x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ინდოეთის დიდი კედელი – მსოფლიოს მივიწყებული საოცრება

მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია ჩინეთის დიდი კედლის შესახებ. მაგრამ, ცოტამ თუ იცის, რომ ინდოეთის დიდი კედელიც არსებობს. მართალია, ის ჩინეთის კედელს სიგრძეში (8 851, 9 კმ) ჩამორჩება, სამაგიეროდ, უფრო ძლიერია და არქიტექტული თვალსაზრისითაც უკეთესია…


image


კუმბჰალგარჰი ფორტი (ციხესიმაგრე) ანუ ინდოეთის დიდი კედელი ქვეყნის გულში, მადჰია პრადეშის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს. თავისი არსებობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ეს კედელი უცნობი წინაპრების მიერ დატოვილ, დეტექტივურ რომანად, თავსატეხად და ისტორიის გაკვეთილად იქცა.


image


კედლიდან უმშვენიერესი ხედი იშლება და როგორც ინდოეთის რეგიონებიდან, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან, კუმბჰალგარჰში უამრავი ადამიანი ჩადის დასვენების დღეებს გასატარებლად. ის ქ. უდაიპურის ჩრდ–დას-ით 82 კმ-ს დაშორებით მდებარეობს და იქ ჩასვლა ნებისმიერ დროს შეიძლება.


image


გარკვეულ მონაკვეთებში კედელი სრულიად სწორეა. ზოგიერთ ადგილებზე, ხან წყდება, ხან კი ზიგზაგისებურია და გაშლილ აკორდიონს მოგვაგონებს, ზოგი მონაკვეთი კი, – საერთოდ გაუვალი ჯუნგლების ზონაში გადის.


image


კედელს უამრავი განშტოება აქვს და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ერთ დროს, ამ ადგილზე ქალაქი იყო და მისგან მხოლოდ გალავანი და კიბეები დარჩა.


image


ისტორიის მოყვარულები ფორტს ინდოეთის დიდ კედელს უწოდებენ და არქეოლოგების მონაცემებს თუ დავეყრდნობით, ის მართლაც დიდია – მისი სიგრძე 80 კმ-ზე მეტია. თუმცა, ეს ჯერ დამტკიცებული არ არის, რადგან კედლის ზოგიერთი ნაწილი ჯერ კიდევ მიწის ქვეშ არის ჩამარხული. როდესაც მას სრულად გაწმენდენ, სიდიდით მეორე ფორტი იქნება, ჩინეთის დიდი კედლის შემდეგ.

ადგილობრივი მოსახლეობისთვის ის უბრალოდ diwaal-ია – «კედელი», რომელიც ყოველთვის იქვე ახლოს იყო... მაგრამ, არავინ იცის, როდის და ვის მიერ არის აშენებული. ჩვენამდე, არანაირი დოკუმენტს არ მოუღწევია, რომელშიც ძეგლის შესახებ, თუნდაც რამე სახის მინიშნება იქნება.


image


არსებობს მხოლოდ ლამაზი ზღაპარი, რომლის მიხედვით, ძლიერი და გავლენიანი ხელმწიფის ბრძანებით, კედელი 3 დღეში და 3 ღამეში ააშენეს და ის, უბრალოდ, საზღვარი იყო ბჰოპალსა და ჯაბალპურს შორის.


image


სადაც არ უნდა გაიაროს კედელმა, მკვლევარები გამუდმებით სხვადასხვა სახის არტიფაქტებს, ნასახლარებს და ტაძრის ნანგრევებს აწყდებიან. მეცნიერები თვლიან, რომ კედელი მხოლოდ «აისბერგის მწვერვალია» და ის დიდ საიდუმლოს მალავს.


image


ინდოეთის დიდი კედლის საიდუმლო, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს იზიდავს და ის ინდოეთის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა შეიძლება გამხდარიყო. თუმცა, ოფიციალური პირები, იმის გამო, რომ ნაგებობის ნაწილი უღრან ტყეში მდებარეობს, არ ჩქარობენ მასშტაბური პროექტის დაფინანსებას. ამიტომ, კვლევა, ძირითადად, ენთუზიასტების ხარჯზე მიმდინარეობს. სწორედ მათი წყალობით და ძალისხმევით, მსოფლიომ კიდევ ერთი საოცრების არსებობის შესახებ შეიტყო.

imageimageimageimageimageimageimage








1
485
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
485
  
10 აგვისტო, 0:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1