x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
რა ღირს ინდოელი ცოლის ყიდვა. ინდოეთის უსაშინლესი და ამაზრზენი რეალობა

image ინდოელი ცოლის ყიდვა, დიახ ყიდვა შესაძლებელია 15 000 რუპიად ანუ 300 დოლარად. ის იქნება თქვენს მიმართ მორიდებული და შეასრულებს ნებისმიერ თქვენს სურვილს.
ინდოეთის დემოგრაფია იწვევს მოსახლეობის შეშფოთებას, მასიური უმუშევრობის გამო მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს სრულ სიღარიბეში. ღატაკ მშობლებს არ შეუძლიათ გასათხოვარ ქალიშვილს შეუგროვონ სასიძოს ოჯახისათვის მისართმევი მზითევისათვის საჭირო თანხა, ამის გამო ინდოეთში ახალგაზრდა გოგონების უფლებები მუდმივად ირღვევა-მათ არანაირი უფლება არ გააჩნიათ პრაქტიკულად, შესაბამისად ისინი ადამიანიდან აქციეს გასაყიდ საქონლად.
ინდოეთში ქალებს ხშირად იტაცებენ, მათ შორის გათხოვილ ქალებსაც და ყიდიან იმ შტატებში სადაც მათზე მოთხოვნილებაა და მაღალ ფასში ყიდიან.
ხშირად ასეთ ვაჭრობაში მონაწილეობენ უცხოელები, რომლებიც მიზერულ თანხად ყიდულობენ ცოლებს სეზონურად, როგორც კი დააპირებენ სამშობლოში დაბრუნებას დასვენების შემდეგ, ერთჯერად ცოლებს ტოვებენ ან ყიდიან ინდოელ გადამყიდველებზე.
ინდოეთში ისეთი პროვინციებიცაა, სადაც ღარიბ ოჯახს არ შეუძლია ოჯახის წევრი მამაკაცის დაოჯახება, ასეთ დროს მთელი ოჯახი აგროვებს ფულს და ყიდულობენ საცოლეს და აოჯახებენ ტრადიციების დაცვით.
შემდეგ კი მოვლენები შემდეგნაირად ვითარდება-მოყვანილი პატარძალი ოჯახის ყველა მამაკაცთან ერთად ცხოვრობს ანუ ცხოვრობენ "კოლექტიურად".
არცთუ იშვიათია შემთხვევა როცა მთელი სოფელი ყიდულობს საერთო საცოლეს და რიგრიგობით მთელი სოფლის მამაკაცებთან უწევს ასეთ პატარძალს ცხოვრება.
ინდოელი გოგონები შეშინებული არიან ასეთი ამაზრზენი ტრადიციებით, მაგრამ ისიც იციან მათი დამცველი არავინ არაა. ინდოეთში მდიდარ ოჯახი პრაქტიკულად მონათმფლობელია (ყველაზე არაა საუბარი), პოლიციისათვის მიმართვას კი უფულო გოგონებისათვის აზრი არა აქვს, რადგან პოლიციაში ისევე, როგორც ქვეყანაში კორუფციის მაღალი დონეა.
არის შემთხვევები როცა მამა მრავალჯერ ჰყიდის "საქონელს მრავალჯერადი" გამოყენებისათვის. ასე ძირითადად იქცევიან უღარიბესი ოჯახები სოფლებიდან, რომლებსაც შვილი გასაყიდად მიჰყავთ დიდ ქალაქებში.
ერთ ასეთ გასაყიდ გოგონას, საკუთარი სხეულის გაყიდვით ტურისტულ სეზონზე შეუძლია არჩინოს მრავალსულიანი ოჯახი.
ერთია ის, რაც ხდება ბოლივუდის ფილმებში და მეორეა, ამაზრზენი და უსაშინლესი რეალობა.
imageimageimageimage





0
2730
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
2730