x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
დუბაის ემირის გაქცეული მეუღლის სკანდალმა ახალი მასშტაბები მიიღო

image
არც ისე დიდი ხნის წინ, მსოფლიო მედიამ გააშუქა ინფორმაცია, რომ პრინცესა ჰაია ბინტ ალ-ჰუსეინი გაიქცა სასახლიდან შვილებთან ერთად და დაახლოებით 40 მილიონი დოლარი წაიღო თან, მან პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა.

სიუჟეტი ძალიან გავს მექსიკურ სერიალს, მაგრამ აქ მთავარი გმირები არიან არაბული მაღალი კლასის წარმომადგენლები.

პრინცესა ჰაია ყველაზე ახალგაზრდა იყო მილიარდერის და მმართველის მოჰამედ ბენ რაშიდ ალ მაკტუმის. ის არის იორდანიის გარდაცვლილი მეფის ქალიშვილი.

გაქცევის შემდეგ ემირის ყოფილი მეუღლე, 7 წლის შვილთან და 11 წლის ქალიშვილთან ერთად, ლონდონში დასახლდა.image


არსებობს რამდენიმე ვერსია, თუ რატომ გააკეთა ეს ქალმა. კერძოდ, საუბრობენ მუქარასა და წამებაზე, თავისუფლების არარსებობაზე, დაცვის უფროსთან შესაძლო სასიყვარულო ურთიერთობაზე. ასევე,
შეიძლება სკანდალი უკავშირდებოდეს მმართველის უმცროს ქალიშვილს ლატიფას.

გოგონა ასევე გაიქცა მამისგან, მაგრამ იგი დააკავეს. ახლა ის საზოგადოებაში არ ჩანს. ზოგიერთი წყარო ირწმუნება, რომ ურჩი ქალიშვილი შეიძლება ფსიქიურად დაავადებულების კლინიკაში მოათავსეს.image
ახლა რაშიდ ალ მაკტუმის ყოფილი მეუღლე აპირებს შვილების უფლების დაცვას. სასამართლო განხილვა გაიმართება საოჯახო საქმეების განყოფილების ლონდონის უმაღლეს სასამართლოში.

პრინცესას ინტერესებს წარმოგვიდგენს ბარონესა, ცნობილი იურისტი ფიონა შეკლტონი, რომელიც მანამდე ცნობილი იყო პრინცი ჩარლზისა და პრინცესა დიანას განქორწინების პროცესით.

შეიხის პოზიციას დაიცავს ლედი ჰელენ უორდი. მან მონაწილეობა მიიღო რეჟისორ გაია რიჩისა და მომღერალ მადონას განქორწინების საქმეში.

0
819
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
819
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0