x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
დაიანა გუდიჩი (dajana gudić) სერბულ-ხორვატიული წარმოშობის ულამაზესი მოდელი

image სერბულ-ხორვატიული წარმოშობის მოდელი, რომელიც 1990 წელსაა დაბადებული მუდამ ოცნებობდა დაემთავრებინა რომელიმე პრესტიჟული უნივერსიტეტი და გამხდარიყო სოციოლოგი.
მართლაც მან ჩააბარა უნივერსიტეტში სოციოლოგიის ფაკულტეტზე, მოგვიანებით გადავიდა კალიფორნიის უნივერსიტეტში, თუმცა ბედი, როგორც ჩანს დაიანას სხვა მომავალს უმზადებდა. პირველივე კურსზე ყოფნისას დაიანა შეამჩნიეს სამოდელო სფეროს სკაუტებმა, რომლებიც, როგორც წესი ყველგან ეძებენ კარგი გარეგნობის, მოდელის აღნაგობის გოგონებს.
დაიანა გადაღებაზე მიიწვიეს, პირველივე გადაღებისას გადაღებულმა სურათებმა მომავალ მოდელს სამოდელო "ოჯახში" მისაღებად ფართოდ გაუღო კარები. ოცნება სოციოლოგობაზე ოცნებადვე დარჩა, რადგან დაიანას უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია, სამაგიეროდ სამოდელო პოდიუმზე გამოჩნდა ახალი კაშკაშა ვარსკვლავი, რომელმაც მალევე მიიპყრო სამოდელო სახლების ყურადღება.
დაიანა ლოს ანჯელესში ცხოვრობს, მას ხშირად უღებენ სურათებს მოდური სამოდელო ჟურნალების ფოტოგრაფები.
"ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე მოდელს ასეულობით ათასი ხელმომწერი ჰყავს. დაიანა აქტიური ცხოვრების სტილის მომხრე და მიმდევარია, შესაძლებლობის ფარგლებში უყვარს დროის გატარება ეგზოტიკურ ადგილებში.
არაა გათხოვილი, თუმცა მეგობარი მამაკაცი ჰყავს და როგორც თავად წერს საკუთარ გვერდზე მასთან ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს.
imageimageimageimageimageimageimageimageimage









0
63
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
63