არის საჭირო. რეინკარნაციის დოქტრინა ცენტრალურ ადგილს იკავებს ინდური რელიგიების უმეტესობაში. ის, აგრეთვე, მიღებულია თანამედროვე რელიგიურ მიმდინარეობებში (სპირიტიზმი, თეოსოფია, „ნიუ ეიჯი“), სხვადასხვა აფრიკულ ტრადიციებში და ისეთი ეზოთერიულ მიმდინარეობებში, როგორიცაა კაბალა, გნოსტიციზმი და ეზოთერიული ქრისტიანობა. იდეა, დედამიწაზე დაბადების გზით სულების ხელახალი მოვლინები შესახებ, ასევე გამოთქმულია ზოგიერთი ანტიკური ფილოსოფოსის მიერ, მათ შორის სოკრატეს, პითაგორას და პლატონის მიერ. მეორეს მხრივ, აბრაამისეული რელიგიების უმეტესობას (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი) არ წამთ რეინკარნაციის კონცეფცია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ევროპისა და ჩრდილო ამერიკის ბევრ მცხოვრებს გაუჩნდა ინტერესი რეინკარნაციისადმი. რეინკარნაცია, ასევე ხშირად არის ნახსენები თანამედროვე ფილმებში, წიგნებსა და პოპულარულ სიმღერებში.



1990 წელს BBC - ის ტელევიზიაზე დოკუმენტური ფილმი გამოქვეყნდა. ფილმი გამოირჩეოდა იმით, რომ საქმე რეალურ რეინკარნიის ისტორიას ეხებოდა. ამ ფილმმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა ის ფაქტი, რომ სული დედამიწაზე კვლავ ბრუნდება.


ისტორია ასე იწყება: ინდოელი პატარა ბიჭუნა სახელად ტიტუ, ასაკის მატებასთან ერთად თავის წინა ცხოვრებიდან მნიშვნელოვან დეტალებს იხსენებს. მან პირველად გაიხსენა თავის ძველი სახლი, რომელიც აგრას რეგიონში მდებარეობდა. შემდეგ ოჯახის წევრებს თავის წარსულის შესახებ უამბო... მისი მტკიცებით, წინა ცხოვრებაში მას სურეშ ვერნა ერქვა, რომელიც რადიოგასამართ სადგურის ჯიხურში მუშაობდა და ჰყავდა ცოლი, სახელად უმა, რომლისგანაც ასევე 2 შვილი ჰყავდა. თავიდან მას ყურადღებას არავინ აქცევდა... როდესაც პატარა ბიჭუნამ გაიხსენა თავის სიკვდილის დეტალები, თუ როგორ ესროლეს მას და შემდეგ მდინარეში ისროლეს მისი გვამი, ამ დეტალებმა ოჯახის წევრები ძლიერ აღაშფოთა.


ამ ისტორიის შემდეგ, პატარა ტიტუს უფროსმა ძმამ გადაწყვიტა აგრას რეგიონში მოგზაურობა, რათა ამ ისტორიის რეალობა დაემტკიცებინა... ყველაფერი ზუსტად აქედან დაიწყო: უფროსმა ძმამ გამოიძია პატარა ტიტუს მონაყოლი და იპოვა ქალბატონი უმა, რომელიც თავის პატარა ძმის მტკიცებით, მისი ცოლი იყო... უფროსმა ძმამ ქალბატონი გამოკითხა და უამბო თავის უმცროსი ძმის, ტიტუს შესახებ... გაოცებულმა ქალბატონმა ბიჭუნას გაცნობა ისურვა, რის შედეგადაც პატარა ტიტუც აგრას რეგიონს ესტუმრა.


image




პატარა ტიტუმ ბავშვებიც და მისი წინა ცხოვრების ცოლიც მალევე იცნო, მან ასევე რადიოგასამართ სადგურის ჯიხურში ცვილელებებიც შენიშნა და წინა ცხოვრების მეუღლეს ამცნობა ბაღში დამალული ოქროს შესახებ. ყველა მოვლენა ერთამნეთს ზუსტად ემთხვეოდა... გამომძიებელი, ოჯახის წევრები და ტიტუს წინა ცხოვრების ცოლი - უმა, ამ ფაქტით შოკირებულიყვნენ. როდესაც ტიტუს თავის სიკვდილის შესახებ დეტალები ჰკითხა გამომძიებელმა, პასუხად ტიტუსგან უფრო შემზარავი პასუხი მიიღო... წინა ცხოვრებაში ბიჭუნას თავის არეში ტყვია ესროლეს, რომელიც თავის მეორე მხრიდან გამოვიდა, ამას ამტკიცებდა გვამის გაკვეთის პროცესში მონაწილე ექიმებიც. ამ დეტალების შემდეგ, პირდაპირ ეთერში ბიჭს თმები გადაუპარსეს... შედეგი კვლავ შოკისმომგვრელი იყო. პატარა ტიტუს ორივე მხარეზე ნაირევი ჰქონდა, რომელიც მშობლების ვარაუდით თანდაყოლილი ლაქა ეგონათ.


დროთა განმავლობაში ტიტუმ მკვლელობის სხვა დეტალებიც გაიხსენა. აგრას სასამართლომ საქმე თავიდა გახსნა და საბოლოოდ მკვლელმა დანაშაული აღიარა. ეს რეალური ისტორიაა, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენიდან 29 წელი გავიდა, დღემდე აქტიურად განიხილება რეინკარნაციის საკითხში. ტიტუს ისტორიის შემდეგ, რეინკარნაციასთან დაკავშირებით უამრავი ისტორია და ფილმი დაიწერა.



image










სტატიის ავტორი :ალექსი აბდიევი


















<<<<< იხილეთ ასევე >>>>>



5 დაუჯერებელი ვიზუალის ბავშვი, რომლებიც ნამდვილად არსებობენ!

image




მსოფლიოს ყველაზე პოპულარული 10 თვითმკვლელობის ადგილი

image




ტესტი - რამოდენიმე კითხვა ზოგად განათლებაზე...


image




ყველაზე ცუდი რიტუალი მსოფლიოში - ვისზე თხოვდებიან ეს გოგონები?

image




ყველაზე შოკისმომგვრელი აკრძალვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან

image




მსოფლიოს ყველაზე სახიფათო 7 ადგილი

image




გადარჩენილი კაცობრიობა: მინოსის აფეთქება!

image







1
1457
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1457
  
2019, 15 სექტემბერი, 18:22
ძალიან საინტერესო სტატიაა,მაგრამ ერთი დეტალი ვერ გავიგე-რას ნიშნავს რადიოგასამართი სადგური?
0 1 1