x
image
Teklamaisuraze
ნეკრონომიკონი - აკრძალული წიგნი, რომლის წაკითხვას ადამიანი ფსიქიურ აშლილობამდე მიჰყავს
ნეკრონომიკონი საკმაოდ ცნობილი აკრძალული წიგნის სახელია, რომელიც არაერთ ფილმში გვხვდება. ამ წიგნის ისტორია დიდად არ არის ცნობილი, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ იგი აკრძალულია და მისი ეგზემპლარების შოვნა ძალიან ძნელია, ორიგინალზე, ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

image


მოვლენები, რომელიც ჰოვარდ ლაფსკრაფტის წიგნში ვითარდება გითრევს და ამავე დროს გაშინებს. მიუხედავად მათი მისტიურობისა, გამოგონილი ხანდახან რეალურად გვეჩვენება.

უამრავმა მისტიურმა ისტორიამ დამარხეს სიმართლე იმის შესახებ, რომ ნეკრონომიკონი არ არსებობდა.

image

აკრძალული წიგნის ავტორია არანორმალური აბდულა არხაზრები. წიგნი დაიწერა 730 წელს. დამასკოში შეიქმნა რამდენიმე ახალი თარგმანი. ითვლება, რომ ამ დროისთვის დედანი დაკარგული იყო. ერთ ერთი ლათინური ასლი მოხვდა ვატიკანში, სადაც ოფიციალურად აიკრძალა 1232 წელს. რომის პაპი, გრიგოლ 9 ს მიერ. მეორე ასლი კი მოხვდა ინგლისელ მეცნიერთან. რომლისგანაც კიდევ ერთი ასლი გააკეთა და გადათარგმნა ინგლისურად. ეს თარგმანი არ შეინახა და ჩვენამდე მხოლოდ ნაწყვეტებად მოაღწია.

image


თუ ლაფკრაფტის შემოქმედებას დავუჯერებთ ნეკრონომიკონის ასლები ინახება ბრიტანეთის მუზეუმში, საფრანგეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ასევე ჰარვარდის ბიბლიოთეკაში.

წიგნის შინაარსზე თითქმის არაფერი ვიცით. აღწერა გვაუწყებს, რომ მისი წაკითხვა, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი ჯანმრთელობისთვისაც სახიფათოა. ძირფესვიანად მისმა გამოკვლევამ კი შეიძლება ჭკუიდან შეგვშალოს. აკრძალული წიგნის გვერდებზე დაწერილია ყველანაირი რიტუალი, თუ შელოცვა ასევე დემონების აღწერა, გასაკვირი არაა, რომ ნეკრონომიკონმა დიდი რეზონანსი გამოიწვია კულტურაში, ის ნახსენებია სხვა ავტორების წიგნებში, ფილმებსა და სიმღერებში, შეიქმნა რამდენიმე მისტიფიკაცია, რომელიც აქამდე ითვლება ნეკრონომიკონად.


image

ლაფკრაფტი არ მალავდა, რომ წიგნი გამოგონილი იყო. მისი ასეთი პიპულარულობა მეტყველებს იმაზე, რომ ის თავისი საქმის დიდი ოსტატი იყო. რისი წყალობითაც ყველაზე დაუჯერებელი ფაქტებიც კი რეალურად გვეჩვენება.

პოეტის და ჯადოქრის, აბდულ ალ ჰაზრეთის ზუსტი ბიოგრაფიის მოძიება დღეს შეუძლებელია, თუმცა არსებობს უამრავი ალტერნატიული გადმოცემა და ლეგენდა, მათ შორის ლავკრაფტის და ტაისონის.

image


ალ ჰაზრეთის დაბადების თარიღი არ არის ცნობილი, მაგრამ დაახლოებით ვარაუდობენ 655 წელს. გადმოცემით, როდესაც დედამისი უდაბნოში მიჰყვებოდა ქარავანს, რათა ენახა საქმრო და გაჰყოლოდა ცოლად. სწორედ მაშინ გადაეყარა ჯინი და დააორსულა, დაიბადა აბდულა. ღვთის მოსავი ქალი ყოფილა, მაგრამ ეს ფაქტი აბათილებდა მის სიწმინდეს.

