x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
რა პრობლემები აქვთ და როგორ დავეხმაროთ აუტიზმის მქონე ბავშვებს?
image აუტიზმი ტვინის განვითარების ნეირობილოგიური დარღვევის შედეგია, რაც განვლენას ახდენს ბავშვის ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარების უნარზე, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესზე.

რა პრობლემებს აწყდებიან აუტიზმის მქონე ბავშვები?

პრობლემებიდან პირველ რიგშია კომუნუკაციის დაყარების პრობლემა. ბავშვები არ აქცევენ ყურადღებას ოჯახის წევრებს, თითქოს ვერც ხედავენ მათ, არ თამაშობენ სხვა ბავშვებთან, არ შეუძლია სხვა ადამიანებისა და სიტუაციის ემოციური კონტექსტის აღმა, ასევე უჭირს საკუთარი ემოციების, აზრებისა და ინტერესების სხვებისთვის გაზიარება. შესაძლოა არ რეაგირებდნენ საკუთარ სახელზეც კი, ერიდებიან და არ უყურებენ სხვა ადამიანებს, გაურბიან პირდაპირ მზერას.

აუტიზმის მქონე ბავშვები ასევე განსხვავდებიან მეტყველების განვითარების დონით. მეტყველების პრობლემები შესაძლოა ცვალებადობდეს სრული მუტიზმიდან მანევრულ მეტყველებამდე, მაგრამ აღსანიშნავი რაცაა, არის ის რომ ყველა შემთვევაში, ბავშვები მეტყველებას არ იყენებენ კომუნიკაციის მიზნით. დიალოგური მეტყველებისას ხშირა ექოლალიები. ისინი, ვინც სხვებთან შედარებით უკეთ მეტყველებენ იყენებენ უცნაურ მეტაფორებს, აქვთ ფორმალური და მონოტორული ხმა, ან გაწელილი, წამღერებული ინტონაცია. აუტიზმის მქონე ბავშვები, ხშირად, საკუთარ თავს მოიხდენიებენ მესამე და არა პირველ პირში.

მათ სენსორული ამღიზიანებლების მიმართ ძლიერი ჰიპერთენზია აქვთ: მხედველობთი, სმენითი, ტაქტილური, სუნისა თუ გემოს სტიმულების მიმართ მგრძნობელობა აწეულია და უსიამოვნო რეაქციას იწვევს. imageimage
ამიტომაც ხშირად გარემო მათთვის უსიამოვნო შეგრძნებებისა და უარყოფითი შეგრძნებების მომგვრელია.


ამავე დროს, აუიზმის მქონე ბავშვები ამჟღავნებენ პარადოქსულ უგრძნობლობას გარემო გამღიზიანებლების მიმართ. ერთი მხრივ, შეიძლება ბავშვი სულ მცირე ხმამ შეაშინოს, მეორე მხრივ, კი ძლიერ ხმაურზე არ ჰქონდეს რეაქცია. იქმნება შთბეჭდილება თითქოს დაყრებულია.

მუდმივი სენსორული დისკომფორტის ფონზე ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ თვითსტიმულაცია, მაგალითად ტანის ქავავი, ხტუნვა ტრიალი, რაც კომპენსატორულ ხასიათს ატარებს, მაგარამ უცნაურ და არადეკვატურ მოქმედებად აღიქმება. ამით ცდილობენ შფოთვის მომგვრელი და უსიამოვნო გარემოს მიერ გამოწვეული უარყოფითი ემოციების დაძლევასა და შემცირებას.

აუტიზმის მქონე ბავშვებს უჭირთ რაიმე შეცვალონ საკუთარ მოქმედებებში და ვერ იტანენ გარშემო მოულოდნელ ცვლილებებს. ახალი გარემო მათთვის ძალიან უარყოფითი ემოციებისა და შიშის წყაროა. ნაცნობი გარემოსა და ყოველდღიური წესი მცირედმა შეცვლამაც კი შესაძლოა მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს. მათ წინასწარი მომზადება ესაჭიროებათ მოსალოდნელ ცვლილებებთნ დაკავშირებით.

