x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134423
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ცივილიზაციები და ხალხები რომლებიც განადგურდა. ნაწილი I
image



1. შუმერული ცივილიზაცია

imageშუმერული ქალაქი


შუმერები ერთ-ერთი უძველესი ხალხი იყო, რომლებიც შუამდინარეთში ცხოვრობდა. ძვ.წ 3000-2200 წლებში შუმერული ცივილიზაცია ყვაოდა. მათ გამოიგონეს ბორბალი, საფუძველი ჩაუყარეს მედიცინას, შეისწავლეს მზის სისტემა, გადაადნეს ლითონი, შექმნეს კალენდარი, გამოიგონეს აგური და ააშენეს სახლები; შექმნეს გილგამეშის ეპოსი, პირველი ლიტერატურული ნაწარმოები მსოფლიოში; შექმნეს სკოლები, გამოიგონეს ლურსმნული დამწერლობა და სხვა უამრავი რამ. ეს ყველაფერი 5000 წლის წინ უდიდესი მიღწევა იყო კაცობრიობისთვის. სამწუხაროდ, ამ განვითარებულ ხალხს დიდხანს არსებობა არ ეწერა. დასავლეთიდან წამოსულმა სემიტური ტომების ტალღამ (აქადეველებმა) 2150 წლისთვის ჯერ შუმერულ ქალაქ-სახელმწიფოებს მოუღეს ბოლო, შემდეგ კი შუმერები ისტორიის წიგნების კუთვნილებად აქციეს.

imageშუმერები



2. ეგვიპტური ცივილიზაცია


image

ეგვიპტე მსოფლიოში პირველი სახელმწიფო იყო, რომელიც ძვ.წ 3200 წლისთვის შეიქმნა. ეგვიპტელებმა ააგეს პირამიდები, შექმნეს კალენდარი და დამწერლობა, გააკეთეს პაპირუსი. არქეოლოგიური გათხრები და ფარაონთა დნმ-ის ანალიზი ადასტურებს, რომ ეგვიპტე უძველესი დროიდან კავკასოიდებით, ანუ თეთრკანიანებით იყო დასახლებული. ეგვიპტე ძვ.წ.1000 წლისთვის მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო იყო, მაგრამ შინაომებმა და საგარეო საფრთხემ თანდათან დაასუსტა ქვეყანა. ეგვიპტე ჯერ ასურეთმა დაიპყრო მცირე ხნით, შემდეგ სპარსეთის იმპერიამ, მოგვიანებით კი – ალექსანდრე მაკედონელმა. ალექსანდრეს ეგვიპტელები ისე შეხვდნენ, როგორც განმანთავისუფლებელს და ღვთის ძედაც კი გამოაცხადეს. ძველი წელთაღრიცხვის 30 წელს ეგვიპტეში რომაელები მოვიდნენ. ახალი წელთაღრიცხვის 641 წლამდე ქვეყანა რომისა და ბიზანტიის იმპერიის ნაწილი იყო, 641 წელს კი აღმოსავლეთიდან დაძრულმა არაბებმა ეგვიპტე დაიპყრეს და თანდათან უძველესმა ხალხმა დამპყრობლებში ასიმილაცია განიცადა და გაქრა. დღეს ეგვიპტის მოსახლეობის უმრავლესობას არაბები შეადგენენ. არაბების გარდა ქვეყანაში ცხოვრობენ ქრისტიანი კოპტები, რომელთა რაოდენობა 15 მილიონს აღწევს. კოპტები საკუთარ თავს ძველი ეგვიპტელების შთამომავლებად მიიჩნევენ.


