x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ეს 9 ფაქტი ნამდვილად დაგარწმუნებთ, რომ იაპონია მსოფლიოსგან სრულიად განსხვავებულ რეალობაში ცხოვრობს
იაპონია არის ქვეყანა, რომელიც დანარჩენი სამყაროსგან სრულიად განსხვავებულ რეალობაში ცხოვრობს. მათი ტექნოლოგიური წინსვლა და უსაზღვრო გონებრივი შესაძლებლობები ხშირად არის განხილვის საგანი მთელს მსოფლიოში.

მიუხედავად სწრაფი განვითარებისა, იაპონელები კვლავ რჩებიან ტრადიციების ერთგულნი. მაგალითად ხელის თხოვნის ტრადიცია, რომელიც ნამდვილად გაგაკვირვებთ, დღესდღეობითაც აქტუალურია.

კერძოდ მამაკაცი საყვარელ ქალს ხელს საკმაოდ არარომანტიულად, შემდეგი ფრაზებით სთხოვნის: “გამიმზადებ წვნიანს ყოველდღიურად?" ან “გამირეცხავ სარეცხს ყოველდღე?"

დღესდღეობით ხელის თხოვნის მსგავსი წესი მოძველდა, თუმცა მორიდებული მამაკაცები კვლავ ამ გზით სთავაზობენ დაოჯახებას თავიანთ მეორე ნახევარს.


image

ზოგიერთი იაპონელი წლობით ცხოვრობს ინტერნეტ-კაფეში.

იაპონიაშიც, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, ღარიბი ადამიანის არსებობა, რომლსაც ბინის ქირის გადახდა და მუშაობა არ შეუძლია, ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა ინტერნეტ-კაფეში ცხოვრების ფაქტი, ნამდვილად უჩვეულოა.

აღსანიშნავია, რომ იაპონურ ინტერნეტ-კაფეებში ცხოვრების საფასური ბევრად იაფია (12-22$), ვიდრე სასტუმროებსა და ე.წ. კაფსულებში, კაფეში პირადი ჰიგიენის საშუალებაც არსებობს და დასაძინებელი ადგილებიც. შესაბამისად, ხშირად წააწყდებით ხელმოკლე ადამიანებს, რომლებიც წლობით ცხოვრობენ ინტერნეტ-კაფეში და იქიდან არცკი გამოდიან.

image

შესაძლოა სიგიჟედ მოგეჩვენოთ, თუმცა Kishi-ის რკინიგზის სადგურზე, საკმაოდ მაღალი თანამდებობა უკავია კატას, რომელიც მგზავრებს გულთბილად ესალმება. იგი ფულის ნაცვლად საკვებს იღებს. პირველი კატა, რომელიც რკინიგზაზე დასაქმდა, 2015 წელს გარდაიცვალა. აღნიშნულმა ფაქტმა ხალხს გული იმდენად დასწყვიტა, რომ ათასობით ადამიანმა გადაწყვიტა ჩასულიყო Kishi-ში და პატივი მიეგო გარდაცვლილი კატისთვის.

image

იაპონიაში შეგიძლიათ იხილოთ კაფე, სადაც ბუს დაელაპარაკებით. აღნიშნული კაფეები საკმაოდ პოპულარულია და ხალხი უზარმაზარ რიგში დგას, რომ კაფეში მოხვდეს. შესვლის საფასური 17$-ია და თქვენ შეგიძლიათ კაფეში მყოფ ბუს მოეფეროთ მხოლოდ ზურგისა და თავის მიდამოებში.

image

საკმაოდ უცნაური ფესტივალი, სახელად Hadaka Matsuri, იაპონიაში ძალიან პოპულარულია და მასში დაახლოებით 9000 მამაკაცი მონაწილეობს.

მონაწილეთა უმეტესობა სრულიად შიშველია, ან აცვიათ მხოლოდ საცვლები.

რელიგიური მრწამსის მიხედვით ეს ფესტივალი ბნელ ძალებს დევნის. ე.წ. მღვდელი, ხალხის ბრბოში ტოტებს ისვრის, ითვლება, რომ მათი დაჭერა იღბლის მომტანია.

image


აი ასე გამოიყურება იაპონელი გოგონების სკოლის ფორმა, რომელსაც ისინი ზამთარ-ზაფხულ ატარებენ, მიუხედავად სიცხისა ან სიცივისა.

image

იპონიის მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ცხოვრების გამარტივებას. შესაბამისად არაა გასაკვირი, რომ ლუდზეც არის დაწერილი ბრაილის შრიფტით, თუ როგორ გავხსნათ.

image

ნამდვილად შთამბეჭდავია კომპანია, რომელიც უკვე 14 საუკუნეა არსებობს. მას კონგო გუმი ეწოდება და 578 წელს დაარსდა. აღნიშნული კომპანია ბუდისტური ტაძრების მშენებლობას ახორციელებს.

image

უნიკალურია იაპონიის სატელევიზიო შოუ, რომელშიც ხალხი სხვადასხვა საგანს კბენს, რათა გამოარკვიოს ისინი ნამდვილები არიან თუ შოკოლადისგან დამზადებულნი. შოკოლადის ფიგურები ძალიან რეალისტურია და მას ნამდვილისგან ვერ გაარჩევთ.

image


1
136
1-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
136
  
2019, 3 აგვისტო, 0:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1