x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
7 ხერხი სურვილების ასასრულებლად, რომლებიც აქამდე არ იცოდით
image


ამბობენ, რომ თუ რამე ძალიან გინდათ, ის აუცილებლად აგისრულდებათ.


მაგრამ ყოველთვის არსებობს საშუალებები, თავს მიეხმაროთ: სურვილი ჩაიფიქროთ, როცა ვარსკვლავი ჩამოვარდება. ხოლო განსაკუთრებული სურვილებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალონ, ღირს დამხმარე მეთოდების მოშველიება.


ფაფუკი ბაბუაწვერა



image

როცა ბაბუაწვერას ყვავილობის სეზონი მოვა, ეცადეთ მოძებნოთ ყველაზე დიდი და ლამაზი. ღრმად ჩაისუნთქეთ, კონცენტრირდით თქვენს სურვილზე და მთელი ძალით შეუბერეთ.


ჯადოსნური დრო


image


ალბათ შეგიმჩნევიათ თქვენს საათებზე მაგიური ციფრები 11:11, მაგრამ ამაზე არასდროს დაფიქრებულხართ. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ზუსტად ამ დროსაა ადამიანის მთლიანობის დრო. შემდგომში, როცა თქვენს საათზე შენიშნავთ დროს 11:11, გამოიყენეთ მომენტი და ჩაიფიქრეთ სურვილი. გახსოვდეთ, რომ ამ დროზე სპეციალურად მაღვიძარას დაყენება არ შეიძლება.


ეს თქვენი საღამოა


image


რაღაც მომენტში გვგონია, რომ დაბადების დღეზე ტორტზე ანთებული სანთლების ჩაქრობის რიტუალი სულაც არაა აუცილებელი, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოზარდობის ასაკს გადავაბიჯეთ. ეს ასე საერთოდ არაა! ნებისმიერი ასაკია იდეალური ამ რიტუალის შესასრულებლად. ამის შემდეგ თქვენი სურვილი უნდა დაწეროთ ფურცელზე და ყვავილების ქოთანში ჩადოთ. როგორც კი მცენარე აყვავდება, თქვენი სურვილიც ასრულდება.


სიყვარული ინდაურშია


image


ხშირად მიირთვით ინდაური, რადგან მასში ძალიან ბევრია სასარგებლო ცილები. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია შეინახოთ გულმკერდის ძვალი, რომელიც დაგეხმარებათ სურვილების შესრულებში. სცადეთ ოჯახის წევრს ან მეგობარს ეს ძვალი გადააწევინოთ. გატეხვის შემდეგ, ვისაც ძვლის მეტი ნაწილი შეხვდება, სურვილების ასრულების უპირატესობაც მას ექნება.


ორიგამი


image


ხელოვნების ამ სახეობას სურვილების ასრულების მაგიურობაც გააჩნია. იაპონური ლეგენდის თანახმად, თუ წეროების ათას ორიგამს გააკეთებთ, ერთი მათგანი აუცილებლად შეგისრულებთ სურვილს.


სურვილების ყუთი


image


აიღეთ ყუთი, ვერცხლიფერი სანთელი და ვერცხლიფერი ლენტი. ყუთში ჩადეთ თქვენი სურვილების სიმბოლოები, მაგალითად ეს თუ ახალი სამსახურია, ჩადეთ მონოპოლიის ფული, საფულე ან თოჯინა, რომელსაც ოფისის ტანსაცმელი აცვია. სავსემთვარეობისას, ღამით ყუთი წინ დაიდეთ და სანთელი აანთეთ. კონცენტრირდით თქვენს სურვილზე და ყუთში ნივთები ჩაალაგეთ, თან თქვენი სურვილი გაახმოვანეთ. შემდეგ შეკარით ყუთი ლენტით და ისეთ ადგილზე დამალეთ, რომელიც მხოლოდ თქვენ გეცოდინებათ. შეინახეთ ყუთი იქ იქამდე, ვიდრე ტქვენი სურვილი არ ასრულდება.


ამულეტი


image


თუ გიყვართ სამკაულები, მაშინ ეს მეთოდი თქვენ აუცილებლად მოგეწონებათ. დაგჭირდებათ ჩვეულებრივი სამაჯური ოქროსი ან ვერცხლის. წარმოიდგინეთ თქვენი სურვილი, იპოვეთ გამოსახულება, რომელიც სურვილს სიმბოლურად გამოხატავს. ოცნებობთ დიდ სახლზე სადაც ძაღლი გინდა გყავდეთ? აირჩიეთ ლეკვის ფიგურა ან ყვავილების ლარნაკი. ატარეთ სამაჯური იქამდე, მანამ სურვილი არ ასრულდება.








ასევე ნახეთ

7 თვისება, რომელიც გაგამდიდრებთ


ადამიანის გონებაზე მანიპულაციის 9 ფსიქოლოგიური ხრიკი


7 მთავარი ნიშანი იმის, რომ სამყარო გისმენთ



0
315
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
315
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0