3. ხეთები

ხეთები მცირე აზიაში მცხოვრები უძველესი ხალხი იყო, რომლებმაც ძვ.წ. მე-15-12 საუკუნეებში უძლიერესი სახელმწიფო შექმნეს და მეზობელ ქვეყნების ექსპანსია დაიწყეს. ძვ. წ. 1274 წელს კადეშთან ერთმანეთს ხეთები და ეგვიპტელები დაუპირისპირდნენ. მოგვიანებით მათ შორის გაფორმდა სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც ისტორიაში დადებული პირველი საზავო ხელშეკრულებაა. გარეომებმა თანდათან დაასუსტა ხეთების იმპერია. მე-12 საუკუნეში დასავლეთიდან დაძრულმა „ზღვის ხალხებმა“ ხეთების სახელმწიფოს ბოლო მოუღეს. ზოგიერთი მეცნიერის აზრით ხეთები ქართველების მონათესავე ხალხები იყვნენ.

imageხეთი მეომრები



4. ფილისტიმელები

ფილისტიმელები დღევანდელი პალესტინის ადგილას მოსახლე უძველესი ხალხი იყო, რომლებსაც გამუდმებული ომი ჰქონდათ ებრაულ სახელმწიფოებთან. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით ფილისტიმელები ამ ტერიტორიაზე ზღვიდან მოსულან და დასახლებულან. ფილისტიმელთა სახელის მიხედვით ამ მიწას პალესტინა უწოდეს. დღეს ფილისტიმელები გამქრალი ერების სიაში არიან.

imageდავითის და გოლიათის ორთაბრძოლა


5. ბაბილონი

ძვ. წ. 2000 წლისათვის შუამდინარეთს დასავლეთიდან სემიტური ტომების ახალი ტალღა ატყდება თავს. სემიტი ტომების მრავალრიცხოვანი ჯარები ანადგურებენ მესოპოტამიას და ქმნიან ახალ სახელმწიფოს ბაბილონს. ძვ. წ. მე-17 საუკუნეში მეფობს ბაბილონის გამორჩეული მეფე, ხამურაბი, რომელმაც შექმნა კანონების კრებული. მის დროს ძლიერდება ბაბილონის სამეფო, რომელიც იმორჩილებს მეზობელ სახელმწიფოებს. ძვ. წ. 1500 წლისთვის ბაბილონი აღმოსავლეთიდან შემოჭრილი კასიტების მსხვერპლი ხდება. მოგვიანებით ქვეყანა ასურეთმა დაიპყრო. ძვ. წ. 626 წელს ბაბილონის სამეფო აღდგა და მიდიელ მოკავშირეებთან ერთად გაანადგურა ასურეთი. თუმცა ბაბილონელთა ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. ძვ. წ. 539 წელს სპარსეთის მეფის კიროს მეორე დიდის ჯარებმა უბრძოლველად დაიკავეს ქალაქი ბაბილონი და მის ცივილიზაციას ბოლო მოუღეს. დღეისათვის ქალაქ ბაბილონის ჭიშკარი აღდგენილია და ბერლინის მუზეუმში იხანება.

image



6. ურარტუს სამეფო

imageურარტუს სამეფო

ძვ. წ. 1300-1100 წლებში ასურეთის მიერ განხორციელებულმა ლაშქრობებმა ცხადყო, რომ ურარტუელთა გადარჩენა და დამოუკიდებლობის შენარჩუნება მხოლოდ გაერთიანებულ, ძლიერ სახელმწიფოს შეეძლო. ძვ. წ. 900 წელს ურარტუელებმა ერთიანი სახელმწიფო და მრავალრიცხოვანი ჯარი შექმნეს. მათ ჯერ ასურელთა შემოტევები მოიგერიეს, შემდეგ კი თავად გადავიდნენ შეტევაზე. ძვ. წ. მერვე საუკუნეში ურატუელებმა გაანადგურეს დიაოხის ქართული სამეფო, რომლის მიწები ურარტუელებმა და კოლხებმა გაიყვეს. ძვ. წ. 720 წელს ურარტუს და კოლხეთს ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსული კიმერიელების ურიცხვი მეომრები ანადგურებენ, რომლებსაც ფეხდაფეხ სკვითები მოჰყვნენ. ამ ლაშქრობების გამო ურარტუ ძლიერ დასუსტდა და განადგურების პირას მივიდა. საბოლოო ლახვარი ურარტუელებს ძვ. წ. 600 წელს მიდიელებმა ჩასცეს და ურარტუს ცივილიზაციასაც ბოლო მოეღო.


