x
მეტი
  • 19.08.2019
  • სტატია:93655
  • ვიდეო:342155
  • სურათი:455882
სიცოცხლე - მარადიული ომი

სიცოცხლე - მარადიული ომი


დედამიწის 5 მილიარდწლიანი ისტორია მოიცავს მასზე სიცოცხლის 4-მილიარდწლიან ისტორიასაც. ამ დროის განმავლობაში 190 მილიარდამდე ცოცხალი არსების სახეობაა გადაშენებული. ისინი დიდ ევოლუციურ ბრძოლაში გაიცხრილნენ. იგივე მოუვიდა ადამიანთა ან ჰომინიდების უამრავ სახეობას. შემდეგ კი ბოლო 300 ათასი წლის განმავლობაში რაც ჰომო საპიენსი არსებობს, ადამიანთა 200 ათასამდე ტომს და ეთნოსს. ისინი დრომ და დედაბუნებამ დაამარცხა. ქართველები კი დღემდე ვაგრძელებთ ბრძოლას ურთულეს პირობებში. ომი - ეს მუდმივი თანმდევია სიცოცხლის, ომი, როგორც გრავიტაცია - სამყაროს ფუნდამენტური კანონია. ადოლფ ჰიტლერი ამბობდა: "სანამ დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს, მანამ სანამ სიცივე და სითბო, ქარიშხალი და მზის შუქი არსებობს, ყოველთვის იარსებებს ბრძოლა, მათ შორის, ხალხებსა და ერებს შორის. ხალხი რომ სამოთხეში ცხოვრობდეს, ისინი დეგრადირდებოდნენ. კაცობრიობა ბრძოლის წყალობით ჩამოყალიბდა ისეთად, როგორიც არის. ომი ბუნებრივი, ჩვეულებრივი რამ არის. ომი მარადიული და ყველგანმყოფია, მას არ აქვს არც დასაწყისი და არც დასასრული, ომი თვით სიცოცხლეა, ომი კაცობრიობის თანდაყოლილი მდგომარეობაა." ერნსტ იუნგერი კი აღნიშნავდა: "მანამ, სანამ ჩვენ გვეყოლება ახალგაზრდობა, რომლის საფუძველშიც იქნება ყველაფერი ის, რაც ძლიერებას და მამაკაცურობას შეიცავს, ჩვენი მომავალი გარანტირებული იქნება."


სიცოცხლე - მარადიული ომი


ომობანა ითამაშეთ პატარებო,

ძველი ხალხის, ბრძენი ხალხის თამაშია,

რადგან ძალა სახვალიო და იმედი

ტუჩგახეთქილ, ცხვირგატეხილ თამაშშია.


ომობანა ითამაშეთ მგლის შვილებო,

ცხელი სილა მტერს სიფათში გააწანით,

დაცემის და წამოდგმოს მწარე ცრემლი

გადაყლაპეთ, მერე სხვასაც გააცანით.


ომობანას ნუ დაუშლი დაო, ბალღებს

რომ შენს მოდგმას აცდეს წაშლა-შეჩვენება,

რადგან მონას, მხოლოდ მონას ეჩვენება

რომ ოდესმე სხვისი ხელით ეშველება.


ომობანა ითამაშეთ, რადგან ქართველს

ბოღმის ცრემლი დედის რძესთან უწოვია,

მიტომ იყო, რომ ტრამალის ველურ პირუტყვს

ჩვენში ლაღად არასოდეს უძოვია.


ომობანა ითამაშეთ, მამა ღმერთმა

ქვეყანაზე სატანა რომ დაარჩინა

სამშობლოსთვის ჯვარცმის წესი დაადგინა,

მარადიულ ომის ცეცხლი გააჩინა.


ომობანა ითამაშეთ, გაგვიმრავლდა

ნასოფლარი, სახლტიელი, გვარტიელი,

წავიქცევით, თუ მომხვდურებს არ დაუხვდა

ქრისტეს სჯულის მოდარაჯე გვარდიელი.


ომობანა ითამაშეთ, დრო არ ითმენს

ბედისწერა ულმობელად დააბიჯებს,

ამდენ ცვედანს, ბანგით მთვრალს და ქალაჩუნას

საჭირო დროს ვეღარავინ გააბიჭებს.


ომობანა ითამაშეთ ნანგრევებთან,

სადაც ძვლები მამა-პაპის გვილაგია

დავით მეფის, თამარ მეფის შავლეგებო,

ჩვენი გვარი - მეომრების ჯილაგია.


ომობანა ითამაშეთ პატარებო,

გადარჩენის საიდუმლო ამაშია,

ითამაშეთ ომობანა ქართველებო,

ჩვენი ჯიშის უკვდავების თამაშია!


ლექსის ავტორი: ზაზა დავლაძე





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. იბერო-კავკასიური პროტოცივლიზაციები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. მეცნიერება

9. რელიგია

10. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
211
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
211
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0