x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ქალი ქმარს სამ ქალთან იყოფს და ამით ამაყობს
image


2018 წელს ტაილანდელი მამაკაცის სახე სოციალურ ქსელში ვირუსული გახდა, მას შემდეგ, რაც სოც. ქსელის მომხმარებლებმა მას სამი ცოლი "აღმოუჩინეს". თუ გგონიათ რომ ქალებმა მას ჯოჯოხეთი მოუწყვეს დედამიწაზე, ცდებით. ახლახანს მას მეოთხე ცოლიც გამოუჩნდა, სიტუაცია რამდენადმე პირველმა ცოლმა გამოაშკარავა, რომელმაც ფეისბუკზე ბედნიერი ოჯახის ფოტო ატვირთა, როგორც worldofbuzz.com გვამცნობს.


როცა მას ჰკითხეს, როგორია, როცა ქმარს სხვა ქალებთან იყოფს? მან ახსნა, რომ ქმარს პირველ რიგში ყველასგან თანხმობა სჭირდება, როგორც არჩევნებისას. მხოლოდ დასტურის შემთხვევაში აქვს უფლება დიდ ოჯახში ახალი წევრი მოიყვანოს. ქალმა ასევე განაცხადა, რომ უკვე იცის ქმარი ვისთანაა და ასე უკეთესია, ვიდრე ქმარი ზურგსუკან ღალატობდეს. სოციალური ქსელის მომხმარებლებს კი სთხოვა, მათზე არ ენერვიულათ.


image



ამ ინფორმაციამ ძალიან დიდი ყურადღება მიიქცია სოციალურ ქსელებში. მარტოხელა მამაკაცები, რომლებიც ჯერ ისევ სულიერი ნათესავის ძიებაში არიან, ამბის მთავარ მამაკაცს სთხოვეს რჩევები მიეცა, როგორ მოეგოთ მოწონებული გოგოს გული. ზოგიერთმა მომხმარებელმა კი ეჭვი შეიტანა მათ ცოლებ-ქმრობაში და გამოთქვა მოსაზრება, რომ კაცი ქალების ძმაა, რადგან ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.


მიუხედავად იმია, რომ ტაილანდური კანონებით მხოლოდ ერთცოლიანობაა დაშვებული, როგორც ხედავთ, პოლიგამია დღემდე პრაქტიკაშია.


უფრო ადრე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით კი, ერთ-ერთმა მალაიზიელმა თავად აირჩია ქალი ქმრის მეორე ცოლად, როცა დაორსულდა და მარტო ვერ ახერხებდა ქმარზე ეზრუნა. ავსტრალიაში კი წყვილმა ერთად მოძებნეს ერთობის მესამე წევრი და იმისთვის, რომ არ განქორწინებულიყვნენ.






ასევე ნახეთ

ცოლ-ქმარს გოგო შეუყვარდათ და შვედური ოჯახი შექმნეს


გოგონას ისტორია, რომელიც 7 წელი მძევლობაში იყო


თვალებს არ დაუჯერებთ - გრენლანდია დნება!! ნახე ის, რაც მეცნიერებს აშინებთ (ვიდეო)


ამსტერდამში 18+ მოკლემეტრაჟიანი ფილმების 5D- კინოთეატრი გაიხსნა


სიშიშვლემ კაცი სიკვდილს გადაარჩინა



0
488
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
488
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0