image

ალ ჰაზრეთი აღიზარდა სამეფო კარზე. მეფემ გაზარდა ის როგორც შვილი. როდესაც ალ ჰაზრეთი 18 წლის გახდა, მას შეუყვარდა ერთ ერთი მეფის ასული. ის დაუახლოვდა გოგონას და მალე მისი მისგან შვილიც გააჩინა. როდესაც მეფემ ამ ურთიერთობის შესახებ შეიტყო, განრისხდა და აღშფოთებულმა ბრძანა დაეხრჩოთ ახალშობილი, ხოლო პოეტი ალ ჰაზრები ღალატისთვის დაასახიჩრეს, ის დაასაჭურისეს, მოაჭრეს ცხვირი, ყურები და ლოყები შრამებით დაუსერეს. გადახვეწეს უდაბნოში, იქ კი უწყლობით სიკვდილი ელოდა, დიდი ხანი იხეტიალა. ალ ხაზრეთმა უდაბნოში ამ დროის განმავლობაში დღისით მორიელები და ქორები იყვნენ, ხოლო ღამით დემონები იყვნენ.

image

ღამის წყვდიადში ამ სულებმა მას შეასწავლეს ნეკრომანტია და მიიყვანეს იქამდე, რომ მან აღმოაჩინა მიტოვებული გამოქვაბულები და მაღაროები, რომლებიც ღრმად ჩადიოდნენ მიწაში, მან უარი თქვა რწმენაზე და დაიწყო თაყვანისცემა უძველესი ტიტანებისა, რომელთაც აღმერთებდნენ უდაბნოს სულები, მან დაიწყო გიჟური ძიება, რათა აღედგინა საკუთარი სხეულის დასახიჩრებუდი და მოკვეთილი ნაწილები, იმისთვის, რომ ტრიუმფით დაბრუნებულიყო უკან და პრინცესა გამოეცხადებინა თავის ცოლად.

image

მაგიის დახმარებით მან დამალა თავისი სახე და ჩვეულებრივი ადამიანის გარეგნობით დატოვა უდაბნო. რათა მსოფლიოში ეძებნა საიდუმლო სიბრძნე, ეგვიპტის მიწაზე წარმართი მღვდლების საიდუმლო კულტისგან მან შექმნა ცხედართა აღდგენის მეთოდიკა და ისწავლა თუ როგორ ეიძულებინა, რომ შეესრულებინათ მისი ბრძანებები.


image

ის სრულყოფილად დაეუფლა ასტროლოგიის ხელოვნებას, ალექსანდრიაში ებრაელებთან მან მიიღო ცოდნა დავიწყებულ ენებზე და ინფორმაცია იმაზე თუ როგორ გამოეყენებინა ხმა ბარბაროსული შელოცვისთვის სიტყვათა წარმოთქმისას. რადგან მიუხედავად იმისა, რომ სასტიკმა მეფემ მას ჩამოართვა ყოველგვარი ტალანტი და სილამაზე, ხმა მაინც დაუტოვა.

იგი თავისუფლად ახორციელებდა თავის ექსპერიმენტებს ნეკრომანტიაში, იგი სიკვდილამდე დიდი ფუფუნებით ცხოვრობდა და სავარაუდოდ სწორედ აქ 730 წელს დაწერა წიგნი, შემდგომში ცნობილი როგორც ნეკრონომიკონი.

გადმოგვცემენ რომ იგი, როგორც ბოროტი ჯადოქარი მოსახლეობისგან ბოლომდე მოკვეთილი და მოძულებული იყო. გარდაცვალების თარიღად მიჩნეულია 738 წ.


ცხოველები და მათი ნაშიერები, რომელია ყველაზე მზრუნველი?

image

მსოფლიოს 10 ყველაზე შთამბეჭდავი ჭერი

image

ტოპ 10 ბონსაი, ჯუჯა ხეები, რომელთა ჯიშის გამოყვანას ათწლეულები სჭირდწბა.

image

ფოტოგრაფი, რომელიც თელავის ხედებს ულამაზესად იღებს

image

0
621
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
621
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0