x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რომელიც I მსოფლიო ომს უკავშირდება

image


ზოგადად, ასეთ შემთხვევაში ამბობენ, წყალობით მოხდაო, მაგრამ როდესაც საქმე ომს ეხება...

ომი ჩვეულებრივ არაერთი სიცოცხლის დანაკარგთან და ნგრევასთან ასოცირდება. მაგრამ, მსოფლიო ერთ ადგილზე არა დგას და პროგრესს ადგილი სამხედრო მოქმედებების დროსაც აქვს. აქ წარმოგიდგენთ 10 ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენას, რომელიც I მსოფლიო ომის დროს გაკეთდა ან მისი პოპულარიზაცია სწორედ იმ წლებში მოხდა.



კვარცის ნათურ


ობის ბოლოს გერმანია ჰუმანიტარული კატასტროფის პირას იყო, ეკონომიკის დაცემა, შიმშილი და სიღარიბე, შეიძლება ითქვას, რომ გამონაკლისის გარეშე, მთელს ტერიტორიაზე ერთნაირად სუფევდა... და ამ ფონზე, კიდევ ერთი უბედურება ქვეყანას, ბავშვების მასობრივი დაავადების, – რაქიტის სახით დაატყდა. მაცნიერებისთვის უცნობი იყო დაავადების გამომწვევი მიზეზი და ვარაუდობდნენ, რომ დაავადების გამომწვევი მთავარი ფაქტორი, – სიღარიბე იყო.


image


რაღაც მომენტში, გერმანელმა ექიმმა კურტ გულჩიცკიმ, რაქიტის მკურნალობის სქემაში, ულტრაიისფერი თერაპია ჩართო. მან სხვადასხვა ასაკის ბავშვები კვარცის ნათურების ქვეშ მოათავსა და შემდგომმა ანალიზებმა დაადასტურა, რომ: ძვლის ქსოვილმა გამაგრება დაიწყო. ასე მოაწყო კვარცის ნათურამ ნამდვილი გადატრიალება მედიცინაში და იქიდან მოყოლებული, სწორედ ასეთ ნათურებს იყენებენ საავადმოყფოებში და ჯანდაცვის დაწესებულებებში.



პლასტიკური ქირურგია



imageI მსოფლიო ომი ისტორიაში მხოლოდ ახალი სახეობების იარაღით (ფეთქებადი, კასეტური, ცეცხლგამჩენი ბომბები, ქიმიური იარაღი და ა. შ.) კი არა, განსაკუთრებული სისასტიკითაც შევიდა. ათასობით ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, საომარი მოქმედებების შედეგად, საშინლად იყო დამახინჯებული. ასეთ მდგომარეობაში დარჩენა, რა თქმა უნდა, არავის უნდოდა...

და ახალ ზელანდიელმა ქირურგმა ჰაროლდ გილისმა (Harold Delf Gillies) ჯერ კიდევ ომის პერიოდში დაიწყო სახის დეფექტების აღდგენის ოპერაციების ჩატარება. 1919 წლამდე, მან 5 ათასამდე ასეთი ოპერაცია ჩაატარა და პლასტიკური ქირურგიის სახით, ახალი მიმართულება გაჩნდა მედიცინაში.



ექოლოკაცია


პირველი მსოფლიო ომის წლებში გაერმანელების საიდუმლო იარაღი წყალქვეშა ნავები იყო. მათი მეშვეობით მტრის არაერთი გემი ჩაძირეს. ისინი იმით სარგებლობდნენ, რომ ნავების აღმოჩენა შეუძლებელი იყო და მხოლოდ ცალკე აღებულ ხომალდებს კი არა, მოწინააღმდეგეების ბაზებსაც ესხმოდნენ თავს. იმ დროს, ჰიდროლოკატორები ჯერ არ არსებობდა, ხოლო წყალქვეშა მიკროფონებით ზუსტი ინფორმაციის მიღება შეუძლებელი იყო.


image


ასე მანამდე გაგრძელდა, ვიდრე ბრიტანელმა მეცნიერებმა, პრობლემის მოსაგვარებლად, ულტრაბგერები არ გამოიყენეს. მის ბაზაზე მათ სპეციალური ხელსაწყო შექმნეს, რომელიც წყალში, საკმაოდ შორს მდებარე ხელოვნურ ობიექტამდე მანძილს ზომავდა. ამის შემდეგ, წყალქვეშა ნავების მიერ ფლოტზე თავდასხმის ფაქტები საგრძნობლად შემცირდა.



