x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა პროფესორი ლევან ალექსიძე
imageგამოჩენილი ქართველი პროფესორი ლევან ალექსიძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.



ლევან ალექსიძე იყო იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991), საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (1996), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი (2001). 2010 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე. „საერთაშორისო სამართლის“ პირველი ქართველი მეცნიერი და ღირსების ორდენის კავალერი.


1988 წელს მას ირჩევენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 2001 წლიდან იგი ამავე აკადემიის ნამდვილი წევრია. ლევან ალექსიძე 150-მდე შრომის ავტორია, რომლებიც გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ და ესპანურ ენებზე.


იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო სამართლის საკითხებში; 2005 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის პროფესორი. კითხულობდა ლექციებს აშშ, ჟენევის, ტოკიოს, ბერლინის უნივერსიტეტებში; ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში; მოსკოვში, კიევში, ბაქოსა და სხვა ქალაქებში. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); მონაწილეობდა აფხაზეთის სტატუსის შესახებ მოლაპარაკებებში ჟენევაში, ნიუ-იორკსა და მოსკოვში.



ლევან ალექსიძის პანაშვიდები 1-2 აგვისტოს 17:00 საათიდან გაიმართება, 3 აგვისტოს, 15.00 საათზე კი, ღვაწლმოსილ მეცნიერს სიონის ტაძრიდან გამოასვენებენ.

0
141
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0