x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
ინდოელებმა საკუთარი, 3 მილიარდი დოლარის ღირებულების წყალქვეშა ნავი ჩაძირეს, რადგან დაავიწყდათ ლუქის დაკეტვა

image ინდოეთის სამხედრო-საზღვაო ძალების პირველი ატომური წყალქვეშა ნავი "არიხანტი" ისე ჩაიძირა, რომ არანაირ საბრძოლო მოქმედებაში არ მიუღია მონაწილეობა, წყალქვეშა ნავი ჩაიძირა ძალიან კურიოზულ სიტუაციაში, გემის ეკიპაჟს დაავიწყდა დაეხურა ლუქი და წყალქვეშა ნავში ჩასულმა წყალმა დააზიანა ნავის მთელი რიგი განყოფილებები.
წყალქვეშა ნავის ღირებულება 3 მილიარდი დოლარია. როგორც ინდოეთის მასიური ინფორმაციის საშუალებები წერდნენ: წყალქვეშა ნავი ჩაიძირა "ადამიანური შეცდომის" გამო ანუ მარტივი ენით, რომ ვთქვათ გემის ეკიპაჟს დაავიწყდა წყალქვეშა ნავის უკანა ნაწილში განთავსებული ლუქის დახურვა და ჩაკეტვა ჰერმეტულად.
"არიხანტი" წყალში ჩაუშვეს 2017 წლის თებერვალში, როგორც ზევით უკვე მოგახსენეთ ვიღაცას დაავიწყდა ლუქის დახურვა და წყალში ჩაშვებისთანავე ლუქიდან ნავში დიდი რაოდენობით წყალი ჩავიდა, წყალმა ნაკვთურიდან ნაკვთურში იწყო გადინება, როცა მომხდარი დააფიქსირეს უკვე გვიან იყო, წყალმა სამანქანო განყოფილება მთლიანად დაფარა წყლით.
უნებლიე შეცდომის გამო წყალქვეშა ნავის ბუქსირზე გამობმა გახდა საჭირო, ლუქი დახურეს და სპეციალური საშუალებებით წყალი ამოქაჩეს წყალქვეშა ნავიდან.
მიუხედავად ამისა წყლის მარილიანი წყლის მოქმედების გამო "არიხანტზე" უამრავი რამ იქნა გამოსაცვლელი, უპირველესად ელექტრო ბლოკები.
შეკეთების შემდეგ "არიხანტმა" თავისი პირველი საპატრულო ცურვა 2018-წელს, ნოემბრის თვეში შესძლო, წყალქვეშა ნავი აღჭურვილია ბირთვული ბალისტიკური რაკეტებით.



0
888
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
888