მაჯის საათი


სიმართლე რომ ვთქვათ, მაჯის საათი იმ პერიოდის გამოგონება არ არის. ის ადრეც იყო, მაგრამ საზოგადოებაში თავი ვერ დაიმკვიდრა – მას ძირითადად, მანდილოსნები ატარებდნენ. ხოლო, I მსოფლიო ომმა, მაჯის საათების პოპულარობას, ხელი მოსახლეობის ყველა ფენაში შეუწყო.

საქმე, იმაში იყო, რომ ბრძოლების დროს, ოფიცრებს და მათდამი დაქვემდებარებულ პირებს, შეთანხმებით მოქმედებისთვის, ზუსტი დროის ცოდნა ესაჭიროებოდათ. სწორედ მაშინ დაიწყეს ამ მნიშვნელოვანი აქსესუარის ხელზე ტარება, რადგან ის ძალიან მოსახერხებელი იყო, – მოქმედებაში ხელს არ უშლიდა და არც ჯიბეში ამოღებაზე და შენახვაზე იხარჯებოდა დრო. ბრძოლის დროს ხომ ყოველი წამი მნიშვნელოვანია.



ელვაშესაკრავი


ომი მხოლოდ გერმანიის მარცხით კი არა, ნამდვილი ტექსტილური რევოლუციით დასრულდა. ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში, კაცობრიობა ეძებდა საშუალებას, რომელიც სამოსის შეკვრა–გახსნის პროცესს გამარტივებდა და დაჩქარებდა.


image


ამერიკელმა ინჟინერმა გიდეონ სანდბექმა (Gideon Sundback), ღილების ჩასანაცვლებლად, მორბენალი საკინძი გამოიგონა და ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე დააპატენტა. მისმა გამოგონებამ, განსაკუთრებული მოწონება მეომრებს შორის დაიმსახურა, ხოლო ომის შემდეგ, ელვა შესაკრავმა, სამხედრო ფორმიდან, ჩვეულებრივ სამისზე გადაინაცვლა.



უჟანგავი ფოლადი


დღეს ჩვენი ცხოვრება ნამდვილად წარმოუდგენელია უჟანგავი ლითონის ნივთების გარეშე. მაგრამ, ცოტამ თუ იცის, რომ ამ ლითონის აღმოჩენაც I მსოფლიო ომის დროს, ფრონტებზე შექმნილი პრობლემების გამო მოხდა.

ომის დაწყების პირველი დღიდან, ყველასთვის ნათელი გახდა, რომ იმ მომენტისთვის არსებული სასროლი იარაღი დიდ დატვირთვას ვერ უძლებდა, – ტყვიის ხახუნით გამოწვეული, გადახურების გამო, ლულა დეფორმირდებოდა და მტრის მიზანში ამოღება შეუძლებელი ხდებოდა. ამიტომ, საჭირო იყო ნედლეულის შექმნა, რომელიც ბრძოლის დროს, ყველანაირ გამოცდას გაუძლებდა. და ამის გაკეთება ინგლისელმა მეცნიერმა გარი ბრირლმა (Harry Brearley) შეძლო. ის ექსპერიმენტებს სხვადასხვა ლითონებით და შენადნობებით ატარებდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ მიხვდა, რომ მის მიერ შექმნილი წინა საცდელი ნიმუშები არ იჟანგებოდა... და მალე, უჟანგავი ფოლადის გამოყენება, მხოლოდ სამხედრო წარმოებაში კი არა, სამოქალაქო სექტორშიც დაიწყეს.



სისხლის გადასხმა


საომარი მოქმედებების დროს, საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა კი არა, პირველადი დახმარების გაწევაც კი რთული იყო. ხშირ შემთხვევაში, დაჭრილი მეომრები, სისხლის დაკარგვის გამო, საავადმყოფოში გადაყვანამდე იღუპებოდნენ. საჭირო იყო ამ პრობლემის მოგვარება და მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები, გამოსავლის ძიებაში, უამრავ ცდას ატარებდნენ.


image


რეალურად, სისხლის გადასხმის პირველი პროცედურა, ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში განხორციელდა. მაგრამ, ომის დაწყების მომენტისთვის, სისხლის დიდი ხნის მანძილზე შენახვის მეთოდი ჯერ არ არსებობდა. უკვე ომის მსვლელობის დროს, ინგლისელმა მეცნიერებმა ფრენსის რუსმა (Francis Rus) და დ. რ. ტურნერმა (D.R.Turner) პირველად გამოიყენეს ნატრიუმის ციტრატის ხნარი და გლუკოზა, სისხლის რამდენიმე დღის მანძილზე შესანახად.



სოიას სოსისი


ჰუმანიტარული კატასტროფა ყველა ომის თანმდევი პროცესია. ხან ისეც ხდება, რომ საომარი მოქმედებების ზონაში, მეომრებს და მშვიდობიან მოსახლეობას, საკვებად საერთოდ არაფერი აქვთ. ამ სიტუაციისგან თავის დასაღწევად, პირველი მსოფლიო ომის დროს, ახალი საკვები პროდუქტების წარმოება დაიწყეს. საუბარია სოიას სოსისებზე, რომლის შემქმნელი, როგორც გაირკვა… ქალაქის მერი იყო.