7. მინოსური კულტურა

ძვ. წ.6000 წელს კუნძულ კრეტაზე ხალხი ცხოვრობდა. უძველესი მოსახლეობის კულტურას, მისი ლეგენდარული მეფე მინოსის მიხედვით, მეცნიერებმა მინოსური ცივილიზაცია უწოდა. ცივილიზაციის ნაშთები აღმოაჩინა ინგლისელმა არქეოლოგმა არტურ ევანზმა. არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილია ქალაქები, სასახლეები, ნავსადგურები, სასოფლო დასახლებები, ნეკროპოლისები. სასახლეებისა და კერძო პირების სახლების კედლები ფრესკებითა და რელიეფებით იყო შემკული. ნაპოვნია კერამიკა, სპილენძისა და ბრინჯაოს შრომისა და ბრძოლის იარაღი, ოქროს ძვირფასი ქვებისა და ფაიანსის სამკაულები, ქვის, თიხის, ბრინჯაოსა და სპილოს ძვლის მცირე ზომის ქანდაკებები. მინოსის კულტურამ აყვავებას მიაღწია დაახლოებით ძვ. წ. 1700 წლისათვის. მოსახლეობას მჭიდრო კავშირი ჰქონდა ძველ ეგვიპტესთან, მცირე აზიასთან და საბერძნეთთან. დაახლოებით ძვ. წ. 1470 წელს კრეტის ყველა ტაძარი დაინგრა მიწისძვრის შედეგად. ამით ისარგებლეს დამპყრობლებმა და მინოსურ ცივილიზაციას ბოლო მოუღეს.

imageკრეტის მეფე მინოსი



8. ასურეთი

image

ძვ. წ. 2500 წელს სემიტურმა ტომებმა მდინარე ტიგროსის შუა წელში თავიანთი დასახლებები შექმნეს. ძვ. წ. 1800 წლიდან ასურეთი ძლიერდება და მეზობელი სახელმწიფოების დაპყრობას იწყებს. ასურელებმა მოახდინეს არმიის რეორგანიზება და შექმნეს ძლიერი და მრავალრიცხოვანი ცხენოსანი ჯარი, რომელიც იმ დროისთვის პრაქტიკულად დაუმარცხებელი იყო. ძვ. წ. 1245 წელს ასურელებმა დალაშქრეს დიაოხი, კოლხეთი, ურარტუ და შავი ზღვის სანაპირო. ძვ.წ. მერვე მეექვსე საუკუნეებში ასურეთი მსოფლიოს უდიდესი და უძლიერესი იმპერიაა. მათ დაიმორჩილეს ეგვიპტეც, მაგრამ კიმერიელების და სკვითების მარბიელმა ლაშქრობებმა და დაპყრობილი ხალხების აჯანყებებმა ასურეთის იმპერია ძლიერ დაასუსტა. ძვ. წ. 605 წელს მიდიისა და ბაბილონის ალიანსმა აიღეო და დაანგრია ნინევია და ასური და ასურეთმაც შეწყვიტა არსებობა. თუმცა ასურელი ხალხი არ გამქრალა და მიუხედავად იმისა, რომ 26 საუკუნის განმავლობაში სახელმწიფო ვერ აღადგინეს, არ დაუკარგავთ იდენტობა. ახალი წელთაღრიცხვის მეექვსე საუკუნეში საქართველოში მოვიდა 13 ასურელი მამა, რომელთაც დიდი როლი ითამაშეს ქრისტიანობის განმტკიცებაში და რეფორმაციაში. ერთ-ერთმა მამამ, დავითმა დააარსა დავითგარეჯის მონასტერი. ასურელები მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან. რის გამოც ხშირად გამხდარან დევნის ობიექტი თავიანთ მიწაზე. მათი რიცხვი მსოფლიოში 3 მილიონს არ აღემატება. წარმოშობით ასურელი არის მამა სერაფიმე, რომელიც საოცრად გალობს არამეულ ენაზე.

imageასურეთის ძლევამოსილი მეფე ასურბანიფალი


გაგრძელება იქნება ...



0
1336
1-ს მოსწონს
ავტორი:white knight
white knight
1336
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0