x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
როგორ იყენებდა საბჭოთა კავშირი ომში ძაღლ "კამიკაძეებს" გერმანული ტანკების წინააღმდეგ ეფექტურად

image საბჭოთა კავშირი მოლოტოვ-რიბენტროპის მიერ ხელმოწერილი პაქტის შემდეგ, როგორც იმ პერიოდის ისტორიკოსები წერენ არ ელოდნენ ფაშისტური გერმანიის მიერ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ასე მალე თუ განხორციელდებოდა აგრესია.
საბჭოთა კავშირის არმია არ იყო იმ პერიოდისათვის შესაფერისი ტექნიკით და საბრძოლო შეიარაღებით აღჭურვილი, შესაბამისად ვერმახტის დანაყოფები სწრაფად მიიწევდნენ წინ.
ნათქვამია "ომში გამარჯვებისათვის ყველა ხერხი მიღებულიაო"!
ქართული ანდაზისა არ იყოს "შიში მანახე და გაქცევას განახებო", სსრკ-ს შეიარაღებული ძალებიც იძულებული გახდნენ არასტანდარტული მეთოდები გამოეყენებინათ და გერმანული სატანკო შენაერთებისათვის დაეპირისპირებინათ ბარბაროსული, მაგრამ ეფექტური მეთოდი-მათ წინააღმდეგ გამოეყენებინათ ძაღლი "კამიკაძეები".
ძაღლებს "აცმევდნენ" სპეციალურად მათთვის შეკერილ შალითებს, რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერებების ბრიკეტებს უდებდნენ სპეციალურ ჯიბეებში, ასევე უშუალოდ ზურგზე მაგრდებოდა მძლავრი ასაფეთქებელი საშუალება.
თითოეული ბრიკეტი და სხვა სახის ასაფეთქებელი საშუალება ერთმანეთთან იყო დეტონატორებით დაკავშირებული.
ძაღლი-"კამიკაძის" ტანზე დამაგრებული "ჯოჯოხეთის მანქანის" ასამოქმედებელი დეტონატორი სადენებით მიერთებული იყო მებრძოლთან განთავსებულ ელექტრონული მუხტის მიმცემ აპარატთან, როგორც კი ძაღლი შეუვარდებოდა ტანკს კორპუსის ქვეშ მებრძოლს მოქმედებაში მოჰყავდა დეტონატორი და აფეთქების ტალღას მწყობრიდან გამოჰყავდა ტანკი და მისი ეკიპაჟი.
თუმცა მარტო მებრძოლის იმედად არ იყო ძაღლი "კამიკაძე" დანაღმული, ძაღლის ზურგზე მაგრდებოდა სპეციალური მოწყობილობა ბერკეტით, რომელიც ტანკის კორპუსთან შეხებისას მოდიოდა მოქმედებაში.
ძაღლები პატრონის სურვილით არ გარბოდნენ ტანკებისაკენ, მათ დასანახად ტანკის მიმართულებით ისროდნენ საკვებს, რომლისკენაც გარბოდა საბრალო ცხოველი.
imageimageimageimageimageimageimageimageimage









0
299
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
299