კონრად ადენაუერმა (Konrad Adenauer), რომელიც იმ დროს კელნის თავი იყო (II მსოფლიო ომის შემდეგ (1949–1963 წწ.) გერმანიის კანცლერი. რედ), დამშეული მოსახლეობის გამოსაკვებად, ალტერნატიული საკვების ძებნა დაიწყო. ქალაქში ჯერ სიმინდის ფქვილით დაიწყეს პურის ცხობა. მაგრამ, რუმინეთი, რომელიც სიმინდის მთავარი მომწოდებელი იყო, ომიდან გავიდა... მაშინ მერმა, «ხორცპროდუქტების» წარმოება გადაწყვიტა, ხორცის გარეშე – ის მან სოიათი ჩაანაცვლა.



კონვეიერი


დღეს, ისეთი წარმოდგენა გვაქვს, რომ კონვეიერის ლენტა, ყოველთვის წარმოების განუყოფელი ნაწილი იყო. ფაბრიკა-ქარხნებში, მუშების შრომის შემსუბუქების და მოსახერხებულობის თვალსაზრისით, ამ მეთოდის გადაფასება ნამდვილად რომ შეიძლებელია. მაგრამ, ბევრმა არ იცის, რომ დღეს შეუცვლელი კონვეიერული წარმოების დანერგვა, სწორედ I მსოფლიო ომის გამო მოხდა.



image


ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჰენრი ფორდმა, ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ქვეყნის სამხედრო უწყებისგან სამხედრო მანქანების წარმოებაზე დიდი შეკვეთა მიიღო და იმისთვის, რომ დათქმულ ვადებში დავალება შესრულებინა, ფორდმა ეს მეთოდი დაამუშავა და თავის ქარხანაში დანერგა. ამ იდეის წყალობით, მის მიერ წარმოებული სამხედრო ტექნიკა ყველაზე გავრცელებული იყო ამერიკაში და მის საზღვრებს გარეთ. ხოლო, კონვეიერის ლენტამ სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი წარმოებაში.



ჩაის ერთჯერადი პაკეტები


imageმილიონობით ადამიანს უყვარ ჩაი, მაგრამ ოფისის პირობებში ჩაის დაყენება, მაინცა და მაინც მოსახერხებელი არ არის და ამიტომ ჩაის პაკეტებს იყენებენ. მაგრამ, ჩაის მოყვარულების უმრავლესობამ, ალბათ არ იცის, რომ ცხელი სასმელის მომზადების მოსახერხებელი მეთოდის დანერგვა I მსოფლიო ომის დროს მოხდა.

ყველაფერი კი, ასე დაიწყო: ამერიკელმა ტომას სალივანმა, რომელიც ნიუ-ორკში ჩაით ვაჭრობდა, ინდოეთიდან და ცეილონიდან რკინის კოლოფებით ჩამოტანილი ჩაის დაფასოება გადაწყვიტა. ის ჩაის აბრეშუმის ტომრებში ათავსებდა და ისე ყიდიდა. ასე ჩაი ბევრად უფრო სწრაფად იყიდებოდა და კლიენტებიც კმაყოფილები იყვნენ. ერთ–ერთმა კლიენტმა კი უთხრა, რომ რესტორანში, სადაც ის მუშაობდა, ჩაის პირდაპირ აბრეშუმის ტომრით აყენებდნენ და რომ ეს ძალიან მოსახერხებელი იყო. სალივანს ეს იდეა მოეწონა, ტომრებში ჩაის რაოდენობა შეამცირა – იმდენი ჩაყარა, რაც ერთ ადამიანს, ჩაის ერთ დაყენებაზე ეყოფოდა.

თავდაპირველად ერთჯერადი ჩაის ტომრები აბრეშუმის იყო, ხოლო შემდეგ, როდესაც მასობრივი წარმოება დაიწყეს, აბრეშუმი უფრო იაფფასიანი მარლის ქსოვილით ჩაანაცვლეს. ერთჯერადი ჩაი, განსაკუთრებული პოპულარობით საომარი მოქმედებების ზონებში სარგებლობდა. ხოლო ომის დასრულების შემდეგ, აქტუალობა არ დაუკარგავს და რომ არა I მსოფლიო ომი, შესაძლებელია, ჩაის დაყენების ეს მეთოდი, ნიუ-ორკის ფარგლებს არც გასცდენოდა.

imageimageimageimageimageimageimage









0
338
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
338
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0