x
image
Lerato
გსურთ თქვენი ბინა მყუდრო ადგილად აქციოთ? მაშინ გაითვალისწინეთ ჰონკონგელ დიზაინერთა რჩევები

როდესაც პატარა ბინის გადაკეთება ხდება, ძირითად აქცენტებს სივრცის გაშლაზე აკეთებენ – უფრო დიდი, ნათელი და მთლიანობაში თბილი ატმოსფერო რომ შეიქმნას. რამდენიმე საინტერესო დიზაინერული სტრატეგიიდან, რაც უკვე ვნახეთ, გვინდა განსახილველად შემოგთავაზოთ ჰონ-კონგში მდებარე სტუდიის ტიპის ბინა. ქალაქი, რომელიც ცნობილია პატარა ფართის ბინებით და ამასთან, წარმოუდგენელი კრეატიულობით და საინტერესო ინტერიერის დიზაინით. აპარტამენტი, რომლის ჩვენებასაც ვაპირებთ 55 კვ. მ.–ია, რაც ძალიან პატარადაც არ შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა, საკმარისად მცირე ფართია იმისთვის, რომ რამდენიმე გამოწვევა წარმოგიდგინოთ, რომლის წინაშეც დიზაინერები აღმოჩნდნენ.



image

თავდაპირველად სამუშაო ზონას საერთოდ არ უდგებოდა მზის სინათლე, რაც ძალიან მოუხერხებელი იყო.


image

მისაღებისა და სამუშაო ზონის გაერთიანებით დიზაინერებმა მოახერხეს ბუნებრივ სინათლეს თითქმის მთელს ბინაში შეეღწია.



image

image

image

ინტერიერის რემოდელირება Sim-Plex Design Studio მიერ მოხდა 2017 წელს. ბინის გადაკეთების მთავარი მიზანი იყო ორი ზონის დაკავშირება ისე, რომ მთელს ბინაში გაჩენილიყო თავისუფლების, ღია სივრცის, საკმარისი სინათლის განცდა. ეს მიღწეული იქნა იმ კედლის მოშლით, რომელიც გამოყოფდა სახლის ოფისს, რის შემდეგადაც სასადილო და სამუშაო ზონები გაერთიანდა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებით, დიზაინერებმა მოახერხეს ბუნებრივი სინათლე სამუშაო ზონაშიც შესულიყო, სადაც მანამდე თითქმის არ აღწევდა. ამას გარდა, ბინაში ყველაზე აღსანიშნავი და თვალში საცემი მისი შეკვეთით დამზადებული მაღალი ხარისხის ავეჯია გლუვი ხაზებით, მომრგვალებული ნაპირებითა და კუთხეებით, რომელიც უწყვეტ და ჰარმონიულ შთაბეჭდილებას ქმნის.




image

imageეს არის ორი ზონის გამყოფი, რომელიც პატარა და სიმბოლურია, ხელს არ უშლის ბუნებრივი სინათლის შემოსვლას.



image

მარმარილოს ზედაპირი, რომელიც დიზაინერებმა აქტიურად გამოიყენეს, ბინას დახვეწილ და ელეგანტურ იერს აძლევს.



image

შეკვეთით დამზადებული კარადები თავისი სიგლუვით, ოვალური ფორმებით და სწორედ შერჩეული ფერით ისე ნაზად და ჰარმონიულად არის წარმოდგენილი, რომ ეს ყოველივე დიდი სივრცის შთაბეჭდილებას ტოვებს.



image

სამზარეულოს ბინის დანარჩენი ნაწილისგან გასაწევი კარი გამოყოფს ნახევრად გამჭირვალე შუშებით, რაც ბუნებრივი სინათლის გავრცელების საშუალებას იძლევა.



image

სამზარეულო ჩვეულ სტილშია, მისაღები ოთახისგან განსხვავებით აქ ვერ ნახავთ ოვალურ ფორმებს.



image

ფერთა პალიტრას რაც შეეხება, მისაღები ოთახი თბილ ნეიტრალურ ტონებშია გადაწყვეტილი, საძინებელში კი აქცენტი ლურჯზე გააკეთეს.



image

სააბაზანოში, ასევე, გამოყენებულია მრგვალი ფორმები, პასტელის ტონები და კარადებს ქვეშ დამონტაჟებული სინათლე ელეგანტურობას სძენს ინტერიერს.



image

საძინებელი პატარაა გასაწევი კარით, თუმცა, საკმაოდ კომფორტული და საინტერესო ინტერიერით.



image

ჰოლში თვალშისაცემია თანამედროვე სტილის სპილენძის სანათი, რომელიც ლამაზად გამოიყურება ნარინჯისფერ კედელთან.



image

დიზაინერებმა მოახერხეს ამ პატარა საძინებელში მაქსიმუმის გაკეთება მასში ჩაშენებული ფუნქციებით.


image

არცერთი კუთხე იქნა დატოვებული ფუნქციის გარეშე, მათ შორის სივრცე კედელსა და ფანჯარას შორის.



ასევე დაგაინტერესებთ:


ბინა დამალული საძინებლით – მცირე ფართის მაქსიმალურად გამოყენება


ინტერიერი და დიზაინი – 50 საოცარი ოთახი ბავშვისთვის


როგორ მოვაწყოთ მოზარდი გოგონას ოთახი – 35 საოცარად ორიგინალური იდეა


რემონტი და დიზაინი: როგორ მოვაწყოთ ყველაზე მყუდრო ადგილი სახლში – 70 კრეატიული იდეა (ნაწილი II)


ვერტიკალური ბაღები მათთვის, ვისაც პატარა ფართის სახლი ან ეზო აქვს – 80 საოცარი ედეა!


ამ ადამიანმა 4 წელი მოანდომა ცოცხალი ხეებისგან ეკლესიის აგებას – ნახეთ რა საოცრად გამოიყურება!


ბაღის, ეზოსა და სახლის მოწყობა ხის მეორადი პალეტებით – 50 პრაქტიკული იდეა



4
222
5-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
222
  
2019, 1 აგვისტო, 23:07
2019, 1 აგვისტო, 19:54
ვნახე, დიდი მადლობა. სულ რამდენიმე ავტორია საიტზე რომელთა მასალას მუდამ ბოლომდე ვკითხულობ, ერთერთი თქვენ ხართ.
2019, 1 აგვისტო, 14:15
ძალიან საინტერესო პროექტები აქვთ პატარა ბინებისთვის, სტატიაში ლინკი დევს თუ დაინტერესდებით, დაათვალიერეთ ( Sim-Plex Design Studio)
2019, 1 აგვისტო, 12:31
საოცრებაა, ისე ერთერთი მათგანი ქალაქის სახლშია თითქმის ანალოგიურად გაკეთებული ფერები, რომ ემთხვეოდეს.
ერთობ საინტერესოა, კატალოგივითაა წარმოდგენილი.
0 1 4