x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
კანონიერი ქურდი"გივი კოლიმა", რომელიც"ბეზპრედელს' ანუ უკანონობას ებრძოდა
image
ხშირად, მომავალი კანონიერი ქურდები თვითონ წყვეტენ, თუ ვინ უნდა გახდნენ, როდესაც კრიმინალური რომანტიკით არიან გატაცებული. ასე მოხდა "გივი კოლიმას"შემთხვევაში. უკვე 19 წლის ასაკში მან თავად აირჩია ცხოვრების ის გზა, რომელსაცც გაყვა სიცოცხლის ბოლომდე.

გივი შალვას ძე ჯიჯეიშვილი დაიბადა 1928 წლის 10 იანვარს, სოხუმში. ახალგაზრდობაში ის ხშირად იყო კრიმინალური ჩხუბის მონაწილე, რის გამოც მას პრობლემები ჰქონდა სამართალდამცავ ორგანოებთან. ის პირველად ციხეში წავიდა 1949 წელს 10 წლის განმავლობაში. პირველი სასჯელის მოხდისაა შენიშნეს კანონიერმა ქურდება და იმავე წელს მიიღეს ქურდების ოჯახში. იმის გამო, რომ ის სასჯელს კოლიმაში იხდიდა, მან მიიღო შესაბამისი მეტსახელი ”გივი კოლიმა”.

ციხიდან ის მალე არ გამოსულა, რადგან ის მუდმივად არღვევდა ზონის წესებს. 1950 წელს დააპატიმრეს 20 წლით, 1951 წელს 25 წლით, 1952 წელს 25 წლით, 1956 წელს 23 წლის ვადით.

ჯიჯეიშვილმა, სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელის 10 წლის ნაცვლად, ციხეებში 30 წელი გაატარა. ციხეში მან თავი გამოიჩინა, როგორც ღირსეულმა და პატივცემულმა კანონიერმა ქურდმა. ახალგაზრდა თაობა უახლოვდებოდა მას და ცდილობდა მისგან გამოცდილების მიღებას, მათგან ორში "გივი კოლიმამ" დაინახა პერსპექტივა და გახდა მათი ნათლია.


ძნელი იყო "კანონიერი ქურდის" ცხოვრება განთავისუფლების შემდეგ, რადგან მას ცხოვრების ნახევარი უკვე ციხეში ქონდა გატარებული, ამიტომ, 1988 წელს მას კვლავ მიესაჯა 3 წლიანი პატიმრობა ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისთვის, ხოლო, 1991 წელს მსგავსი დანაშაულისათვის კიდევ ერთი წელი მიესაჯა, შემდეგ 1993 წელს კიდევ 1 წელი.

90-იანი წლების შუა პერიოდში ჯიჯეიშვილი დასახლდა ტოლიატში. იმ დროისთვის აქ უკვე დაიწყო "ბეპრედელი"(უკანონობა) და ქურდული ტრადიციების დარღევა. ჯიჯეიშვილი აქტიურად ებრძოდა იმ „კანონიერ ქურდებს“, რომლებიც ფულს გამოძალვისა და გატაცების გზით შოულობდნენ. ბრძოლა უთანასწორო აღმოჩნდა, გივის ბევრი მეგობარი ლიკვიდირებულ იქნა და ბევრმა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა. თავად კრიმინალური ავტორიტეტი ჟიგულევსკში დასახლდა.

საქმეების გარჩევისა დროს, ჯიჯეიშვილმა საკმაოდ ბევრი მტერი შეიძინა. 2000 წლის 19 მაისს ხანშიშესული ქურდი ჩავიდა ტოლიატში, დოკუმენტების ასაღებად. იმ დროისთვის მას იქ უკვე ელოდებოდნენ. როდესაც ის მანქანას მიუახლოვდა, უცნობი პირები გამოვიდნენ მიმდებარე კორპუსის კუთხიდან და ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ მანქანაში ჩასხდნენ და დანაშაულის ადგილიდან გაიქცნენ.

4
667
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
667
  
2019, 1 აგვისტო, 19:55
ზუგდიდში ცნობილი ქირურგის შვილი და უწესიერესი ახალგაზრდა იყო ცხონებული.
2019, 1 აგვისტო, 18:09
სიძეც ასეთი უნდა
2019, 31 ივლისი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 31 ივლისი, 21:40
იქვე მოკლეს ტოლიატის "მაყურებელი ქურდის" როლანდ გეგეჭკორის (შლიაპა) სიძე გვარად ლაზარია.
სიმამრს აეფარა.
0 1 4