x
image
მადამ ფისუნია
გეი ინდოელი წყვილი ინდოეთის ტაძარში ტრადიციულ საქორწილო ცერემონიას მართავს

imageსიყვარულმა არ იცის საზღვრები.ეს კიდევ დაამტკიცა კიდევ ერთმა წყვილმა ამიტ შაჰმა და ადიტია მადირაუმ, როდესაც ისინი დაქორწინდნენ, ტრადიციული, რელიგიური ინდუისტური ცერემონიით, ნიუ ჯერსის ტაძარში. ინდოელი წყვილის შთამბეჭდავი და თანამედროვე ქორწილი უკვდავყო პროფესიონალი ფოტოგრაფის, შარმი პეას მიერ გადაღებულმა გასაოცარმა ფოტოსურათებმა. ცერემონიალზე გადაღებულმა მისმა ფოტოებმა ისეთი წარმატება მოიპოვეს რომ ვირუსულად მოედნენ მსოფლიოს. მთელი ინტერნეტ სივრცე მოიცვა წყვილის ქორწინებაზე საუბარმა.

ცეკვის ქორეოგრაფი ამიტი, რომელიც 32 წლისაა და მისი მეუღლე ადიტია, რომელიც 31 წლისაა და რისკების მენეჯმენტში მუშაობს, ორივე ჰინდში ვარჯიშობს. მათთვის ტრადიცია ძალზე მნიშვნელოვანია. რამდენიმე თვიანი ყოყმანის შემდეგ მათ ქორწილი ნიუჯერსის ინდუისტურ ტაძარში დანიშნეს, წყვილმა ნამდვილი ინდური საქორწილო ცერემონიის დროს დიზაინერი ანიტა დონგრის გასაოცარი ქურთები იმოსეს.
როგორც მოგეხსენებათ, ინდოეთში ერთ სქესიანთა ქორწინება ჯერ-ჯერობით კვლავაც არაკანონიერად ითვლება...
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
0
219
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
219
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0