x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
კაცობრიობას ახალი ფორმის ბუნებრივი კატაკლიზმები ელოდება

image
პლანეტაზე კლიმატის ცვლილება საშიშია არა მარტო ქარიშხლების, გვალვის, წყალდიდობისა და არანორმალური სიცხის გამო, ამას ყველაფერს მიჩვეულები ვართ. საუკუნის დასასრულს, ადამიანები შეხვდებიან კლიმატის ჰიბრიდულ და შეცვლილ ფორმებს, რომლის შესახებაც ჯერჯერობით ცოტა რამ არის ცნობილი.

მაგალითად:- ძლიერი ტროპიკული ციკლონი იწვევს ელექტროენერგიის გათიშვას მთელს ქალაქში, შემდეგ კი, ქსელის გამოსწორებამდე, ძლიერი სითბური ტალღა წარმოიქმნება. კონდიცირებისთვის ენერგია არ არის საკმარისი, რაც იმას ნიშნავს, რომ სითბოს ზემოქმედების შემსუბუქების უუნარობის გამო ბევრი ადამიანი რისკის ქვეშ დგება.

ახლა ასეთი შემთხვევები იშვიათია, მაგრამ მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ თუ არ შემცირდება მავნე ემისიების გამოფრქვევა ატმოსფეროში, კომბინირებული და საშიში ბუნებრივი მოვლენები რეგულარული გახდება.

მკვლევარებმა შეაგროვეს 121 ძლიერი ქარიშხალის სია, რომლებიც 1979 წლიდან 2017 წლამდე თავს დაატყდა წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს, ინდოეთის აუზის სამხრეთ ნაწილს და ჩრდილო ატლანტიკის აუზს. მათ ასევე გამოიყენეს ანომალიური სიცხის ტემპერატურის ჩანაწერები (40 ° C- დან).


მეცნიერებმა გააკეთეს მოდელირება სითბოს ტალღის ალბათობაზე ტროპიკული ციკლონის შემდეგ. რაც უფრო მაღალი ტემპერატურაა პლანეტაზე, მით უფრო ხშირად მოხდება ასეთი ფენომენები: 1, 5 ° C - ყოველ შვიდ წელიწადში, 4 ° C - ყოველწლიურად. ამავე დროს დაზარალდებიან 1.2 მილიონიდან 12 მილიონამდე ადამიანი.

გამოკვლეული პერიოდის განმავლობაში (1979 წლიდან 2017 წლამდე) იყო ოთხი ასეთი შემთხვევა - ბანგლადეშში, მექსიკაში, ფილიპინებსა და კარიბში. ”ჩვენ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ახალი საშიშროებისთვის ახლავე უნდა დავიწყოთ მომზადება." - წერენ მეცნიერები.

1
698
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
698
  
2019, 31 ივლისი, 22:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1