x
შეერთებული შტატები ირანთან ომს აპირებს?

image

სურს შეერთებულ შტატებს ირანთან ომი? - ერთი შეხედვით, მას ეს ნამდვილად არ სურს და ძნელი სათქმელია საერთოდ შეუძლია თუ არა. თეორიულად, რა თქმა უნდა შეუძლია და ირანთან შედარებით ამერიკის სამხედრო ძალები როგორც მომზადებით, ისე ტექნიკური თვალსაზრისით ბევრად წინ არიან, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ შეერთებულ შტატებს ჯარების გაყვანა სურს ავღანეთიდან (მაგრამ ჯერ არ გამოსდის და გამოუვა თუ არა ძნელი სათქმელია), ასევე ოფიციალურად გაცხადებული აქვს რომ სირიიდანაც სურს ჯარების გაყვანა (მაგრამ არც
ეს გამოვიდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ნაჩქარევი განცხადების ან მზადყოფნის არქონის გამო) - ირანთან რაიმე კონფლიქტის დაწყება ყველაფერს თავდაყირა დააყენებს. მით უმეტეს, ეს პირდაპირ აისახება დონალდ ტრამპის იმიჯზეც - მისი წინასაარჩევნო დაპირება სწორედ ამერიკული ჯარების გამოყვანა იყო საზღვარგარეთის კონფლიქტებიდან...

გარდა ამისა, ირანთან ომი არც ადვილი არ იქნება. ირანთან ომი ან თუნდაც წერტილოვანი დარტყმები ძალიან დიდ უარყოფით შედეგებს გამოიღებს არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და ეს შედეგები იქნება როგორც პოლიტიკური მნიშვნელობის, ისე ეკონომიკური. ამის კარგი მაგალითია სპარსეთის ყურეში განვითარებული მოვლენები და იმის ცხადი დასტური, რომ ურთერთობების დაძაბვის შემთხვევაში, ირანი, როგორც ამბობენ, „ვა ბანკზე წავა“ და ნამდვილად არ არის გამორიცხული სრულიად ჩაკეტოს სრუტეში მოძრაობა, რასაც თავისი უარყოფით შედეგები ექნება ნავთობით ვაჭრობასა და ზოგად ეკონომიკურ ვითარებაზე.


ოფიციალური განცხადებების მიხედვით, ომი არ სურთ არც ირანში და მათი ოფიციალური პირების განცხადებით, რასაც აკეთებენ მხოლოდ საპასუხო ნაბიჯებია შეერთებული შტატების მიერ მიღებულ ზომებზე. აქ აღარ შევუდგები იმაზე ლაპარაკს, რომ ურთიერთობები შტატებსა და ირანს შორის დაიძაბა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლა გადაწყვიტა...

ამის შემდეგ ამერიკის ხელისუფლებამ რადიკალური ზომების მიღება დაიწყო - პირველი ასეთი ზომა შეეხო ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს. 8 აპრილს დონალდ ტრამპმა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად სცნო, რაც უპრეცედენტო ნაბიჯი იყო - ამერიკამ სხვა სახელმწიფოს მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურა პირველად აღიარა ტერორისტულ ორგანიზაციად. წაიკითხეთ ვრცლად
1
177
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
177
  
2019, 3 აგვისტო, 0:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1