ჩვეულებრივმა საგნება და მოვლენებმა შესაძლოა ბავშვებში ძლიერი შიში გამოიწვიოს და სწორედ ამ შიშებთანაა დაკავშირებული უცნაური რიტუალები, სტერეოტიპული ქცევები, რომელებიც დაცვით ხასიათს ატარებენ. აუტიზმისთვის დამახასიათებელი სტერეოტიპული მოქმედებები ვლინდება როგორც სხეულის ან სხეულის ნაწილების განმეორებდ მოძრაობაში, ასევე ისეთ სტერეოტიპულ ქცევაში, როგორიცაა მაგალითად საგნების ზომის მიხედით რიგში დაწყობა, საგნით განმეორებადი ქმედებები და ასე შემდეგ. ბავშვის ემოციური და ქცევითი დარღვევეი კარგად ჩანს თამაშებში. მათ არ შეუძლიათ წარმოსახვითი და როლური თამაშები. სათამაშოებზე მეტად ბავშვებისთვის მიმზიდველია საგნები, სხვადასხვა მასალა და ფიზიკური ეფექტები, როგორიცაა თავსახური, ღილები. ხშირად მათ იზიდავთ საგნის რომელილე ნაწილი ან თვისება, მაგალითად: ნახვრეტი, ბორბლის ტრაილი, ბრჭყვიალა ფაქტურა.

როგორ დავეხმაროთ აუტიზმის მქონე ბავშვებს?

დახმარება მიმართული უნდა იყოს როგორც ბავშვებზე, ასევე მშობლებზე, ადეული მიმართვა პროფესიონალებისთვის და დროული დიაგნოსტიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. აუტიზმის დასახმარებლად გამოიყენება შედეგი პროგრამები: მშობლების ფსქოგანათლება შვილის მდგომარეობის, პრობლემებისა და პროგნოზის შესახებ; ბავშვისთვის შესაბამის სასწავლო გარემოში მოთავსება; ოჯახზე ფოკუსირებული ხანგრძლივი თერაპია; თვითმომსახურებისა და აკადემიური უნარების წავარჯიშება სპეციალისტის მიერ; კომუნიკაციის უნარის ტრენინგი; თვითდაზიანებითი ქცევის რეგულაცია.

იმის მიუხედავად, რომ აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის განათლება და სწავლა რტულია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს მაინც არსებობს ეფექტური სტრატეგიები, რომლელთა ცოდნაც დაგვეხმარება მათ სწავლებაში. როგორც წესი, აუტიზმის მქონე ბავშვებს ძლიერი ვიზუალიზაციის უნარი ახასიათებთ, ამიტომაც ვიზუალი მასალის მიწოდება დაგვეხმარება მათთან კონტაქტის დამღარებასა და მასალის დაუფლებში. აუტიზმის მქონე ბავშვებთან მუშაობისას ასევე ეფექტური სტრატეგიაა იმიტაცია. სხვათა იმიტაციის პროცესში ბავშვები სწავლობენ სოციალურ ინტეგრაციას და გარკვეულ ყოფით უნარ-ჩვევებს.

ამავდროულად, სწავლების პროცესის ეფექტურობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სწავლების ადეკვატურად შერჩეულ პროგრამას, ძლიერ სტრუქტურირებულ, წინასწარმეტყველებად და კარგად ორგანიზებულ სასწავლო გარემოს. ბავშვი უნდა სწავლობდეს მის ძლიერ და სუსტ მახარებზე მორგებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმით. სწავლებისას ასევე, მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა თუ სწავლების, რომელ სტილს იყენებს ბავშვი. აუტიზმის მქონე ბავშვთა უმრავლესობა სწავლების ერთ რომელიმე სტილს იღებენს, ამიტომაც თუ განვსაზღვრავთ ამ სტილს და მასალასაც შესაბამისად მივაწვდით სწავლების პროცესი უფრო წარმატებული იქნება.
და ასევე მისი ეფექტური სწავლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ოჯახმა აქტიური მონაწილეობა მიიღოს სტრუქტურირებული სწავლებისა და ინტენსიური ქცევის ტრენინგის პროგრამაში.


0
31
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ჟამურაშვილი
ნინო ჟამურაშვილი
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0