x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ზე კურიოზული შემთხვევა ფეხბურთის ისტორიაში. მეკარე ისე იცავდა კარს, რომ არ იცოდა შეხვედრა დამთავრებული რომ იყო

image ბრიტანელმა ლეგენდარულმა მეკარემ სემ ბარტრემმა (1914-1981) ავტობიოგრაფიულ წიგნში აღწერა საინტერესო ისტორია.
ფეხბურთში და საერთოდ სპორტში უამრავი კურიოზები ხდება, მაგრამ ისტორია რომელიც ამ ლეგენდარულ მეკარეს გარდახდა ზე კურიოზულია.
"1937 წელს ვეთამაშებოდით "ჩელსის", შეხვედრა მიმდინარეობდა სქელი ნისლით დაფარულ მოედანზე, სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო, და მე ვუყურებდი თუ როგორ უტევდნენ ჩემი თანაგუნდელები მეტოქის კარს და რადგან ნისლი იყო სულ უფრო ძნელად ვხედავდი მეტოქის საჯარიმოსთან ჩვენების შეტევას.
ნისლის "ფარდა" კი მატულობდა და მატულობდა, მე დავკარგე ჩემი თანაგუნდელები თვალთახედვის არედან და გაფაციცებული ვიდექი კარში, რათა ნისლიდან გამოსული მოწინააღმდეგის მიერ დარტყმული ბურთისთვის არ მიმეცა კარში შევარდნის უფლება.
დიდხანს ვიდექი კარში, მაგრამ არც ბურთი, არც ჩემი თანაგუნდელები და არც მეტოქე გუნდის ფეხბურთელები არ გამოჩენილან.
მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ტერიტორიული უპირატესობის გამო ჩემი თანაგუნდელები "ჩელსის" ფეხბურთელებს არ აძლევდნენ უფლებას შეეტიათ "ჩარლტონის" კარისათვის.
როცა გუმანით მივხვდი, რომ უკვე საკმაოდ დიდი დრო გავიდა საგონებელში ჩავვარდი, თუ რატომ არ ჩანდა მოედანზე არცერთი ფეხბურთელი.
მეკარის საჯარიმო ზონაში დავიწყე მოძრაობა რათა როგორმე დამეფიქსირებინა რომელიმე ფეხბურთელი და სწორედ ასეთ დროს დავინახე თუ როგორ გამოდიოდა სქელი ნისლიდან ადამიანის სილუეტი, ვინაიდან არ ვიცოდი თუ ვინ იყო-ჩემი თანაგუნდელი თუ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელი, მე მოვემზადე კარის დასაცავად.
ამასობაში კი ჩემდა გასაოცრად ნისლიდან გამოსული ადამიანი ფეხბურთელი კი არა პოლიციელი აღმოჩნდა, რომელმაც მკითხა: აქ რას აკეთებ? მოედანზე არავინა, შეხვედრა 15 წუთის წინ დამთავრდა!
როგორც გამოირკვა შეხვედრა დამთავრებული იყო და მაყურებელმა და ფეხბურთელებმა დიდი ხნის წინ დატოვეს სტადიონი.
როცა, მე შევედი გასახდელში, ჩემს დანახვაზე ჩემს თანაგუნდელებს ხარხარი აუვარდათ გასაგები მიზეზის გამო. მე ხომ მთელი 15 წუთის მანძილზე ვიდექი კარში მას შემდეგ, რაც შეხვედრა დამთავრდა".

image





0
480
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
480