x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
15 მარტივი კულინარიული ხრიკი, რომლებიც თქვენს ნერვებს და დროს დაზოგავს
თუ კერძის მომზადება საერთოდ არ გახარებთ, სავარაუდოდ პრინციპის „ყველაფერს ძველებურად გავაკეთებ“ წესის მონა ხართ და ათასობით ხრიკის და ახალი მიდგომის შესახებ არ იცით, რომელთა დახმარებით საქმეს 2-ჯერ უფრო მარტივად გაუმკლავდებით.

image

ზოგიერთი მათგანი ქვემოთ ნახეთ:

1. ტორტზე შოკოლადის კრემის მარტივად წასასმელად და მადის აღმძვრელი გარეგნობის მისანიჭებლად ფენი და სამზარეულოს ფითხი გამოიყენეთ. ფენზე ცხელი ჰაერი დაბალ სიჩქარეზე ჩართეთ.


image

2. კენკრა სიახლეს შეინარჩუნებს, თუ 5 წუთით წყლის და ძმრის (3:1 პროპორცია) ხსნარში ჩადებთ, შემდეგ გააშრობთ და ტორტზე დააწყობთ.

image

3. კექსის პროფესიონალურად გაფორმებას მინიმალური ძალისხმევით შეძლებთ, თუ სუფთა მაქმანს გამოიყენებთ. კექსს მაქმანი დააფარეთ, შაქრის ფხვნილი მოაყარეთ და მაქმანი ფრთხილად მოაშორეთ.

image

4. ყავისფერი შაქრის ქილაში რამდენიმე ზეფირი ჩადეთ, ასე მის სინაზეს შეინარჩუნებთ და ტენიანობას აორთქლების საშუალებას არ მისცემთ.

image

5. თევზის ფილის შეწვა ჩვეულებრივ საკმაოდ რთულია, ის გისოსს ეკვრის და იშლება. სწორედ ამიტომ, გრილზე ჯერ ლიმონის ნაჭრები დააწყვეთ: თევზი არა მხოლოდ მის არომატს შეიწოვს, არამედ მთელი დარჩება.

image

6. ტორტის ნაჭრები რომ არ გამოშრეს, უბრალოდ მასზე კბილის ჩხირით პურის ნაჭერი დაამაგრეთ. ასე ტორტი რბილი და ნაზი დარჩება.

image

7. წყლისა და შაქრის დახმარებით (2:1 პროპორცია) სიროფი გააკეთეთ, სახამებელი დაუმატეთ და მასში 10-15 წუთით მსხლის თხელი ნაჭრები მოხარშეთ, შემდეგ ღუმელში დაახლოებით 2 საათით გააშრეთ. ესეც ასე, გამომცხვარი დესერტებისთვის ფერადი გაფორმება მზადაა!

image

8. ნამცხვარი შეგიძლიათ ნებისმიერი ნივთით გააფორმოთ, მაგალითად მარგალიტის მძივებით.

image

9. საკვები სახეხზე ადვილად ისრიალებს და არ გაიჭედება, თუ წინასწარ მას ზეთს შეასხამთ.

image

10. საყინულის პაკეტში ნებისმიერ რბილ, მაგალითად შოკოლადის კრემს ადვილად მოათავსეთ, თუ ჭიქას გამოიყენებთ.

image

11. საზამთროს სერვირების კომფორტული მეთოდი - პირდაპირ ქერქში მცირე კვადრატებად დაჭერით და შემდეგ თეფშზე გადმოიტანეთ.

image

12. როცა ტკბილეულს ჩხირებით ამზადებთ, ჩნდება კითხვა, თუ სად უნდა წავიღოთ მათ გამაგრებამდე. პრობლემას მარტივად გადაჭრით, ამისთვის საწური გამოიყენეთ.

image

13. შოკოლადის გაფორმება მდნარი შოკოლადისგან.

image

14. ზაფხული ნაყინის გარეშე წარმოუდგენელია! მაგრამ ის სხეულის ფორმებზე ნერვიულობის საბაბს ყოველთვის გვაძლევს. არ ინერვიულოთ, ყველაფერი გაცილებით მარტივადაა: ჩხირები იოგურტში ჩადეთ, გაყინეთ და ესეც ასე, გემრიელი ტკბილეული მზადაა.

image

15. კვერცხის იდეალურად შესაწვავად, კვერცხი ცხიმ წასმულ გახურებულ ტაფაზე მოათავსეთ, ცოტა თბილი წყალი დაუმატეთ და თავსახური 45 წამით მჭიდროდ დაახურეთ.

image


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 14 უცნაური გემოს კომბინაცია, რომელთა გასინჯვას ვერასდროს გაბედავდით და სულ ტყუილად

2. როგორ მოვამზადოთ ნამდვილი კეტჩუპი სახლის პირობებში

3. პროდუქტები, რომლებიც ალკოჰოლთან ერთად არ უნდა მიიღოთ

4. 7 პროდუქტი, რომელთა განმეორებით გაცხელება არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ასე ვაკეთებთ

5. როგორ ავირჩიოთ ნატურალური ჩირი?

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
1061
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
1061