x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
უცნაური სუიციდი-19 წლის გოგონა თვითმფრინავიდან გადმოხტა და თავი მოიკლა

image

კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტმა გახსნა თვითმფინავის კარი და 1500 მეტრის სიმაღლიდან გადმოხტა, მისი მეგობარი გოგონა და პილოტი ფეხებზე დაეჯაჯგურნენ გოგონას, ბრძოლა რამდენიმე წუთი გაგრძელდა თუმცა უშედეგოდ.შემთხვევა მადაგასკარში მოხდა.

image

ბიოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი19 წლის ალანა კატლანდი(Alana Cutland) გარდაიცვალა მას შემდეგ, როდესაც 5 000 ფუტის სიმაღლიდან(1500 მეტრი)გადმოხტა იმ დროს, როდესაც თვითმფრინავი Cessna C168 სასწავლო ფრენას ახორციელებდა ინდოეთის ოკეანის კუნძულებზე.

როგორც მადაგასკარის პოლიციის უფროსმა სინოლა ნომელჯაგარიმ განაცხადა, ალანას დაქალი და პილოტი რუტ ჯონსონი რამდენიმე წუთი იბრძოდნენ, რომ გოგონა შეეკავებინათ, თუმცა უშედეგოდ.

imageფოტოზე:პოლიციის საგამოძიებო ექსპერიმენტი უკვე მიწაზე

image

ალანა მადაგასკარში იშვიათი სახეობის კიბოსნაირებს სწავლობდა და იკვლევდა, როგორც გაირკვა ალანას მანამდე რამდენჯერმე ჰქონდა ნერვიული შეტევა, სიკვდილის წინ ტელეფონით ცხარე საუბარი ჰქონდა მშობლებთან.

19 წლის გოგონა 6 კვირით უნდა დარჩენილიყო მადაგასკარში და მიეღო კვლევებში მონაწილეობა.

image

მაშველები გოგონას გვამს ეძებენ, თუმცა საეჭვოა იპოვნონ, რადგან ანჯაჯავის სიახლოვეს, სადაც გოგონა გადახტა, გაუვალი ჯუნგლებია, რომელიც სავსეა მტაცებელი მხეცებით.

image

0
1197
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0