x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჩინეთის დედაქალაქში მუსლიმური სიმბოლოები და მაღაზია-რესტორნებზე არაბული წარწერები აიკრძალა

image

პეკინის ხელისუფლებამ ბრძანება გასცა არაბული რესტორნების, სავაჭრო კიოსკების თუ სასურსათო მაღაზიების აბრებზე არაბული და მუსლიმური შინაარსის წარწერების გაუქმებასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი

აიკრძალა აგრეთვე ისლამური სიმბოლოები, მაგალითად -ნახევარმთვარე.ხელისუფლებამ კვების ერთ-ერთი ობიექტის მეპატრონეს სიტყვა "ჰალალ"-ის გადაწერა მოსთხოვეს.

"მათ თქვეს, რომ ეს უცხოური კულტურაა და საჭიროა უფრო მეტად გამოვიყენოთ ჩინური კულტურის სიმბოლოები", - ამბობს კვების ობიექტის მეპატრონე.მთლიანად 11 რესტორანს მოსთხოვეს ისლამური სიმბოლოების მოშორება.

image

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში რელიგიის თავისუფალი აღმსარებლობა ოფიციალურად არის გარანტირებული. 2016 წლიდან ჩინეთის ხელისუფლებამ დაიწყო სხვა რელიგიებისა და კულტურული გავლენების დევნა-შეზღუდვა. კამპანიის ფარგლებში მეჩეთების ტრადიციული მინარეთები კოშკებით შეიცვალა, ქრისტიანულ ეკლესიებზე კი ჯვრები მოიხსნა.

ამ გზით ხელისუფლებას სურს ქვეყანაში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობა "გააჩინელოს".

იხილეთ მსგავს თემაზე:

ჩინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ბოლო მოუღოს ქრისტიანულ რელიგიას

image

0
94
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0