ასტროლოგია "ხვალ დილით , 07:11, ახალმთვარეობაა ლომის ნიშანში! შესაბამისად..." - ასტროლოგის რჩევები 2019, 1 აგვისტო, 0:04 ასტროლოგი ქეთი ვაწაძე ხვალინდელი ახალმთავრეობის შესახებ წერს და ზოდიქაოს ნიშნებს რჩვებს აძლევს. მისი თქმით, ახალი საქმეების დაწყება ამ პერიოდში არ შეიძლება, მინიმუმ 3 აგვისტომდე, შეიძლება მხოლოდ დაგეგმვა, უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ მიმდინარე საქმეებით და ახალი კი ახალმთვარეობის ზონის გასვლის შემდეგ დავიწყოთ. "ხვალ დილით (07:11) ახალმთვარეობაა ლომის ნიშანში! შესაბამისად, ვიცით უკვე, რომ ახალი საქმეების დაწყება ამ პერიოდში არ შეიძლება, მინიმუმ 3 აგვისტომდე, შეიძლება მხოლოდ დაგეგმვა, უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ მიმდინარე საქმეებით და ახალი კი ახალმთვარეობის ზონის გასვლის შემდეგ დავიწყოთ კარგი იქნება თუ ახალმთვარეობამდე გავათავისუფლებთ ჩვენს საცხოვრებელს ყოველგვარი ზედმეტობებისგან - მოიშორეთ დრომოჭმული, გამოუსადეგარი ნივთები, არასაჭირო კავშირები და ახალმთვარეობა ახალი ფურცლიდან დაიწყეთ! რადგან ახალ მთვარეობა ლომის ნიშანში ხდება, განსაკუთრებული ყურადღება მართებთ გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანებს! მიიღეთ პროფილაქტიკური ზომები სასიკეთოა ისიც, რომ კომუნიკაციისა და ინფორმაციის პლანეტა, მერკური, პირველ აგვისტოს სწორდება! მართალია რეტროგრადულობის ინერცია რამდენიმე დღე კიდევ გასტანს, მაგრამ მაინც, გამოსწორდება ურთიერთგაგების, საერთო ენის გამონახვის, კომუნიკაციის თემები...ეშველება ჩვენს ტექნიკასაც, რომელმაც ბოლო 3 კვირის მანძილზე ბევრთან აურია ლომში ამჟამად იმყოფება ვენერა და მარსიც! რადგან ლომი გართობის, სიამოვნების მიღების, სიყვარულის ნიშნად მოიაზრება - წესით, სწორედ ამ ტენდენციების გაძლიერებას ველოდებით აგვისტოს თვეში ბედნიერ, ლაღ, სასიამოვნო პერიოდს გისურვებთ! ქეთი ვაწაძე" ახალმთვარეობა, მთვარის ფაზა, როდესაც მთვარე დედამიწის ირგვლივ გარემოქცევისას დედამიწასა და მზეს შორისაა მოქცეული. ამ დროს მთვარე უჩინარია, ვინაიდან დედამიწისაკენ მიქცეულია მისი გაუნათებელი მხარე, მხოლოდ 2-3 დღის შემდეგ, საღამოს, დასავლეთის ცაზე ვიწრო ნამგალივით გამოჩნდება. ახალმთვარეობა – ცხოვრების ახალი ციკლია. ამიტომ მილიონობით ადამიანს სწამს, რომ ამ დროს ჩაფიქრებული სურვილები აუცილებლად ასრულდება. ასევე დაგაინტერესებს:როგორ უნდა გავიაროთ 1 აგვისტოს ახალმთვარეობის რთული პერიოდი - ცაგარელის რჩევებიგილოცავთ ლომებო!! - ასტროლოგი მიმდინარე თვის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს ორი მნიშვნელოვანი მოვლენა გვაქვს ამ კვირაში - ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს5 აგვისტოდან საბოლოოდ ამოვისუნთქებთ...- ნახეთ, რა გელოდებათ მიმდინარე კვირაში964 1-ს მოსწონს
|