x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134374
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
პოლონეთის ქალაქში 9 წელი ბიჭი არ დაბადებულა, იცით რატომ?

image


დაუჯერებელია, თუმცა ფაქტია...


სამხრეთ პოლონეთის პატარა ქალაქ მეისცე - ოჯანსკოეში საკმაოდ უჩვეულო რამ ხდება. კერძოდ, სოფელში 9 წელზე მეტია ბიჭი არ დაბადებულა. ყოველწლიურად მოსახლეობა იზრდება, თუმცა სამყაროს მხოლოდ გოგონები ევლინებიან. პატარა ქალაქის ერთადერთი მკვიდრი - ბიჭი მხოლოდ 12 წლის არის.


image


შექმნილი მდგომარეობით შეწუხებულმა ქალაქის მერმა რაიმუნდ ფრიშკომ, გადაწყვიტა არსებულ პრობლემას საკმაოდ უჩვეულო ფორმით გამკლავებოდა და სოფლის თავკაცმა სიტუაციიდან გამოსავალიც მარტივად იპოვნა, კერძოდ, ის ადგილობრივ მოსახლებას დაჰპირდა, რომ პირველი წყვილი, ვისაც ვაჟი შეეძინებოდა, სპეციალური პრიზით დააჯილდოვებდა.


image


გარდა ამისა, სოფელში, მთელი რიგი კვლევითი სამუშაოების ჩატარება იგეგმება, რათა აუხსნელი შემთხვევის მიზეზი დადგინდეს და საბოლოოდ აღმოიფხვრას. "როცა სოფელში საცხოვრებლად გადმოვედი, მალევე ადგილობრივ ქალზე დავქორწინდი, ჩვენ ყოველთვის ვაჟზე ვოცნებობდით, თუმცა ეს პრქტიკულად არარეალური აღმოჩნდა" - დაიჩივლა საკუთარ ბედზე სახანძრო ბრიგადის უფროსმა ტომაშ გოლასმა. სოფელში წინასწარ არ ამბობენ, კონკრეტულად თუ რა ჯილდოზეა საუბარი, მაგრამ მოსახლეობას არწმუნებენ, რომ მათი მორიგი "მცდელობა" მერის მიერ დაწესებულ საჩუქრად ნამდვილად ღირს.





0
603
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
603